ნინო ბურჯანაძე - ჩემი პარტიის რეალური რეიტინგით ძალიან კმაყოფილი ვარ

ნინო ბურჯანაძე - ჩემი პარტიის რეალური რეიტინგით ძალიან კმაყოფილი ვარ

"ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა. "ჩემი პოზიცია ზოგადად საქართველოში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით არ იცვლება, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან. მე ძალაიან კარგად მახსოვს "ქართული ოცნების" პოზიცია, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე უნდობლობას უცხადებდა NDI-ის კვლევას. საპრეზიდენტო არჩევნებზე მას უცებ გაუჩნდა ნდობის ელემენტები და ახლა ისევ არ ენდობა. მე ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ არ ვენდობი პრაქტიკულად საქართველოში ჩატარებულ არც ერთ კვლევას, მათ შორის არც NDI-ის. თუნდაც ის ფაქტი, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" როგორც პარტია და ოპოზიციური ძალა არაა დაფიქსირებული და ოპოზიციურ ლიდერებს შორის საერთოდ არ ფიგურირებს ჩემი გვარი და სახელი, ბევრ რამეზე მეტყველებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, რეალურად მათი საარჩევნო ბლოკის რეიტინგი უფრო მაღალია.

"მე, ჩემი პარტიის რეალური რეიტინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ გაცილებით წინ ვართ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", მით უფრო როცა დავასახელეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით.

სამწუხაროდ, ამ კვლევამ კიდევ უფრო გააღრმავა მოსახლეობის ის ხედვა, რაც რეალობასთან ახლოსაა, რომ ხელისუფლებაში არის სერიოზული დაპირისპირება _ ძალიან უცნაური რეიტინგები დალაგდა თავად ხელისუფლებაში არსებული პირების მიმართ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კონკრეტული პიროვნებების წინ წამოწევასა და მათი რეიტინგის ხელოვნურად გამაგრებაზე, რაც მიუთითებს იმას, რომ სახელისუფლებო გადანაცვლების სერიოზული სცენარებია ჩაფიქრებული", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა