Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის "ტრან­ს­გენ­დერ­თა მე­ქა" და რო­გორია მათი ყოველდღიური ცხოვრება
 სად არის "ტრან­ს­გენ­დერ­თა მე­ქა" და რო­გორია მათი ყოველდღიური ცხოვრება

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ტრან­ს­გენ­დე­რი ტა­ი­ლან­დ­ში ცხოვ­რობს. რა არის ეს - მო­და, აკ­ვი­ა­ტე­ბა თუ სხვა რამ? ცნე­ბა - "მე­სა­მე სქე­სი" ზო­გი­ერთ აზი­ურ ქვე­ყა­ნა­ში უძ­ვე­ლე­სი ეპო­სი­დან იღებს სა­თა­ვეს. ძვე­ლად თვლიდ­ნენ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლი იყო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სუ­ლე­ბის სამ­ყა­როს შო­რის. ინ­დო­ეთ­ში, ბან­გ­ლა­დეშ­სა და პა­კის­ტან­ში არ­სე­ბობს "მე­სა­მე სქე­სის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა - ე.წ. ხი­ჯე­რე­ბის კას­ტა და მას­ში ინ­ტერ­სექ­სუ­ა­ლე­ბი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და ტრან­ს­გენ­დე­რე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი ქა­ლის ტან­საც­მელს იც­ვა­მენ, შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ვი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი არი­ან.

ტა­ი­ლან­დ­ში ტრან­ს­გენ­დერ­თა მი­მართ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. სქე­სის შეც­ვ­ლის შემ­დე­გაც ისი­ნი პას­პორ­ტით კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მა­მა­კა­ცე­ბად რჩე­ბი­ან, რაც პრობ­ლე­მას უქ­მ­ნით დამ­საქ­მე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სრულ­ყო­ფილ გა­ნათ­ლე­ბა­საც არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კავ­დ­ნენ ან უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებ­ში იმუ­შა­ონ.

თუმ­ცა ყვე­ლა ბა­რიც რო­დი სწყა­ლობს კა­ტო­ი­ებს (ა­სე უწო­დე­ბენ ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ტრან­ს­გენ­დე­რებს). ჩას­ცა­დე გა­მო­ნაკ­ლი­სია. მას­ში 45 კა­ტოი მუ­შა­ობს. ისი­ნი ცეკ­ვა­ვენ, შემ­დეგ მა­გი­დებ­თან კლი­ენ­ტებ­თან ჩა­დი­ან და ინ­ტი­მურ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. მაგ­რამ თუ ამ დროს პო­ლი­ცია მათ კვარ­ტალს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლის გა­გო­ნე­ბის შემ­დეგ, ცდი­ლო­ბენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­მო­სონ. თუ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა ინ­ტი­მუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სას შე­უს­წ­რეს, კა­ტო­ი­ებს მკაც­რი სას­ჯე­ლი არ ას­ც­დე­ბათ: ტა­ი­ლან­დ­ში პროს­ტი­ტუ­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რ­ძა­ლუ­ლი­ა(!)...

პირ­ვე­ლად სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში გა­ა­კე­თეს. დღეს მა­მა­კა­ცის სას­ქე­სო ორ­გა­ნოს მო­შო­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა: ოპე­რა­ცია 7-დან 10 ათას დო­ლა­რამ­დე ღირს. 2-დან 4 ათას დო­ლა­რამ­დე შე­ად­გენს მკერ­დის იმ­პ­ლან­ტან­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

ტა­ი­ლან­დ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ბუ­დიზ­მის მიმ­დე­ვა­რია. ბუ­დისტ ბე­რებს ღრმად სწამთ, რომ მსგავ­სი რამ ადა­მი­ან­ში მის წი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­დარ კარ­მულ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე მი­უ­თი­თებს და ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სას­ჯე­ლია. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, მი­ი­ღონ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თე­ბად, რო­გო­რე­ბიც არი­ან.

სულ სხვა მიდ­გო­მას იჩე­ნენ ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მი­მართ. 2002 წლამ­დე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი და ერ­თ­ს­ქე­სი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და მას უკ­ვე აღარ მი­იჩ­ნე­ვენ ფსი­ქი­კურ გა­დახ­რად, ოღონდ ტა­ი­ლან­დი კრძა­ლავს ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას.

ტა­ი­ლან­დის ზოგ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ტრან­ს­გენ­დე­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბია. სქე­სის გან­საზღ­ვ­რა­ზე ზრუნ­ვა სკო­ლის ასა­კი­დან იწყე­ბა, ხო­ლო აფ­თი­აქ­ში ურე­ცეპ­ტოდ შე­იძ­ლე­ბა ჰორ­მო­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა: ბი­ჭუ­ნე­ბი მათ მოხ­მა­რე­ბას სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბენ.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტა­ი­ლან­დე­ლი ტრან­ს­გენ­დე­რი - ყო­ფი­ლი მოკ­რი­ვე ნონგ თხუ­მია. მას­ზე 2003 წელს ფილ­მიც გა­და­ი­ღეს სა­ხელ­წო­დე­ბით - "მშვე­ნი­ე­რი მოკ­რი­ვე". ტა­ი­ლან­დ­ში სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან მი­ე­მარ­თე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ბრა­ზი­ლი­ა­ში ტარ­დე­ბა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ტრან­ს­გენ­დერ­თა შო­რის; ამ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულს სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცი­ის მიზ­ნით ტა­ი­ლან­დ­ში გზავ­ნი­ან.

ასე მო­იქ­ცა პო­ლო­ნე­ლი კშიშ­ტო­ფიც. ტა­ი­ლან­დ­ში სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია ჩა­ი­ტა­რა, შემ­დეგ სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მო­იც­ვა­ლა და სამ­შობ­ლო­ში სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე იყა­რა კენ­ჭი. დღეს ანა გროდ­კა პო­ლო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტ­ში მა­რი­ხუ­ა­ნი­სა და ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­სა­კა­ნო­ნებ­ლად იბ­რ­ძ­ვის. პე­ტერ­ბურ­გ­ში კი "გეი-ტაქ­სი" გა­მოჩ­ნ­და - მას არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მძღო­ლი მარ­თავს და მხო­ლოდ ლგბტ პი­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

Pernod Ri­card კი ალ­კო­ჰო­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნიაა, რო­მე­ლიც არ­ყის - "აბ­სო­ლუ­ტის" რეკ­ლა­მას სექ­სუ­ალურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა მხარ­და­სა­ჭე­რად ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რებ­ში წარ­მო­ად­გენს.

შე­საძ­ლოა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ევ­რო­პე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ არის ბო­ლომ­დე მზად, მი­ი­ღოს ტრან­ს­გენ­დე­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის უამ­რავ მითს ქმნის ტა­ი­ლან­დელ კა­ტო­ი­ზე, მა­გა­ლი­თად: ღა­რი­ბი ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ვა­ჟებს ყი­დი­ან; მე­რე მათ უკეთ­დე­ბათ სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია, რის შემ­დე­გაც პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ებ­მე­ბი­ა­ნო. ან კი­დევ: ტრან­ს­გენ­დე­რე­ბი მხო­ლოდ 35 წლამ­დე ცოცხ­ლო­ბენ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ჰორ­მო­ნე­ბის მი­ღე­ბა უწევთ, რად­გა­ნაც მა­მა­კა­ცუ­რი სა­წყი­სი, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი უდი­დე­სი ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, მა­ინც ცდი­ლობს გა­მო­აღ­წი­ოს და ქა­ლუ­რი სა­წყი­სი და­ჯაბ­ნო­სო.

2003 წელს ავ­ს­ტ­რა­ლი­ამ და­ა­კა­ნო­ნა, მაგ­რამ შემ­დეგ, მა­ლე­ვე აკ­რ­ძა­ლა ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა.

დღეს თბი­ლის­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა ან­ტი­დის­კ­რი­მინა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნია, ჩე­მი "ფე­ის­ბუკ-მო­ნი­ტო­რის" თე­მაც - ამ კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა და მომ­ხ­რე­თა ჭი­დი­ლი, ხო­ლო ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სიტყ­ვა - "ტრან­ს­გენ­დე­რი". ამი­ტო­მაც მი­ვა­პყა­რი მზე­რა ქვე­ყა­ნას, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ტრან­ს­გენ­დე­რი ცხოვ­რობს.

115 ხმით არც ერ­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ - 2014 წლის 2 მა­ისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რი­თაც მთე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხ­ვა გა­მო­იწ­ვია. ქარ­თულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნ­და ჰედ­ლა­ი­ნე­ბი: "ეკ­ლე­სი­ამ ბრძო­ლა წა­ა­გო, თუმ­ცა არა ომი". და ა.შ. არა მგო­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა­საც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა შე­უწყო ხე­ლი, იო­ლად და­აღ­წი­ოს თა­ვი მის რის­ხ­ვას.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სად არის "ტრან­ს­გენ­დერ­თა მე­ქა" და რო­გორია მათი ყოველდღიური ცხოვრება

 სად არის "ტრან­ს­გენ­დერ­თა მე­ქა" და რო­გორია მათი ყოველდღიური ცხოვრება

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ტრან­ს­გენ­დე­რი ტა­ი­ლან­დ­ში ცხოვ­რობს. რა არის ეს - მო­და, აკ­ვი­ა­ტე­ბა თუ სხვა რამ? ცნე­ბა - "მე­სა­მე სქე­სი" ზო­გი­ერთ აზი­ურ ქვე­ყა­ნა­ში უძ­ვე­ლე­სი ეპო­სი­დან იღებს სა­თა­ვეს. ძვე­ლად თვლიდ­ნენ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლი იყო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სუ­ლე­ბის სამ­ყა­როს შო­რის. ინ­დო­ეთ­ში, ბან­გ­ლა­დეშ­სა და პა­კის­ტან­ში არ­სე­ბობს "მე­სა­მე სქე­სის" წარ­მო­მად­გე­ნელ­თა - ე.წ. ხი­ჯე­რე­ბის კას­ტა და მას­ში ინ­ტერ­სექ­სუ­ა­ლე­ბი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი და ტრან­ს­გენ­დე­რე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ისი­ნი ქა­ლის ტან­საც­მელს იც­ვა­მენ, შე­სა­ბა­მი­სად იქ­ცე­ვი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რე­ბი არი­ან.

ტა­ი­ლან­დ­ში ტრან­ს­გენ­დერ­თა მი­მართ ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. სქე­სის შეც­ვ­ლის შემ­დე­გაც ისი­ნი პას­პორ­ტით კვლა­ვინ­დე­ბუ­რად მა­მა­კა­ცე­ბად რჩე­ბი­ან, რაც პრობ­ლე­მას უქ­მ­ნით დამ­საქ­მე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სრულ­ყო­ფილ გა­ნათ­ლე­ბა­საც არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კავ­დ­ნენ ან უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და ბა­რებ­ში იმუ­შა­ონ.

თუმ­ცა ყვე­ლა ბა­რიც რო­დი სწყა­ლობს კა­ტო­ი­ებს (ა­სე უწო­დე­ბენ ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ტრან­ს­გენ­დე­რებს). ჩას­ცა­დე გა­მო­ნაკ­ლი­სია. მას­ში 45 კა­ტოი მუ­შა­ობს. ისი­ნი ცეკ­ვა­ვენ, შემ­დეგ მა­გი­დებ­თან კლი­ენ­ტებ­თან ჩა­დი­ან და ინ­ტი­მურ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. მაგ­რამ თუ ამ დროს პო­ლი­ცია მათ კვარ­ტალს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლის გა­გო­ნე­ბის შემ­დეგ, ცდი­ლო­ბენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­მო­სონ. თუ სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებ­მა ინ­ტი­მუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სას შე­უს­წ­რეს, კა­ტო­ი­ებს მკაც­რი სას­ჯე­ლი არ ას­ც­დე­ბათ: ტა­ი­ლან­დ­ში პროს­ტი­ტუ­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რ­ძა­ლუ­ლი­ა(!)...

პირ­ვე­ლად სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში გა­ა­კე­თეს. დღეს მა­მა­კა­ცის სას­ქე­სო ორ­გა­ნოს მო­შო­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა: ოპე­რა­ცია 7-დან 10 ათას დო­ლა­რამ­დე ღირს. 2-დან 4 ათას დო­ლა­რამ­დე შე­ად­გენს მკერ­დის იმ­პ­ლან­ტან­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

ტა­ი­ლან­დ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ბუ­დიზ­მის მიმ­დე­ვა­რია. ბუ­დისტ ბე­რებს ღრმად სწამთ, რომ მსგავ­სი რამ ადა­მი­ან­ში მის წი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­დარ კარ­მულ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე მი­უ­თი­თებს და ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სას­ჯე­ლია. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, მი­ი­ღონ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თე­ბად, რო­გო­რე­ბიც არი­ან.

სულ სხვა მიდ­გო­მას იჩე­ნენ ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის მი­მართ. 2002 წლამ­დე ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი და ერ­თ­ს­ქე­სი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და მას უკ­ვე აღარ მი­იჩ­ნე­ვენ ფსი­ქი­კურ გა­დახ­რად, ოღონდ ტა­ი­ლან­დი კრძა­ლავს ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას.

ტა­ი­ლან­დის ზოგ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ტრან­ს­გენ­დე­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბია. სქე­სის გან­საზღ­ვ­რა­ზე ზრუნ­ვა სკო­ლის ასა­კი­დან იწყე­ბა, ხო­ლო აფ­თი­აქ­ში ურე­ცეპ­ტოდ შე­იძ­ლე­ბა ჰორ­მო­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­ძე­ნა: ბი­ჭუ­ნე­ბი მათ მოხ­მა­რე­ბას სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბენ.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტა­ი­ლან­დე­ლი ტრან­ს­გენ­დე­რი - ყო­ფი­ლი მოკ­რი­ვე ნონგ თხუ­მია. მას­ზე 2003 წელს ფილ­მიც გა­და­ი­ღეს სა­ხელ­წო­დე­ბით - "მშვე­ნი­ე­რი მოკ­რი­ვე". ტა­ი­ლან­დ­ში სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუთხი­დან მი­ე­მარ­თე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ბრა­ზი­ლი­ა­ში ტარ­დე­ბა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი ტრან­ს­გენ­დერ­თა შო­რის; ამ კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულს სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცი­ის მიზ­ნით ტა­ი­ლან­დ­ში გზავ­ნი­ან.

ასე მო­იქ­ცა პო­ლო­ნე­ლი კშიშ­ტო­ფიც. ტა­ი­ლან­დ­ში სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია ჩა­ი­ტა­რა, შემ­დეგ სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მო­იც­ვა­ლა და სამ­შობ­ლო­ში სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნო­ში დე­პუ­ტა­ტო­ბა­ზე იყა­რა კენ­ჭი. დღეს ანა გროდ­კა პო­ლო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტ­ში მა­რი­ხუ­ა­ნი­სა და ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­სა­კა­ნო­ნებ­ლად იბ­რ­ძ­ვის. პე­ტერ­ბურ­გ­ში კი "გეი-ტაქ­სი" გა­მოჩ­ნ­და - მას არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მძღო­ლი მარ­თავს და მხო­ლოდ ლგბტ პი­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

Pernod Ri­card კი ალ­კო­ჰო­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნიაა, რო­მე­ლიც არ­ყის - "აბ­სო­ლუ­ტის" რეკ­ლა­მას სექ­სუ­ალურ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა მხარ­და­სა­ჭე­რად ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რებ­ში წარ­მო­ად­გენს.

შე­საძ­ლოა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ევ­რო­პე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ არის ბო­ლომ­დე მზად, მი­ი­ღოს ტრან­ს­გენ­დე­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის უამ­რავ მითს ქმნის ტა­ი­ლან­დელ კა­ტო­ი­ზე, მა­გა­ლი­თად: ღა­რი­ბი ტა­ი­ლან­დე­ლე­ბი ვა­ჟებს ყი­დი­ან; მე­რე მათ უკეთ­დე­ბათ სქე­სის შეც­ვ­ლის ოპე­რა­ცია, რის შემ­დე­გაც პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ებ­მე­ბი­ა­ნო. ან კი­დევ: ტრან­ს­გენ­დე­რე­ბი მხო­ლოდ 35 წლამ­დე ცოცხ­ლო­ბენ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ჰორ­მო­ნე­ბის მი­ღე­ბა უწევთ, რად­გა­ნაც მა­მა­კა­ცუ­რი საწყი­სი, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი უდი­დე­სი ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, მა­ინც ცდი­ლობს გა­მო­აღ­წი­ოს და ქა­ლუ­რი საწყი­სი და­ჯაბ­ნო­სო.

2003 წელს ავ­ს­ტ­რა­ლი­ამ და­ა­კა­ნო­ნა, მაგ­რამ შემ­დეგ, მა­ლე­ვე აკ­რ­ძა­ლა ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბა.

დღეს თბი­ლის­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა ან­ტი­დის­კ­რი­მინა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნია, ჩე­მი "ფე­ის­ბუკ-მო­ნი­ტო­რის" თე­მაც - ამ კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა და მომ­ხ­რე­თა ჭი­დი­ლი, ხო­ლო ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სიტყ­ვა - "ტრან­ს­გენ­დე­რი". ამი­ტო­მაც მი­ვაპყა­რი მზე­რა ქვე­ყა­ნას, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ტრან­ს­გენ­დე­რი ცხოვ­რობს.

115 ხმით არც ერ­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ - 2014 წლის 2 მა­ისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რი­თაც მთე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხ­ვა გა­მო­იწ­ვია. ქარ­თულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნ­და ჰედ­ლა­ი­ნე­ბი: "ეკ­ლე­სი­ამ ბრძო­ლა წა­ა­გო, თუმ­ცა არა ომი". და ა.შ. არა მგო­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ­ლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა­საც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა შე­უწყო ხე­ლი, იოლად და­აღ­წი­ოს თა­ვი მის რის­ხ­ვას.

ქე­თი ნი­კო­ლა­ვა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს