დასაქმებულ ადამიანებს, რომლებსაც რთული სამუშაო გრაფიკი აქვთ, ოფისში წახემსების პრობლემა ხშირად აწუხებთ. 7-8 საათის განმავლობაში შესვენებაზე მირთმეული ერთჯერადი სადილი საკმარისი არ არის, ამიტომ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა შეადგინეს საკვების ჩამონათვალი, რომლის სამსახურში წაღება და მუშაობის დროს ჭამა კომფორტულიცაა და სასარგებლოც.
1. შავი ჩაი. ერთი ფინჯანიც კი გაგათავისუფლებთ სტრესისა და დაღლილობისგან. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ შავ ჩაის ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონი გამოჰყავს.
2. გამომშრალი მარცვლის პურები, ე.წ. ხლებცები, რომლებიც ორგანიზმს ინსულინის ბალანსის დაცვაში ეხმარებიან და ზედმეტი ცხიმის დაგრობასაც უშლიან ხელს. მთავარია ხრაშუნა კვერები უშაქრო იყოს და მავნე დანამატებს არ შეიცავდეს,
3. წყალი. ზოგჯერ გგონიათ, რომ გშიათ ან ძალიან გადაიღალეთ. ამ დროს კი ორგანიზმი, უბრალოდ წყალს გთხოვთ. მრავალსაათიანი გრაფიკით მომუშავე ადამიანები, როგორც წესი ვერ იღებენ წყლის დღიურ ნორმას. ამიტომ წყლის ბოთლი მუდამ ხელთ გქონდეთ და მალ-მალე მოსვით.
4. ყურძენი - ამ ხილის ოფისში მიტანა დისკომფორტს არ შეგიქმნით - არც მძაფრი სუნი აქვს და არც ზედმეტი სითხე გასდის. რაც მთავარია, კარგად დაგანაყრებთ და კოლეგებისთვის შეთავაზებაც შეიძლება. არ შეიცავს ცხიმს და ქოლესტერინს, თანაც K ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რაც სასარგებლოა სისხლისთვის.
5. ჩირი, ტყლაპი, ქიშმიში - ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულისგან მიღებული მშრალი სასუსნავები ძალიან კომფორტული საჭმელია ოფისში. მაგიდის უჯრაშიც მოთავსდება, მუშაობაში ჩართულს ხელებს არ დაგისვრით და არც ნამცეცებით გაავსებს კლავიატურას.
6. პოპკორნი - დიდად სასარგებლო არ არის, მაგრამ სამაგიეროდ დაბალკალორიულია და ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.