გაეროს ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში დაახლოებით 1 მლრდ ადამიანი ტუალეტით არ სარგებლობს, რასაც მივყავართ ისეთ სასიკვდილო დაავადებების გავრცელებამდე, როგორიცაა ქოლერა და ჰეპატიტი.
როგორც unicef-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, ღატაკ დასახლებებში სანიტარული ნორმების გასაუმჯობესებლად საპირფარეშოების აგება დაიწყეს, თუმცა მოსახლეობა სიახლეს ხშირად უგულებელყოფს.
მაგალითად, ინდოეთში 600 მლნ ადამიანი ამ დრომდე ქუჩაში მოსაქმებას ამჯობინებს და სანიტარული ნორმების გაუმჯობესებისთვის დახარჯულმა თანხებმა პრობლემა ვერ მოაგვარა.