მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეყვარებული არასდროს ყოფილა
ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეყვარებული არასდროს ყოფილა

აპ­რი­ლის ბო­ლოს საფ­რან­გეთ­ში დამ­თავ­რდა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ძი­უ­დო­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი ფი­ნალ­ში რუ­სებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და გა­ი­მარ­ჯვეს.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლის იპო­ნი ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ილე­თად და­სა­ხელ­და. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ სპორ­ტსმენ­თან შეხ­ვედ­რა, მისი და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ.

- ავ­თან­დილ, ძი­უ­დო­ის­ტო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ბიძა მყავს მო­ჭი­და­ვე. ბავ­შვო­ბა­ში მე და ჩემს ძმას ერ­თმა­ნეთ­თან გვა­ჭი­და­ვებ­და. სულ ვამ­ბობ­დი, მო­ჭი­და­ვე უნდა გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი. ცხრა წლის რომ გავ­ხდი, ტან­ვარ­ჯიშ­ზე შე­მიყ­ვა­ნეს. ეს არ მომ­წონ­და, მაგ­რამ ბი­ძა­ჩემ­მა იცო­და, რომ ტან­ვარ­ჯიშ­ზე სი­ა­რუ­ლი სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში გა­მო­მად­გე­ბო­და. ტან­ვარ­ჯი­ში ისე­თი სპორ­ტია, სკო­ლა­ში "აი იას" რომ გას­წავ­ლი­ან. პირ­ვე­ლი კლა­სია სპორ­ტში, რომ­ლის გავ­ლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში ისე­თი ვარ­ჯი­შე­ბია, რაც ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბა, რომ კარგ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში იყო.

თერ­თმე­ტი წლის რომ გავ­ხდი, ძი­უ­დო­ზე გა­დას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. თა­ვი­დან სულ ვა­გებ­დი. ვარ­ჯიშ­ზე ბე­ბი­ას დავ­ყავ­დი და ამ­ბობ­დნენ, რა­ღას ვაწ­ვა­ლებთ ამ ბავ­შვს, ამ­დენს ვარ­ჯი­შობს და აგებ­სო. სამი-ოთხი წელი შე­ჯიბ­რე­ბა არ მქონ­და მო­გე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სულ ვვარ­ჯი­შობ­დი და ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი.

პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა თხუთ­მე­ტი წლის ასაკ­ში მო­ვი­და. შე­დე­გი კი გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სე, მაგ­რამ მა­ინც გული მწყდე­ბო­და, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე ვერ გავ­დი­ო­დი. ჩვიდ­მე­ტი წლი­სა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი. მერე სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი აღარ წა­მი­გია.

- ძმა შენი მე­ნე­ჯე­რია და შენ­თან შეხ­ვედ­რა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა. ის რა­ტომ არ გაჰ­ყვა სპორ­ტს?…

- მე და თე­მომ თა­ვი­დან ერ­თად და­ვი­წყეთ ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ მარ­ტო ერთი წელი ივარ­ჯი­შა, მერე თქვა, სწავ­ლა მინ­დაო და სწავ­ლას მიჰ­ყო ხელი. მშობ­ლებ­მაც არ და­ა­ძა­ლეს.

პი­რი­ქით, მეც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ის­წავ­ლე, ვარ­ჯიშს თავი და­ა­ნე­ბე, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­დი­სო. ძმას ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს. წელს ამ­თავ­რებს ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტს. პო­ლი­ტი­კა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ახლა ჩა­მო­შორ­და ამ სფე­როს.

- ძი­უ­დო­ში ვარ­ჯი­ში სწავ­ლა­ში ხელს გიშ­ლი­და?

- გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნო­რი­ო­ში და­ვი­წყე სწავ­ლა. მე­ო­თხე კლა­სი­დან თბი­ლის­ში სპორ­ტულ სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი, 183-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. სპორ­ტუ­ლი ჯგუ­ფი ბოლო კლა­სებ­ში გა­უქ­მდა, მაგ­რამ ისე­თი დამ­რი­გე­ბე­ლი მყავ­და, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­გებ­და და ხელს მი­წყობ­და, რად­გან ხე­დავ­და, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით ვვარ­ჯი­შობ­დი. სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ივარ­ჯი­შე და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შე­გი­წყო­ბო. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. მერე მთლი­ა­ნად სპორ­ტს გავ­ყე­ვი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეყვარებული არასდროს ყოფილა

ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეყვარებული არასდროს ყოფილა

აპრილის ბოლოს საფრანგეთში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ქართველები ფინალში რუსებს დაუპირისპირდნენ და გაიმარჯვეს.

ევროპის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილის იპონი ჩემპიონატის საუკეთესო ილეთად დასახელდა. სამშობლოში დაბრუნებულ სპორტსმენთან შეხვედრა, მისი დაძაბული რეჟიმის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ.

- ავთანდილ, ძიუდოისტობა რატომ გადაწყვიტე?

- ბიძა მყავს მოჭიდავე. ბავშვობაში მე და ჩემს ძმას ერთმანეთთან გვაჭიდავებდა. სულ ვამბობდი, მოჭიდავე უნდა გამოვიდე-მეთქი. ცხრა წლის რომ გავხდი, ტანვარჯიშზე შემიყვანეს. ეს არ მომწონდა, მაგრამ ბიძაჩემმა იცოდა, რომ ტანვარჯიშზე სიარული სპორტის ყველა სახეობაში გამომადგებოდა. ტანვარჯიში ისეთი სპორტია, სკოლაში "აი იას" რომ გასწავლიან. პირველი კლასია სპორტში, რომლის გავლაც აუცილებელია. სპორტის ამ სახეობაში ისეთი ვარჯიშებია, რაც ძალიან გეხმარება, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო.

თერთმეტი წლის რომ გავხდი, ძიუდოზე გადასვლა გადავწყვიტე. თავიდან სულ ვაგებდი. ვარჯიშზე ბებიას დავყავდი და ამბობდნენ, რაღას ვაწვალებთ ამ ბავშვს, ამდენს ვარჯიშობს და აგებსო. სამი-ოთხი წელი შეჯიბრება არ მქონდა მოგებული. ძალიან მონდომებული ვიყავი. სულ ვვარჯიშობდი და ყოველთვის მჯეროდა, რომ გამარჯვებას მოვიპოვებდი.

პირველი გამარჯვება თხუთმეტი წლის ასაკში მოვიდა. შედეგი კი გავაუმჯობესე, მაგრამ მაინც გული მწყდებოდა, რომ პირველ ადგილზე ვერ გავდიოდი. ჩვიდმეტი წლისა საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მერე საქართველოს ჩემპიონატი აღარ წამიგია.

- ძმა შენი მენეჯერია და შენთან შეხვედრაში ძალიან დაგვეხმარა. ის რატომ არ გაჰყვა სპორტს?…

- მე და თემომ თავიდან ერთად დავიწყეთ ვარჯიში, მაგრამ მარტო ერთი წელი ივარჯიშა, მერე თქვა, სწავლა მინდაო და სწავლას მიჰყო ხელი. მშობლებმაც არ დააძალეს.

პირიქით, მეც მეუბნებოდნენ, ისწავლე, ვარჯიშს თავი დაანებე, მაინც არაფერი გამოდისო. ძმას ჩემგან განსხვავებული ინტერესები აქვს. წელს ამთავრებს ბიზნესის მართვის ფაკულტეტს. პოლიტიკაში იყო ჩართული, ახლა ჩამოშორდა ამ სფეროს.

- ძიუდოში ვარჯიში სწავლაში ხელს გიშლიდა?

- გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში დავიწყე სწავლა. მეოთხე კლასიდან თბილისში სპორტულ სკოლაში გადავედი, 183-ე სკოლა დავამთავრე. სპორტული ჯგუფი ბოლო კლასებში გაუქმდა, მაგრამ ისეთი დამრიგებელი მყავდა, რომ ყველანაირად მიგებდა და ხელს მიწყობდა, რადგან ხედავდა, როგორი მონდომებით ვვარჯიშობდი. სულ მეუბნებოდა, ივარჯიშე და ყველანაირად ხელს შეგიწყობო. მისი დამსახურებაა, რომ სკოლა დავამთავრე. მერე მთლიანად სპორტს გავყევი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება