პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი: ზალიკო ჩიქობავამ ტაქსისტი ქალი ცემა?! - "კახპა მეძახა, სისხლჩაქცევები მაქვს, მანქანას ჩაარტყა წიხლი"
სკანდალი: ზალიკო ჩიქობავამ ტაქსისტი ქალი ცემა?! - "კახპა მეძახა, სისხლჩაქცევები მაქვს, მანქანას ჩაარტყა წიხლი"

Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, მსა­ხი­ობ­მა ზა­ლი­კო ჩი­ქო­ბა­ვამ გუ­შინ ტაქ­სის მძღო­ლი სცე­მა. რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლი, შო­რე­ნა კე­ჭეყ­მა­ძე იხ­სე­ნებს, ზა­ლი­კო ჩი­ქო­ბა­ვა ნას­ვა­მი იყო.

- ზა­ლი­კო ჩი­ქო­ბა­ვას­თან გა­მო­ძა­ხე­ბით მი­ვე­დი იო­სე­ლი­ა­ნის 37 ნო­მერ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და მი­სა­მარ­თზე. ის ვერ მხე­დავ­და, მე­ხუ­თე სა­დარ­ბა­ზოს­თან ვი­დე­ქი, თვი­თონ არ იკად­რა გად­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი­ყო და მან­ქა­ნა­ში ჩამ­ჯდა­რი­ყო და როცა მან­ქა­ნა მო­ვაბ­რუ­ნე, შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა.

- რას გე­უბ­ნე­ბო­დათ?

- მან ქუ­ჩის ქალი და კახ­პა მე­ძა­ხა. მი­თხრა, სხვა საქ­მე­ზე ხარ გა­მო­სუ­ლი ქუ­ჩა­შიო. მე­მუქ­რე­ბო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, არ იცი ვინ გა­და­ი­კი­დე, კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რე, შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისე გა­გა­ნად­გუ­რებთ, რო­გორც წვე­თი ზღვა­შიო. სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი მაქვს მარ­ჯვე­ნა ფეხ­ზე მუხლთან, მან­ქა­ნას ჩა­არ­ტყა წიხ­ლი და მარ­ცხე­ნა იდაყ­ვი მაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ყვი­რო­და, არ იცით მე ვინ ვარ, ვის­თან გაქვთ საქ­მე და ვის შე­ე­ჭი­დე­თო. თა­ვის სა­ხელს არ ამ­ბობ­და და მერე გა­ვი­გე, რომ ეს იყო ზაალ ჩი­ქო­ბა­ვა.

- პატ­რულს არ მი­მარ­თეთ?

- მივ­მარ­თე. პო­ლი­ცი­აც ჩა­ე­რია საქ­მე­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. მან­ქა­ნას ჩა­უ­ტა­რეს ექ­სპერ­ტი­ზა. ახლა ვე­ლო­დე­ბი მე, რომ გა­მი­კე­თონ ექ­სპერ­ტი­ზა და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებ­ზე.

- ნას­ვა­მი იყო?

- საკ­მა­რის­ზე მე­ტად ნას­ვა­მი იყო.

Ambebi.ge ზა­ლი­კო ჩი­ქო­ბა­ვა­საც და­უ­კავ­შირ­და და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ზა­ლი­კო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია და ჩავ­წე­რეთ კი­დეც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ გუ­შინ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეთ, მარ­თა­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია?

- აბა, რა გი­თხრათ...

- რამ გა­გა­ღი­ზი­ა­ნათ?

- მომ­სა­ხუ­რე­ო­ბით ვი­ყა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო.

- ის ამ­ბობს, რომ თქვენ მას და­ე­მუქ­რეთ და მი­ა­ყე­ნეთ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, მარ­თა­ლია?

- მოწ­მე­ე­ბი სხვა რა­მეს ამ­ბო­ბენ.

- უარ­ყოფთ?

- სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე მა­საც და მის კომ­პა­ნი­ა­საც.

- რითი დარ­ჩით უმა­ყო­ფი­ლო?

- გვი­ან მო­ვი­და, არ მო­ვი­და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. გად­მოგ­ვყა­რა მან­ქა­ნი­დან მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი. იმი­ტომ, რომ თურ­მე სხვა კლი­ენ­ტთან ეჩ­ქა­რე­ბო­და და ა.შ. ეს არის ცუდი კომ­პა­ნი­ის ცუდი სერ­ვი­სი.

- ამარ­თლებთ თქვენს საქ­ცი­ელს, ქალს შე­უ­რა­ცხყო­ფა რომ მი­ა­ყე­ნეთ?

- უად­გი­ლო შე­კი­თხვაა ეს. რო­დე­საც ქალი გირ­ტყამს კაცს, სხვა არა­ფე­რი დაგ­რჩე­ნია იმის გარ­და, რომ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

sponsored by ContentRoom

სკანდალი: ზალიკო ჩიქობავამ ტაქსისტი ქალი ცემა?! - "კახპა მეძახა, სისხლჩაქცევები მაქვს, მანქანას ჩაარტყა წიხლი"

სკანდალი: ზალიკო ჩიქობავამ ტაქსისტი ქალი ცემა?! - "კახპა მეძახა, სისხლჩაქცევები მაქვს, მანქანას ჩაარტყა წიხლი"

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მსახიობმა ზალიკო ჩიქობავამ გუშინ ტაქსის მძღოლი სცემა. როგორც ჩვენთან საუბარში დაზარალებული ტაქსის მძღოლი, შორენა კეჭეყმაძე იხსენებს, ზალიკო ჩიქობავა ნასვამი იყო.

- ზალიკო ჩიქობავასთან გამოძახებით მივედი იოსელიანის 37 ნომერში. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ჩამოვიდა მისამართზე. ის ვერ მხედავდა, მეხუთე სადარბაზოსთან ვიდექი, თვითონ არ იკადრა გადმობრძანებულიყო და მანქანაში ჩამჯდარიყო და როცა მანქანა მოვაბრუნე, შეურაცხყოფა მომაყენა.

- რას გეუბნებოდათ?

- მან ქუჩის ქალი და კახპა მეძახა. მითხრა, სხვა საქმეზე ხარ გამოსული ქუჩაშიო. მემუქრებოდა, მეუბნებოდა, არ იცი ვინ გადაიკიდე, კარგად დაიმახსოვრე, შენი ოჯახის წევრები, ისე გაგანადგურებთ, როგორც წვეთი ზღვაშიო. სისხლჩაქცევები მაქვს მარჯვენა ფეხზე მუხლთან, მანქანას ჩაარტყა წიხლი და მარცხენა იდაყვი მაქვს დაზიანებული. ყვიროდა, არ იცით მე ვინ ვარ, ვისთან გაქვთ საქმე და ვის შეეჭიდეთო. თავის სახელს არ ამბობდა და მერე გავიგე, რომ ეს იყო ზაალ ჩიქობავა.

- პატრულს არ მიმართეთ?

- მივმართე. პოლიციაც ჩაერია საქმეში, მიმდინარეობს გამოძიება. მანქანას ჩაუტარეს ექსპერტიზა. ახლა ველოდები მე, რომ გამიკეთონ ექსპერტიზა დაზიანებულ ადგილებზე.

- ნასვამი იყო?

- საკმარისზე მეტად ნასვამი იყო.

Ambebi.ge ზალიკო ჩიქობავასაც დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ესაუბრა.

- ბატონო ზალიკო, გავრცელდა ინფორმაცია და ჩავწერეთ კიდეც დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეთ, მართალია ეს ინფორმაცია?

- აბა, რა გითხრათ...

- რამ გაგაღიზიანათ?

- მომსახურეობით ვიყავი უკმაყოფილო.

- ის ამბობს, რომ თქვენ მას დაემუქრეთ და მიაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა, მართალია?

- მოწმეები სხვა რამეს ამბობენ.

- უარყოფთ?

- სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე მასაც და მის კომპანიასაც.

- რითი დარჩით უმაყოფილო?

- გვიან მოვიდა, არ მოვიდა დანიშნულების ადგილას. გადმოგვყარა მანქანიდან მე და ჩემი მეგობრები. იმიტომ, რომ თურმე სხვა კლიენტთან ეჩქარებოდა და ა.შ. ეს არის ცუდი კომპანიის ცუდი სერვისი.

- ამართლებთ თქვენს საქციელს, ქალს შეურაცხყოფა რომ მიაყენეთ?

- უადგილო შეკითხვაა ეს. როდესაც ქალი გირტყამს კაცს, სხვა არაფერი დაგრჩენია იმის გარდა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენო.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია