პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ჭიკაიძე - კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებებით, მოსასმენი აპარატურა მოდულის შენობიდან გაიტანეს
ალექსანდრე ჭიკაიძე - კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებებით, მოსასმენი აპარატურა მოდულის შენობიდან გაიტანეს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტუ­რა "ერთ-ერთ ღა­მეს დატ­ვირ­თეს და მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­ი­ტა­ნეს". რო­გორც ჭი­კა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს შს უწყე­ბა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მის­ვლამ­დე მოხ­და.

"2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, როცა სა­მი­ნის­ტრო­ში ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ვი­და, ჩვენ აღ­ვრი­ცხეთ სა­მი­ნის­ტროს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ფა­რუ­ლი ხარ­ჯე­ბით შე­ყი­დუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ამ სა­მი­ნის­ტრო­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­მოს­ვლამ­დე იქნა გა­ტა­ნი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ერთი წლის წინ და­ი­წყო, თუმ­ცა რად­გან ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, მა­სა­ლე­ბი გა­და­ეგ­ზავ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას და მას ამ­ჟა­მად სწო­რედ ეს უწყე­ბა იძი­ებს. მე ვა­დას­ტუ­რებ იმ ფაქტს, რომ რამ­დე­ნი­მე პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და გა­კონ­ტრო­ლე­ბუ­ლი­ყო ხმის მოს­მე­ნა ან ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი სა­მი­ნის­ტრო­დან და­კარ­გუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბას უნდა და­ვე­ლო­დოთ და წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ამ ტექ­ნი­კის გან­კარ­გვა წინა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­ეძ­ლოთ და და­მერ­წმუ­ნეთ, გამ­ვლელ პი­რებს არ შე­ეძ­ლოთ, სა­მი­ნის­ტრო­დან მისი გა­ტა­ნა. ე.ი. გა­მო­დის, რომ ეს ტექ­ნი­კა შე­საძ­ლოა, იყოს გაშ­ლი­ლი იმ პი­რებ­ში, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სად იმ­ყო­ფე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კა ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის.

"სად იმ­ყო­ფე­ბა ეს ტექ­ნი­კა ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის, მაგ­რამ ჩემ­თვის რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, არ­სე­ბობს კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ ერთ-ერთ ღა­მეს ამ ტექ­ნი­კის დატ­ვირ­თვა და მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან გა­ტა­ნა მოხ­და", - დას­ძი­ნა ჭი­კა­ი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო და ფა­რუ­ლი ვი­დეო მი­ყუ­რა­დე­ბის­თის გან­კუთ­ვნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პორ­ტა­ტუ­ლი ტექ­ნი­კის დიდი ნა­წი­ლი და­კარ­გუ­ლია და არ­სე­ბობს მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კით სარ­გებ­ლო­ბენ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ალექსანდრე ჭიკაიძე - კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებებით, მოსასმენი აპარატურა მოდულის შენობიდან გაიტანეს

ალექსანდრე ჭიკაიძე - კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებებით, მოსასმენი აპარატურა მოდულის შენობიდან გაიტანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ მოსასმენი აპარატურა "ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს". როგორც ჭიკაიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს შს უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.

"2012 წლის არჩევნების შემდგომ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, ჩვენ აღვრიცხეთ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შეყიდული იყო რამდენიმე მილიონის ტექნიკა, რომელიც ამ სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის შემოსვლამდე იქნა გატანილი. აღნიშნულზე გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა რადგან ახლა აქტუალური გახდა, მასალები გადაეგზავნა პროკურატურას და მას ამჟამად სწორედ ეს უწყება იძიებს. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი სამინისტროდან დაკარგულია. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და წინასწარ საუბარი არასერიოზული იქნება, მაგრამ მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელ პირებს არ შეეძლოთ, სამინისტროდან მისი გატანა. ე.ი. გამოდის, რომ ეს ტექნიკა შესაძლოა, იყოს გაშლილი იმ პირებში, რომლებიც ძველი მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, სად იმყოფება აღნიშნული ტექნიკა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

"სად იმყოფება ეს ტექნიკა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მაგრამ ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ ერთ-ერთ ღამეს ამ ტექნიკის დატვირთვა და მოდულის შენობიდან გატანა მოხდა", - დასძინა ჭიკაიძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა