სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მეგრელიშვილი ფილმს პრეზიდენტის სასახლეში გადაიღებს
გიორგი მეგრელიშვილი ფილმს პრეზიდენტის სასახლეში გადაიღებს

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა­ში სი­ახ­ლეა. ცოტა ხნის წინ გა­ვი­გეთ, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბას პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში აპი­რებს. შექ­სპი­რის უკ­ვდა­ვი პი­ე­სა "ჰამ­ლე­ტი" ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცო­ცხლდე­ბა. მარ­თა­ლია, გა­და­ღე­ბე­ბი ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ ფილმზე მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გი­ორ­გი პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში რე­ჟი­სუ­რა­შიც სცა­და ბედი. პირ­ვე­ლი ფილ­მი "იბ­რძო­ლე" გახ­ლდათ.

ხუ­ლიგ­ნურ ნა­მუ­შე­ვარს ხალ­ხის მხრი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. შემ­დეგ იყო "ტრაქ­ტო­რი", რომ­ლის გაგ­ზავ­ნა­საც კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე აპი­რებს. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის დიდ ოჯახს ცოტა ხნის წინ შე­მო­უ­ერ­თდა. "პა­ლიტ­რა TV-ს ეთერ­ში ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში "გვე­თა­მა­შე ჩვენ" მიჰ­ყავს.

- გი­ორ­გი, გა­ვი­გეთ, რომ გეგ­მავთ, თქვე­ნი ერთ-ერთი ფილ­მი კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­აგ­ზავ­ნოთ.

- დიახ, ჩემს ფილ­მს "ტრაქ­ტორს" ვგზავ­ნი, რო­მე­ლიც გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძის წიგნ­ში - "პა­ე­მა­ნი ვე­რა­ზე", მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ვი­ღე. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ასე­თია – ან­გრე­ვენ სახ­ლს, რო­მელ­შიც ჯერ სამ­შო­ბი­ა­რო, შემ­დეგ კი ბიბ­ლი­ო­თე­კა იყო. ნგრე­ვის პრო­ცესს დიდი დატ­ვირ­თვა აქვს. ის­მე­ბა კი­თხვე­ბი: ეს რის ხარ­ჯზე ხდე­ბა, სა­ერ­თოდ უნდა და­ინ­გრეს თუ არა, ვინ უნდა და­ან­გრი­ოს, ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ მი­დის ტრაქ­ტო­რი სახ­ლის და­სან­გრე­ვად, რო­გორ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ხალ­ხი. ბო­ლოს ამ ტრაქ­ტორს ბავ­შვე­ბი ქო­ქა­ვენ და შე­ნო­ბას ისი­ნი ან­გრე­ვენ. თა­ო­ბებს შო­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბა ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასეთ დროს ბევ­რი სტე­რე­ო­ტი­პი იმ­სხვრე­ვა. კა­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ნამ­ყო­ფი ვარ და ძა­ლი­ან მინ­და, რომ აღი­ა­რე­ბა ჰქონ­დეს და მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნოს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი მეგრელიშვილი ფილმს პრეზიდენტის სასახლეში გადაიღებს

გიორგი მეგრელიშვილი ფილმს პრეზიდენტის სასახლეში გადაიღებს

მსახიობ გიორგი მეგრელიშვილის კარიერაში სიახლეა. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ფილმის გადაღებას პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში აპირებს. შექსპირის უკვდავი პიესა ''ჰამლეტი” ამჯერად საქართველოში გაცოცხლდება. მართალია, გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ფილმზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გიორგი პროფესიით მსახიობია, მაგრამ ბოლო წლებში რეჟისურაშიც სცადა ბედი. პირველი ფილმი ''იბრძოლე'' გახლდათ.

ხულიგნურ ნამუშევარს ხალხის მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. შემდეგ იყო ''ტრაქტორი", რომლის გაგზავნასაც კანის კინოფესტივალზე აპირებს. ''პალიტრა მედიის დიდ ოჯახს ცოტა ხნის წინ შემოუერთდა. ''პალიტრა TV-ს ეთერში ინტელექტუალური თამაში ''გვეთამაშე ჩვენ" მიჰყავს.

- გიორგი, გავიგეთ, რომ გეგმავთ, თქვენი ერთ-ერთი ფილმი კანის ფესტივალზე გააგზავნოთ.

- დიახ, ჩემს ფილმს ''ტრაქტორს" ვგზავნი, რომელიც გიზო ნიშნიანიძის წიგნში - ''პაემანი ვერაზე", მოთხრობილი ამბის მიხედვით გადავიღე. ფილმის სიუჟეტი ასეთია – ანგრევენ სახლს, რომელშიც ჯერ სამშობიარო, შემდეგ კი ბიბლიოთეკა იყო. ნგრევის პროცესს დიდი დატვირთვა აქვს. ისმება კითხვები: ეს რის ხარჯზე ხდება, საერთოდ უნდა დაინგრეს თუ არა, ვინ უნდა დაანგრიოს, ნაჩვენებია, როგორ მიდის ტრაქტორი სახლის დასანგრევად, როგორ ეწინააღმდეგება ხალხი. ბოლოს ამ ტრაქტორს ბავშვები ქოქავენ და შენობას ისინი ანგრევენ. თაობებს შორის მონაცვლეობა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ბევრი სტერეოტიპი იმსხვრევა. კანის ფესტივალზე ნამყოფი ვარ და ძალიან მინდა, რომ აღიარება ჰქონდეს და მაყურებელს მოეწონოს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება