პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ისეთი სამოსი მოირგეთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს''
''ისეთი სამოსი მოირგეთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს''

23 წლის თაკო დვა­ლიშ­ვილს ხატ­ვა ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და და პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე თო­ჯი­ნებს კა­ბებს უკე­რავ­და. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად და­ინ­ტე­რეს­და დი­ზა­ი­ნით, აგ­რო­ვებ­და მო­დის ჟურ­ნა­ლებ­სა და ამ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად სულ სხვა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა.…

- პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი ვარ. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბის სურ­ვი­ლით ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მოდა და დი­ზა­ი­ნი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ვეც­ნო­ბო­დი მო­დის ჟურ­ნა­ლებს, ვაგ­რო­ვებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სტი­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ დი­ზა­ი­ნი იყო ის საქ­მე, რომ­ლის კე­თე­ბაც მსურ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თვით­ნას­წავ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ვარ. 22 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ის მუზა მო­მი­ვი­და და და­ვი­წყე და­გეგ­მა­რე­ბა, ჩვე­ნე­ბის­თვის კი ვგრძნობ­დი, მზად არ ვი­ყა­ვი.

პირ­ვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ისე სწრა­ფად გა­ი­ყი­და, მეც გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, ერთ-ერ­თმა ონ­ლა­ინ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში წა­ი­ღო და დღე­საც იქა­ურ ბუ­ტიკ­ში იყი­დე­ბა. ამის შემ­დეგ მე­ო­რე კო­ლექ­ცი­ა­ზე კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე ფიქ­რი და მუ­შა­ო­ბა, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს მო­ე­წო­ნა ჩემი სტი­ლი და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ მის სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მეზ­რუ­ნა. სა­ერ­თოდ, ნა­ნუ­კა ფრთხი­ლად ირ­ჩევს ხოლ­მე დი­ზა­ი­ნე­რებს და მო­ხა­რუ­ლი დავ­რჩი, რომ ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და.

ძა­ლი­ან რთუ­ლია ისე­თი კო­ლექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც კრე­ა­ტი­უ­ლიც იქ­ნე­ბა და კო­მერ­ცი­უ­ლიც, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი მომ­წონს. ახლა ჩემს მე­გო­ბარ­თან, დი­ზა­ი­ნერ ლანა ური­ათ­მყო­ფელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოღ­ვა­წე­ობს, გა­დავ­წყვი­ტე მა­ღა­ზი­ის გახ­სნა, სა­დაც ჩვენს ერ­თობ­ლივ კო­ლექ­ცი­ას გავ­ყი­დით. ამ­ჯე­რად ამით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე, თუმ­ცა იმე­დია, შე­მოდ­გო­მა­ზე მე და ლანა ერ­თობ­ლივ კო­ლექ­ცი­ას წარ­ვად­გენთ.

- ახლა უშუ­ა­ლოდ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- წლე­ვან­დე­ლი გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ებ­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია ბუ­ნე­ბით შთა­გო­ნე­ბუ­ლი პრინ­ტი, სიმწვა­ნე, მცე­ნა­რე­ე­ბი, ფე­რა­დი ყვა­ვი­ლე­ბი ქმნის დახ­ვე­წილ, ქა­ლურ სი­ლუ­ეტს, ასე­ვე მო­და­შია მაქ­მა­ნი, გი­პი­უ­რი. ისე, ამ სე­ზო­ნის ტენ­დენ­ცი­ებს 60-იანი წლე­ბის გავ­ლე­ნა ეტყო­ბა. გირ­ჩევთ, ისე­თი სა­მო­სი მო­ირ­გოთ, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოკ­ვეთს ქა­ლის სი­ლუ­ეტს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

''ისეთი სამოსი მოირგეთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს''

''ისეთი სამოსი მოირგეთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს''

23 წლის თაკო დვალიშვილს ხატვა ბავშვობიდან უყვარდა და პატარაობიდანვე თოჯინებს კაბებს უკერავდა. თინეიჯერობის ასაკში სერიოზულად დაინტერესდა დიზაინით, აგროვებდა მოდის ჟურნალებსა და ამ სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგრამ რეალურად სულ სხვა პროფესიას დაეუფლა.…

- პროფესიით იურისტი ვარ. როგორც ხდება ხოლმე, ამ ფაკულტეტზე ოჯახის წევრების სურვილით ჩავაბარე, მაგრამ ყოველთვის მოდა და დიზაინი მაინტერესებდა. ვეცნობოდი მოდის ჟურნალებს, ვაგროვებდი ინფორმაციას, რაც ჩემი შემოქმედებითი სტილის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. გავაცნობიერე, რომ დიზაინი იყო ის საქმე, რომლის კეთებაც მსურდა. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი დიზაინერი ვარ. 22 წლის ასაკში პირველი კოლექციის მუზა მომივიდა და დავიწყე დაგეგმარება, ჩვენებისთვის კი ვგრძნობდი, მზად არ ვიყავი.

პირველი ნამუშევრები ისე სწრაფად გაიყიდა, მეც გაოცებული დავრჩი, ერთ-ერთმა ონლაინმომხმარებელმა ჩემი ნამუშევრები გერმანიაში წაიღო და დღესაც იქაურ ბუტიკში იყიდება. ამის შემდეგ მეორე კოლექციაზე კიდევ უფრო სერიოზულად დავიწყე ფიქრი და მუშაობა, ნანუკა ჟორჟოლიანს მოეწონა ჩემი სტილი და შემომთავაზა, რომ მის საეთერო ჩაცმულობაზე მეზრუნა. საერთოდ, ნანუკა ფრთხილად ირჩევს ხოლმე დიზაინერებს და მოხარული დავრჩი, რომ ჩემით დაინტერესდა.

ძალიან რთულია ისეთი კოლექციის გაკეთება, რომელიც კრეატიულიც იქნება და კომერციულიც, თუმცა მუშაობის პროცესი მომწონს. ახლა ჩემს მეგობართან, დიზაინერ ლანა ურიათმყოფელთან ერთად, რომელიც საქართველოში არ მოღვაწეობს, გადავწყვიტე მაღაზიის გახსნა, სადაც ჩვენს ერთობლივ კოლექციას გავყიდით. ამჯერად ამით ვარ დაკავებული და მოდის კვირეულისთვის ვერ მოვიცალე, თუმცა იმედია, შემოდგომაზე მე და ლანა ერთობლივ კოლექციას წარვადგენთ.

- ახლა უშუალოდ ტენდენციებზე ვისაუბროთ.

- წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ძალიან აქტუალურია ბუნებით შთაგონებული პრინტი, სიმწვანე, მცენარეები, ფერადი ყვავილები ქმნის დახვეწილ, ქალურ სილუეტს, ასევე მოდაშია მაქმანი, გიპიური. ისე, ამ სეზონის ტენდენციებს 60-იანი წლების გავლენა ეტყობა. გირჩევთ, ისეთი სამოსი მოირგოთ, რომელიც მაქსიმალურად გამოკვეთს ქალის სილუეტს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს