სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ათავისუფლებდა პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს
ვინ ათავისუფლებდა პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ პირ­თა საქ­მის შემ­სწავ­ლელ­მა კო­მი­სი­ამ ათე­უ­ლო­ბით სკო­ლის დი­რექ­ტო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლად ცნო, მათ შო­რის ოზურ­გეთ­შიც. კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სის­ტე­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა არ აღ­დგე­ნი­ლა და ოზურ­გე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრს ის ადა­მი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ, დი­რექ­ტო­რე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­უშ­ვა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, თა­მარ სა­ნი­კი­ძე "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ დი­რექ­ტო­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში რე­სურსცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს არ ას­რუ­ლებ­და.

"არა მგო­ნია, რომ აქ რე­სურ­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თა­მა­შობ­დეს მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს. მა­შინ ასე­თი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ფონი, მიდ­გო­მე­ბი, რაც ახლა აბ­სუ­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლია. რე­სურ­ცენ­ტრის ჩარ­თუ­ლო­ბამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვნა-არ და­ნიშ­ვნა­ში, ვფიქ­რობ, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი წვლი­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს. რე­სურ­ცენ­ტრს ევა­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­წო­დე­ბე­ლი იყოს, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ან არ ადას­ტუ­რებს სკო­ლა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მას. ამი­ტომ აქ მათი უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა თა­ვი­დან­ვე უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ. თუ კი რო­მე­ლი­მე რე­სურსცენ­ტრი არ­ღვევს უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს, გვაც­ნო­ბეს და ჩვენ არა­ერ­თხელ მი­ვი­ღეთ ზო­მე­ბი. ამი­ტომ, ჩვენ დღეს რა­საც ვცდი­ლობთ, არის ის, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­კი­თხი კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლა და იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, და­ვიც­ვათ. მათ ჰქონ­დათ გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა თა­ვის დრო­ზე და არ გა­ა­სა­ჩივ­რეს. ახლა გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბაც არ აქვთ და ამი­ტომ ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ვა­კან­სი­ის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში და­ვა­საქ­მოთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და არა რა­ი­მე ხის­ტი ჩა­რე­ვით. მე ვფიქ­რობ, რომ ბევ­რმა სკო­ლამ ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­წყევ­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და ასე­თი ხალ­ხი აიყ­ვა­ნა სკო­ლებ­ში. დღეს­დღე­ო­ბით, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ და არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია არ არის. კი­დევ ერთხელ, თუ კი სად­მე რა­ი­მე დარ­ღვე­ვაა და სა­ჭი­როა ჩვე­ნი ჩა­რე­ვა, ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ყო­ველ­თვის მი­ვი­ღებთ სა­ჭი­რო ზო­მებს", - აცხა­დებს მი­ნის­ტრი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ვინ ათავისუფლებდა პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს

ვინ ათავისუფლებდა პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს

განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ პირთა საქმის შემსწავლელმა კომისიამ ათეულობით სკოლის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად ცნო, მათ შორის ოზურგეთშიც. კომისიის გადაწყვეტილებით, სისტემაში დაბრუნებული სკოლის დირექტორები მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა არ აღდგენილა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ის ადამიანი ხელმძღვანელობს, რომელმაც წლების წინ, დირექტორები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ დირექტორების გათავისუფლებაში რესურსცენტრის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა.

"არა მგონია, რომ აქ რესურცენტრის დირექტორი თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს. მაშინ ასეთი იყო პოლიტიკური ფონი, მიდგომები, რაც ახლა აბსულუტურად შეცვლილია. რესურცენტრის ჩართულობამ სკოლის დირექტორების დანიშვნა-არ დანიშვნაში, ვფიქრობ, რომ მინიმალური წვლილი შეიძლება შეიტანოს. რესურცენტრს ევალება გარკვეული მონიტორინგი და იმ ინფორმაციის მომწოდებელი იყოს, რომელიც ადასტურებს ან არ ადასტურებს სკოლაში არსებულ პრობლემას. ამიტომ აქ მათი უშუალო ჩართულობა თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ. თუ კი რომელიმე რესურსცენტრი არღვევს უფლება-მოვალეობებს, გვაცნობეს და ჩვენ არაერთხელ მივიღეთ ზომები. ამიტომ, ჩვენ დღეს რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ ის ადამიანები, რომელთა საკითხი კომისიამ განიხილა და იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული, დავიცვათ. მათ ჰქონდათ გასაჩივრების უფლება თავის დროზე და არ გაასაჩივრეს. ახლა გასაჩივრების უფლებაც არ აქვთ და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ნებისმიერი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში დავასაქმოთ, მაგრამ აუცილებლად რეკომენდაციებით და არა რაიმე ხისტი ჩარევით. მე ვფიქრობ, რომ ბევრმა სკოლამ ძალიან კარგი გადაწყევტილება მიიღო და ასეთი ხალხი აიყვანა სკოლებში. დღესდღეობით, ისინი მუშაობენ და არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არ არის. კიდევ ერთხელ, თუ კი სადმე რაიმე დარღვევაა და საჭიროა ჩვენი ჩარევა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის მივიღებთ საჭირო ზომებს", - აცხადებს მინისტრი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია