პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ხუციშვილი: "ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება"
ზაზა ხუციშვილი: "ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება"

მუ­სი­კო­სი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად იმ ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც ჯგუფ "ვა­კის პარკთან" და ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. შე­მოქ­მე­დე­ბის გარ­და, ზაზა პო­ლი­ტი­კა­სა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზეც გვე­სა­უბ­რა.

- ზაზა, რას საქ­მი­ა­ნობთ ამ­ჟა­მად?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ მაქვს. ახლა ორ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ. ხომ იცით, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცემ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, რა­საც "ვა­კის პარ­კმა" თა­ვის დრო­ზე ალღო ვერ აუღო, ამი­ტომ ახლა მუ­შა­ო­ბის სხვა­ნა­ირ პრინ­ციპ­ზე გა­და­ვალთ. "მა­ესტრო­ზე" პრო­ექ­ტში - "მაგ­თი­ფა­ნი" ბევ­რი კარ­გი მო­ნა­წი­ლე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ჩვე­ნი ჯგუ­ფი მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მათ­გან ორი გო­გო­ნა - თა­თია ყუ­რაშ­ვი­ლი და ნა­თია თო­დუა ჩვენ­თან ერ­თად თით­ქმის ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე გა­მო­დი­ან. ისი­ნი ბექ-ვო­კა­ლის­ტე­ბიც იქ­ნე­ბი­ან და თა­ვი­ან­თი სიმ­ღე­რე­ბიც ექ­ნე­ბათ. ასე­ვე, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ვა­სი­კო ჟღენ­ტთან. ერთ-ერთ პირ­ველ სიმ­ღე­რას, ქალი მომ­ღერ­ლის შეს­რუ­ლე­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩავ­წერთ და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ; მე­ო­რე მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ვა­კის პარ­კის" სტი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამა­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ, სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვებ.

- ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი მსუ­ბუ­ქი რო­კის სტილ­ში იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო "პოპ­რო­კი" თუ უფრო მძი­მე, რო­გო­რიც - "ან­დერგრა­უნ­დი"?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი სიმ­ღე­რე­ბი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი ალ­ბო­მი - "ან­დერგრა­უნ­დი" ბევ­რს ძა­ლი­ან მძი­მე რო­კა­დაც მო­ეჩ­ვე­ნა.

- "მა­ესტროს­თან" რა­ტომ აღარ თა­ნამ­შრომ­ლობთ?

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ამ არ­ხის­თვის ხუთი პო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შოუ უკვე ზედ­მე­ტი იყო. მე იქ სხვებ­ზე გვი­ან მი­ვე­დი, ამი­ტომ ჩემ­ზე გა­მოც­დი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წას­ვლა და ჩემი დარ­ჩე­ნა მარ­თე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა მერე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "მაგ­თი­ფა­ნის" სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი, ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ავ­ტო­რის სა­ხი­თაც ჩა­ვერ­თე, "ვა­კის პარ­კი" აკომ­პა­ნე­მენტს აკე­თებ­და და ამის შემ­დეგ, პრო­დი­უ­სე­რე­ბის თხოვ­ნით, რე­პერ­ტუ­არ­ზეც ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. ეს პრო­ექ­ტიც დამ­თავ­რდა. სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­წლი­უ­რი არ გა­მოდ­გა, რად­გან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, "მა­ესტრო" კი არ გახ­ლავთ ისე­თი ბი­უ­ჯე­ტის მქო­ნე ტე­ლე­ვი­ზია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, თავს ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს. ასე რომ, ჩემი წა­მოს­ვლა რა­ი­მე წყე­ნას არ უკავ­შირ­დე­ბა, პი­რი­ქით, მე და მა­მუ­კა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ.

- რო­გორც ვიცი, სხვა პა­ტარ-პა­ტა­რა პრო­ექ­ტებ­საც ახორ­ცი­ე­ლებთ. მა­გა­ლი­თად, კომ­პა­ნია "ნი­კო­რას" ჰიმ­ნი მო­ვის­მი­ნე, რო­მე­ლიც თქვე­ნი და­წე­რი­ლი ყო­ფი­ლა.

