"ანდღულაძე, სანამ ღერა-ღერა არ დაგაწიწკნი გაპუწულ თმას, მანამდე ჩაცმას და რუსულს არ ისწავლი?!"
მანჩო გიორგობიანის იუმორისტული "ორეული", რომელიც "კომედი შოუში" მიშა ანდღულაძემ განასახიერა, შოუს კიდევ ერთ ეპიზოდში გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით გიორგობიანი Facebook-ზე სტატუსს წერს და მიშა ანდღულაძეს "გაპუწული თმების ღერა-ღერა დაწიწკნით" ემუქრება.
Facebook/ მანჩო გიორგობიანი (სტილი დაცულია):
"მიშა ანდღულაძე, სანამ ღერა-ღერა არ დაგაწიწკნი მაგ გაპუწულ თმას (რადნოის))), მანამდე ჩაცმას და რუსულს არ ისწავლი?! )) ))
ისე.. პარიკი გაგისვეჟებია... ვგონებ, კარინასთანაც გაგივლია. )) )) )))) ... Soundtrack-ზე დავეffერთხე.. რა იცოდით? )))) )))
მანანა ბერიკაშვილთანაც იარე ბარემ (ყველა დადის)), ვესტიბიულარულ აპარატს გაგივარჯიშებს და პოსლეზე, შემოქმედებით პადიომსაც გამოჰკრავ ხელს ! ) ))))
და კიდევ, .გლდანულადან, მე და გლდანს ნუ აგვიხირდები! ქილიფას ააკითხე ... გამრეკლიძეს დაეკითხე... დაგაკვალიანებენ ჩემთან დაკავშირებით .. жвсс!)) )) )))
p.s. ამ რუსთავი 2-ს ჯოჯოხეთის და ჩემს მეტი სადარდებელი არ გაქვთ?! )) ))) სწორად კი მიგიგნიათ, პაჩწი ერთი თემა ვართ - თქვენი მოარული კოშმარი! )) )))", -წერს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ არანაკლებ მწვავე რეაქცია ჰქონდა მანჩო გიორგობიანს მაშინ, როდესაც მისი პროტოტიპი პირველად გამოჩნდა კომედიური ჟანრის ტელე-შოუში.