- "ნი­კო­რას" მე­პატ­რო­ნე­ე­ბი და დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ამ ქსე­ლის გახ­სნის დღი­დან, რო­გორც მათი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ასე­ვე - კლი­ენ­ტი ვარ. ადრე, როცა "მა­ესტრო" შო­უ­ბიზ­ნეს­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და იქ ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია მქონ­და, ჩემ­თან მუ­შა­ობ­დნენ კოტე ნო­ნი­კო­ვი, ნი­ჭი­ე­რი ხმის რე­ჟი­სო­რი და გელა გნო­ლი­ძე, ასე­ვე ხმის რე­ჟი­სო­რი და არან­ჟი­რე­ბე­ბის ავ­ტო­რი. ერთხელ, გელა მო­ვი­და და მი­თხრა, რა­ღაც მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტი მაქვს, "შევ­ფუ­თოთ", კარ­გად გა­ვა­კე­თოთ და იქ­ნებ "ნი­კო­რა" და­ინ­ტე­რეს­დე­სო. მე­ლო­დია რომ მო­ვის­მი­ნე, მო­მე­წო­ნა, შემ­დეგ ტექ­სტი დავ­წე­რე, "ჩონ­ჩხი" გა­ვა­კე­თეთ და "ნი­კო­რას" მო­ვას­მე­ნი­ნეთ. მო­ი­წო­ნეს და სტუ­დი­ა­ში ჩავ­წე­რეთ. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ეს სა­რეკ­ლა­მო ტექ­სტი ლა­მის ჰი­ტად იქცა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ნი­კო­რას" 15 წელი შე­უს­რულ­და და სხვა შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, იუ­ბი­ლე­ზე "ვა­კის პარ­კის" წევ­რე­ბიც მიგ­ვიწ­ვი­ეს. ჩვენ რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლეთ.

- რო­მე­ლი­მე სხვა კომ­პა­ნი­ას­თა­ნაც ხომ არ გქო­ნი­ათ მსგავ­სი ტი­პის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- მუ­სი­კა­ლუ­რი ე.წ. მოკ­ლე სა­რეკ­ლა­მო ჯინ­გლე­ბი ჩა­მი­წე­რია. მა­გა­ლი­თად, რა­დიო "სა­ქარ­თვე­ლოს ხმის" მე­ლო­დია, რა­დიო "მა­ესტროს" "ქუდი".

- "ვა­კის პარ­კის" სხვა წევ­რე­ბი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- ირაკ­ლი სა­ნა­ია არ­ქი­ტექ­ტო­რი გახ­ლავთ და ფირ­მა აქვს; გი­ორ­გი სამ­სო­ნა­ძე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კო­სია და გივი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე თბი­ლი­სის ჯა­ზორ­კესტრში უკ­რავს, ასე­ვე - ერთ-ერთ კლუბ­ში; მინ­დია გა­ბაშ­ვი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის - "ლო­კო­მო­ტი­ვი" პრე­სა­ტა­შეა. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­სა და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბის შე­თავ­სე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან "ვა­კის პარ­კი" არ არის ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი ჯგუ­ფი, რომ გას­ტროლ­ზე ხში­რად გვი­წევ­დეს წას­ვლა.

- კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ასე რომ იყოს. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზეც ვი­ლა­პა­რა­კოთ. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ იმ გა­რე­მოს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ?

- არის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც პროგ­რე­სი აშ­კა­რაა და არის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი ცუდი თვი­სე­ბა, რა­მაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­და, არის სულსწრა­ფო­ბა. თუ ხე­დავ, რომ გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით სი­ტუ­ა­ცია ნელ-ნელა, მაგ­რამ სწო­რად ლაგ­დე­ბა, მოთ­მი­ნე­ბა უნდა იქო­ნიო. ის­ტო­რი­ის­თვის თუნ­დაც, 20 წელი ძა­ლი­ან მცი­რე დროა. ისე­თი ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, მყი­სი­ე­რი ეფექ­ტის მოხ­დე­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი წა­მო­წყე­ბა გარ­კვე­უ­ლი მა­სე­ბის სე­რი­ო­ზულ ვნე­ბა­თა­ღელ­ვას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა­ტომ არის გერ­მა­ნია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა? - უამ­რა­ვი პრო­დუქ­ტი აქვს, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვი­საა სა­ინ­ტე­რე­სო. ჩვენც უნდა ვის­წავ­ლოთ ისე­თი პრო­დუქ­ტის შექ­მნა, რო­მელ­საც ჩვენ­გან იყი­დი­ან. თუ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვით, დოვ­ლა­თი რის ხარ­ჯზე უნდა შე­იქ­მნას? ამი­ტომ, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტზე ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი პრო­ტეს­ტი მი­დის, ყვე­ლამ უნდა გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა, პი­რა­დი არ უნდა და­ა­ყე­ნოს. გა­ნათ­ლე­ბით ინ­ჟი­ნერ-ჰიდ­რო­ტექ­ნი­კო­სი ვარ და მი­მაჩ­ნია, რომ თა­ვის დრო­ზე "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბა დიდი შეც­დო­მა იყო. რო­გორ ფიქ­რობთ, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში ას მი­ლი­ონს დებს, სა­ერ­თოდ არ აფიქ­რებს, მყინ­ვა­რი და წყლის დონე რამ­დენ ხანს ექ­ნე­ბა? გა­სა­გე­ბია, რომ იქ მამა-პა­პა­თა საფ­ლა­ვე­ბი და გარ­კვე­უ­ლი ძეგ­ლე­ბია, მაგ­რამ ყვე­ლა სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბა. საფრ­თხე­ე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ერ დას­კვნას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უნდა უმაგ­რებ­დნენ ზურგს. ვი­მე­ო­რებ, არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბა არას­წო­რად მი­მაჩ­ნია.

- რო­გორც მუ­სი­კოსს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მუ­შა­ო­ბა თუ მოგ­წონთ? კულ­ტუ­რის აყ­ვა­ვე­ბის კუ­თხი­თაც დიდი მო­ლო­დი­ნი იყო.

- ვწუხ­ვარ, მაგ­რამ გა­ჩუ­მე­ბა არ შე­მიძ­ლია, ამი­ტომ ვი­ტყვი, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სუსტ სა­მი­ნის­ტროდ მი­მაჩ­ნია. ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ა­ზე ბევ­რი კარ­გი რამ მსმე­ნია. ის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, მაგ­რამ მი­ნის­ტრებს ისე­თი­ვე ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეთ, რო­გო­რიც პრე­მი­ერს, პრე­ზი­დენტს და ა.შ. ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს. ყვე­ლას გვინ­და, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ... სა­ერ­თოდ, თუ ადა­მი­ანს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა უყ­ვარს, მთავ­რო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბის დროს მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი უნდა იყოს, რად­გან მათი წარ­მა­ტე­ბა პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ახლა რა მომ­წონს? მომ­წონს ის, რომ ყვე­ლა სა­და­ვო სა­კი­თხი სამ­სჯავ­რო­ზე გა­მო­ი­ტა­ნეს და ბევ­რი რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. "ეს შენ გე­ხე­ბას" ახალ მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცოტა არ იყოს, პა­სი­უ­რობს. თუმ­ცა, ჯერ ის უნდა გა­ვარ­კვი­ოთ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს თუ - არა. ცხა­დია, სპეც­სამ­სა­ხუ­რებს მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, მაგ­რამ ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით უნდა იყოს გან­სა­ზღვრუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის ნე­ბარ­თვი­სა და სან­ქცი­ის გა­რე­შე არ უნდა ხდე­ბო­დეს.

- რა აზ­რის ხართ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ კა­ნონ­ზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა ახ­ლა­ხან მი­ი­ღო და დიდი გან­სჯის სა­გა­ნიც გახ­და?

- ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის არას­წო­რად მი­წო­დე­ბა ხდე­ბა. ევ­რო­პა დღე და ღამე იმა­ზე არ ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი იყოს, ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბაა. ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის პრო­პა­გან­დის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ქუ­ჩა­ში მა­მა­კაც­მა მა­მა­კაცს რომ აკო­ცოს, ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ცხა­დია, ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო ადა­მი­ა­ნი არ უნდა ჩა­ქო­ლო და ისე­თი სამ­სა­ხუ­რი­დან არ გა­აგ­დო, სა­დაც ის ხი­ფათს არა­ვის უქ­მნის. ცხოვ­რე­ბის წესი და ვნე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, საკ­ლა­სო ოთახ­ში არც ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ალ­მა უნდა გა­მო­ხა­ტოს, არც ჰო­მო­სექ­სუ­ალ­მა და არც ბი­სექ­სუ­ალ­მა.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მომ­ღერ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ე.წ. "შავ სი­ა­ში" იყო, ნა­წი­ლი კი - "მთავ­რო­ბის მომ­ღერ­ლე­ბად" იწო­დე­ბო­და და ისი­ნი სე­რი­ო­ზულ გა­სამ­რჯე­ლო­საც იღებ­დნენ. დღე­საც, სხვა­დას­ხვა არხსა თუ პრო­ექ­ტებ­ში კვლავ იმა­ვე ადა­მი­ა­ნებს ვხე­დავთ, ისი­ნი კი, ვინც მა­ში­ნაც უმუ­შე­ვა­რი იყ­ვნენ, ახ­ლაც ჩრდილ­ში არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

- ეს უკვე დამ­ქი­რა­ვებ­ლი­სა და მომ­ღერ­ლის პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­რა­ლის სა­კი­თხია. თუ კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია მი­იჩ­ნევს, რომ ის ადა­მი­ა­ნი რე­ი­ტინ­გუ­ლია, მისი ნე­ბაა, ითა­ნამ­შრომ­ლოს. პირ­და­პირ გე­ტყვით, მუ­სი­კო­სის­თვის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა ხა­რა­კი­რის ტოლ­ფა­სია და მას შემ­დეგ, რაც ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს ტე­ლე­ვი­ზია წა­არ­თვეს, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ და­მი­რე­კეს, სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რულ გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვევ­დნენ, მაგ­რამ არ მი­ვე­დი. გე­თან­ხმე­ბით, ვინც ბად­რის მთე­ლი ამა­გი წყალ­ში ჩა­უ­ყა­რა, ისევ იქ არის. კონ­კრე­ტულ კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ას თუ ისევ ისე­თი ადა­მი­ა­ნი უნდა, ვინც თა­ვის დრო­ზე თხა­სა­ვით გა­ყი­და, ჰყავ­დეს. თუმ­ცა, პი­რა­დად მე, არა­ვის გაკ­რი­ტი­კე­ბას არ ვა­პი­რებ. იმე­დია, ოდეს­მე ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ზაზა ხუციშვილი: "ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება"

ზაზა ხუციშვილი: "ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება"

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ამჟამად იმ ახალ პროექტებზე მუშაობს, რომელსაც ჯგუფ "ვაკის პარკთან" და ახალგაზრდა მომღერლებთან ერთად, უახლოეს პერიოდში განახორციელებს. შემოქმედების გარდა, ზაზა პოლიტიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც გვესაუბრა.

-  ზაზა, რას საქმიანობთ ამჟამად?

-  ოფიციალური სამსახური არ მაქვს. ახლა ორ პროექტზე ვმუშაობთ. ხომ იცით, ინტერნეტსივრცემ შოუბიზნესში ბევრი რამ შეცვალა, რასაც "ვაკის პარკმა" თავის დროზე ალღო ვერ აუღო, ამიტომ ახლა მუშაობის სხვანაირ პრინციპზე გადავალთ. "მაესტროზე" პროექტში - "მაგთიფანი" ბევრი კარგი მონაწილე აღმოვაჩინეთ და ჩვენი ჯგუფი მათთან თანამშრომლობს. მათგან ორი გოგონა - თათია ყურაშვილი და ნათია თოდუა ჩვენთან ერთად თითქმის ყველა კონცერტზე გამოდიან. ისინი ბექ-ვოკალისტებიც იქნებიან და თავიანთი სიმღერებიც ექნებათ. ასევე, ვთანამშრომლობთ ვასიკო ჟღენტთან. ერთ-ერთ პირველ სიმღერას, ქალი მომღერლის შესრულებით, უახლოეს მომავალში ჩავწერთ და ინტერნეტში გამოვაქვეყნებთ; მეორე მუსიკალური პროექტი "ვაკის პარკის" სტილისგან განსხვავებულია, მაგრამ ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, სიურპრიზად დავტოვებ.

-  ახალი სიმღერები მსუბუქი როკის სტილში იქნება, როგორიც იყო "პოპროკი" თუ უფრო მძიმე, როგორიც - "ანდერგრაუნდი"?

-  ყველანაირი სიმღერები იქნება. ჩვენი ალბომი - "ანდერგრაუნდი" ბევრს ძალიან მძიმე როკადაც მოეჩვენა.

-  "მაესტროსთან" რატომ აღარ თანამშრომლობთ?

-  არჩევნების შემდეგ ამ არხისთვის ხუთი პოლიტიკური ტოქშოუ უკვე ზედმეტი იყო. მე იქ სხვებზე გვიან მივედი, ამიტომ ჩემზე გამოცდილი ჟურნალისტების წასვლა და ჩემი დარჩენა მართებული არ იქნებოდა. თუმცა მერე, მოგეხსენებათ, "მაგთიფანის" სკოლის დირექტორი ვიყავი, ერთ-ერთი მუსიკალური ავტორის სახითაც ჩავერთე, "ვაკის პარკი" აკომპანემენტს აკეთებდა და ამის შემდეგ, პროდიუსერების თხოვნით, რეპერტუარზეც ერთად ვმუშაობდით. ეს პროექტიც დამთავრდა. სამწუხაროდ, ყოველწლიური არ გამოდგა, რადგან ძვირად ღირებული პროექტია, "მაესტრო" კი არ გახლავთ ისეთი ბიუჯეტის მქონე ტელევიზია, რომელსაც შეუძლია, თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცეს. ასე რომ, ჩემი წამოსვლა რაიმე წყენას არ უკავშირდება, პირიქით, მე და მამუკა კარგი მეგობრები ვართ.

-  როგორც ვიცი, სხვა პატარ-პატარა პროექტებსაც ახორციელებთ. მაგალითად, კომპანია "ნიკორას" ჰიმნი მოვისმინე, რომელიც თქვენი დაწერილი ყოფილა.

-  "ნიკორას" მეპატრონეები და დამფუძნებლები ჩემი მეგობრები არიან და ამ ქსელის გახსნის დღიდან, როგორც მათი გულშემატკივარი, ასევე - კლიენტი ვარ. ადრე, როცა "მაესტრო" შოუბიზნესზე იყო ორიენტირებული და იქ ხმის ჩამწერი სტუდია მქონდა, ჩემთან მუშაობდნენ კოტე ნონიკოვი, ნიჭიერი ხმის რეჟისორი და გელა გნოლიძე, ასევე ხმის რეჟისორი და არანჟირებების ავტორი. ერთხელ, გელა მოვიდა და მითხრა, რაღაც მუსიკალური ფრაგმენტი მაქვს, "შევფუთოთ", კარგად გავაკეთოთ და იქნებ "ნიკორა" დაინტერესდესო. მელოდია რომ მოვისმინე, მომეწონა, შემდეგ ტექსტი დავწერე, "ჩონჩხი" გავაკეთეთ და "ნიკორას" მოვასმენინეთ. მოიწონეს და სტუდიაში ჩავწერეთ. სასიამოვნოა, რომ ეს სარეკლამო ტექსტი ლამის ჰიტად იქცა. მოგეხსენებათ, "ნიკორას" 15 წელი შეუსრულდა და სხვა შემსრულებლებთან ერთად, იუბილეზე "ვაკის პარკის" წევრებიც მიგვიწვიეს. ჩვენ რამდენიმე სიმღერა შევასრულეთ.

-  რომელიმე სხვა კომპანიასთანაც ხომ არ გქონიათ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა?

-  მუსიკალური ე.წ. მოკლე სარეკლამო ჯინგლები ჩამიწერია. მაგალითად, რადიო "საქართველოს ხმის" მელოდია, რადიო "მაესტროს" "ქუდი".

-  "ვაკის პარკის" სხვა წევრები რას საქმიანობენ?

-  ირაკლი სანაია არქიტექტორი გახლავთ და ფირმა აქვს; გიორგი სამსონაძე პროფესიონალი მუსიკოსია და გივი გაჩეჩილაძე თბილისის ჯაზორკესტრში უკრავს, ასევე - ერთ-ერთ კლუბში; მინდია გაბაშვილი საფეხბურთო გუნდის - "ლოკომოტივი" პრესატაშეა. რეპეტიციებისა და სხვა სამსახურების შეთავსება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან "ვაკის პარკი" არ არის ისეთი დატვირთული ჯგუფი, რომ გასტროლზე ხშირად გვიწევდეს წასვლა.

-  კარგი იქნებოდა, ასე რომ იყოს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც ვილაპარაკოთ. როგორ შეაფასებთ იმ გარემოს, რომელიც მთავრობის შეცვლის შემდეგ მივიღეთ?

-  არის მიმართულებები, სადაც პროგრესი აშკარაა და არის მიმართულებები, სადაც უკეთესის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ ადამიანის ერთ-ერთი ცუდი თვისება, რამაც წინა ხელისუფლებაზე უარყოფითად იმოქმედა, არის სულსწრაფობა. თუ ხედავ, რომ გარკვეული მიმართულებებით სიტუაცია ნელ-ნელა, მაგრამ სწორად ლაგდება, მოთმინება უნდა იქონიო. ისტორიისთვის თუნდაც, 20 წელი ძალიან მცირე დროა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მყისიერი ეფექტის მოხდენა ძალიან რთულია. ნებისმიერი ახალი წამოწყება გარკვეული მასების სერიოზულ ვნებათაღელვასთანაა დაკავშირებული. რატომ არის გერმანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა? - უამრავი პროდუქტი აქვს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა საინტერესო. ჩვენც უნდა ვისწავლოთ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელსაც ჩვენგან იყიდიან. თუ ყველაფერზე უარი ვთქვით, დოვლათი რის ხარჯზე უნდა შეიქმნას? ამიტომ, როდესაც სხვადასხვა პროექტზე ხშირ შემთხვევაში, არაკომპეტენტური პროტესტი მიდის, ყველამ უნდა გააანალიზოს, რომ სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა, პირადი არ უნდა დააყენოს. განათლებით ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ვარ და მიმაჩნია, რომ თავის დროზე "ხუდონჰესის" მშენებლობის შეჩერება დიდი შეცდომა იყო. როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელიც პროექტში ას მილიონს დებს, საერთოდ არ აფიქრებს, მყინვარი და წყლის დონე რამდენ ხანს ექნება? გასაგებია, რომ იქ მამა-პაპათა საფლავები და გარკვეული ძეგლებია, მაგრამ ყველა საკითხი მოგვარდება. საფრთხეების გარეშე არაფერი კეთდება. ნებისმიერ დასკვნას პროფესიონალები უნდა უმაგრებდნენ ზურგს. ვიმეორებ, არაკომპეტენტური ადამიანების გამო ამხელა პროექტების შეჩერება არასწორად მიმაჩნია.

-  როგორც მუსიკოსს, კულტურის სამინისტროს მუშაობა თუ მოგწონთ? კულტურის აყვავების კუთხითაც დიდი მოლოდინი იყო.

-  ვწუხვარ, მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია, ამიტომ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ სამინისტროდ მიმაჩნია. ბატონ გურამ ოდიშარიაზე ბევრი კარგი რამ მსმენია. ის განათლებული, პატიოსანი, ნიჭიერი კაცია, მაგრამ მინისტრებს ისეთივე ლიდერის თვისებები უნდა ჰქონდეთ, როგორიც პრემიერს, პრეზიდენტს და ა.შ. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ყველას გვინდა, რომ წარმატებული იყოს, მაგრამ... საერთოდ, თუ ადამიანს თავისი ქვეყანა უყვარს, მთავრობების ცვლილების დროს მოსული ხელისუფლების მხარდამჭერი უნდა იყოს, რადგან მათი წარმატება პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ხალხის კეთილდღეობაზე. ახლა რა მომწონს? მომწონს ის, რომ ყველა სადავო საკითხი სამსჯავროზე გამოიტანეს და ბევრი რამ გაითვალისწინეს. "ეს შენ გეხებას" ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ხელისუფლება ცოტა არ იყოს, პასიურობს. თუმცა, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, მტკიცებულებები არსებობს თუ - არა. ცხადია, სპეცსამსახურებს მოსმენის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული, შესაბამისი ორგანოების ნებართვისა და სანქციის გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

-  რა აზრის ხართ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც პარლამენტმა ახლახან მიიღო და დიდი განსჯის საგანიც გახდა?

-  ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება ხდება. ევროპა დღე და ღამე იმაზე არ ფიქრობს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჰომოსექსუალი იყოს, ეს არასერიოზული ბრალდებაა. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ქუჩაში მამაკაცმა მამაკაცს რომ აკოცოს, ჩემთვის საშინელი სანახავი იქნება. თუმცა, ცხადია, ორიენტაციის გამო ადამიანი არ უნდა ჩაქოლო და ისეთი სამსახურიდან არ გააგდო, სადაც ის ხიფათს არავის უქმნის. ცხოვრების წესი და ვნებები, მაგალითად, საკლასო ოთახში არც ჰეტეროსექსუალმა უნდა გამოხატოს, არც ჰომოსექსუალმა და არც ბისექსუალმა.

-  წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მომღერლების გარკვეული ჯგუფი ე.წ. "შავ სიაში" იყო, ნაწილი კი - "მთავრობის მომღერლებად" იწოდებოდა და ისინი სერიოზულ გასამრჯელოსაც იღებდნენ. დღესაც, სხვადასხვა არხსა თუ პროექტებში კვლავ იმავე ადამიანებს ვხედავთ, ისინი კი, ვინც მაშინაც უმუშევარი იყვნენ, ახლაც ჩრდილში არიან. საინტერესოა თქვენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით.

-  ეს უკვე დამქირავებლისა და მომღერლის პირადი გადაწყვეტილება და მორალის საკითხია. თუ კონკრეტული ტელევიზია მიიჩნევს, რომ ის ადამიანი რეიტინგულია, მისი ნებაა, ითანამშრომლოს. პირდაპირ გეტყვით, მუსიკოსისთვის ტელევიზიასთან ურთიერთობის გაფუჭება ხარაკირის ტოლფასია და მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილს ტელევიზია წაართვეს, დაახლოებით ხუთჯერ დამირეკეს, სხვადასხვა პოპულარულ გადაცემაში მიწვევდნენ, მაგრამ არ მივედი. გეთანხმებით, ვინც ბადრის მთელი ამაგი წყალში ჩაუყარა, ისევ იქ არის. კონკრეტულ კერძო ტელევიზიას თუ ისევ ისეთი ადამიანი უნდა, ვინც თავის დროზე თხასავით გაყიდა, ჰყავდეს. თუმცა, პირადად მე, არავის გაკრიტიკებას არ ვაპირებ. იმედია, ოდესმე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება