საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აპროტესტებს მასტერი
რას აპროტესტებს მასტერი

რე­პე­რი მას­ტე­რი (გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი) სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, სა­კუ­თარ მსმე­ნე­ლებს ხში­რად ეკონ­ტაქ­ტე­ბა. არ უყ­ვარს სკან­და­ლე­ბი და ბევ­რს შრო­მობს: მარ­თა­ლია, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი დი­დად არ სწყა­ლო­ბენ, მაგ­რამ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, ინ­ტერ­ნეტს კარ­გად იყე­ნებს.

- პირ­ვე­ლად "მირ­კით"ვსარ­გებ­ლობ­დი და როცა მე­გო­ნა, გო­გო­ნე­ბი მწერ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ ან - პი­რი­ქით. ბევ­რი ღა­და­ო­ბა იყო... მახ­სოვს, გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მომ­წონ­და, ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას "იმე­ილს"ვუგ­ზავ­ნი­დი ხოლ­მე.

- ახლა რო­მელ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხარ "ჩარ­თუ­ლი"?

- "ფე­ის­ბუკ­ზე"ვაქ­ტი­უ­რობ. "ინ­სტაგ­რამ­ზეც"და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ვარ. მომ­წონს ის ეფექ­ტი, რა­საც ეს სა­ი­ტი ფო­ტოს აძ­ლევს...

- შენს ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტერ­ნეტს რა ად­გი­ლი უჭი­რავს?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­შიც კა­რი­ე­რას დიდი ნა­წი­ლი უჭი­რავს, ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ამას იმი­ტომ კი არ ვამ­ბობ, რომ "ფე­ის­ბუკ­ზე"და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვარ. უბ­რა­ლოდ, ამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მსმე­ნელ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. შო­უ­ბიზ­ნეს­ში დიდი ხნის წინ ჩა­ვერ­თე, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ტე­ლეპ­რე­მი­ე­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვარ. ამი­ტომ ინ­ტერ­ნე­ტი გახ­და ჩემი "ტე­ლე­ვი­ზია". ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­შიც "ვრე­პავ". კარ­გია, რომ "ჩემს ხელ­ში"ინ­ტერ­ნე­ტი მა­ინც არის და მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი მაქვს. ისე, რე­ი­ტინ­გი ინ­ტერ­ნეტ­ში ყვე­ლა­ზე უკეთ "იზო­მე­ბა".

- და მა­ინც, ინ­ტერ­ნე­ტი რომ არ არ­სე­ბობ­დეს, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- სიმ­ღე­რას ჩავ­წერ­დი, კლიპს მა­ინც გა­და­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ არც ერთი ტე­ლე­ვი­ზია არ "და­მიტ­რი­ა­ლებ­და". შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ გა­მიც­ნობ­და. ალ­ბათ ჩემს ახალ სიმ­ღე­რებს დის­კებ­ზე ჩავ­წერ­დი და და­ვა­რი­გებ­დი, რად­გან ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი ჩემი საქ­მეა.

- სიმ­ღე­რის "დატ­რი­ა­ლე­ბის"სა­შუ­ა­ლე­ბას ტე­ლე­ვი­ზია არ გაძ­ლევს?

- სად უნდა "და­ვატ­რი­ა­ლო", პრე­ტენ­ზია ვის­თან მქონ­დეს? სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლუ­რი არ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს. ერ­თა­დერ­თი, "მი­უ­ზი­კბოქ­სია", რომ­ლის მა­უ­წყებ­ლო­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვრცელ­დე­ბა. "დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე"არ ვსა­უბ­რობ. უბ­რა­ლოდ, ახალ სიმ­ღე­რას რომ ვქმნი, ამა­ზე ენერ­გი­ას ვხარ­ჯავ და მინ­და, ტე­ლეპ­რე­მი­ე­რა შედ­გეს, რათა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ მო­ის­მი­ნოს, ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს, მაგ­რამ კლი­პი ნა­ნა­ხიც არ აქვთ, უარს ისე მე­უბ­ნე­ბი­ან. ყუ­რა­დღე­ბას არც ნა­მუ­შევ­რის ხა­რისხს აქ­ცე­ვენ. მა­გა­ლი­თად, ზურა ყიფ­ში­ძე კლიპ­ში გა­და­ვი­ღეთ; უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნი - გია ყან­ჩე­ლი ფილ­მის - "როცა აყ­ვავ­და ნუში"სა­უნ­დტრე­კის რე­პად გა­კე­თე­ბა­ზე დაგ­ვთან­ხმდა (თავი ჯერ კი­დევ სიზ­მარ­ში მგო­ნია), მაგ­რამ არც ამის ნახ­ვა ისურ­ვეს. ვფიქ­რობ, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი "კა­ნო­ნებს"თა­ვად ად­გე­ნენ: შე­იძ­ლე­ბა გი­თხრან, - იცი, ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლი არ ხარო, მე­ო­რე დღეს კი ისე­თი ადა­მი­ა­ნი მი­იწ­ვი­ონ, რო­მელ­საც მარ­თლა არა­ვინ იც­ნობს... ჩემი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია, ხალ­ხს თავი სიმ­ღე­რით, კლი­პით გა­ვაც­ნო და არა - ორა­ლურ სექსზე ლა­პა­რა­კით. სკან­და­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ.

- მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით პო­პუ­ლა­რო­ბას რო­გორ ახერ­ხებ?

- ბევ­რი შრო­მით: 3 თვე­ში 6 კლი­პი გა­და­ვი­ღე, მათ­გან 4 - უკვე გა­მო­ვი­და, და­ნარ­ჩენ ორ­საც მალე იხი­ლავთ. ყვე­ლა კლიპს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს, თი­თოს უამ­რა­ვი ახა­ლი მსმე­ნე­ლი "მოჰ­ყავს". ეს ჩემ­თვის სტი­მუ­ლია! ხალ­ხის­გან დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ. ვფიქ­რობ, ჩემი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა და რაც მთა­ვა­რია, უშუ­ა­ლო ვარ: ქუ­ჩა­ში უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი რომ მე­სალ­მე­ბა, მე­გობ­რუ­ლად მო­ვი­კი­თხავ ხოლ­მე. იბ­ნე­ვა, - ხომ არ ვახ­სო­ვა­რო? არა­ვინ მახ­სოვს: იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მე­კონ­ტაქ­ტე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა და­ვი­მახ­სოვ­რო. ვფიქ­რობ, უშუ­ა­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

- "ფე­ის­ბუ­კის"პი­რად გვერ­დზე უფრო აქ­ტი­უ­რობ თუ - ოფი­ცი­ა­ლურ­ზე?

- პი­რა­დი გვერ­დი "გა­უქ­მე­ბულ სტა­დი­ა­ში"მაქვს - მის­თვის დრო აღარ მრჩე­ბა, რად­გან ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 30 შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის. მინ­და, ყვე­ლას ვუ­პა­სუ­ხო...

- "ფე­ის­ბუკ­ზე"ძი­რი­თა­დად, რას "პოს­ტავ"?

- ჩემი გრძნო­ბე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ვწერ ან პრო­ტესტს გა­მოვ­თქვამ. მა­გა­ლი­თად, დავ­წე­რე, რომ ისეთ ადა­მი­ან­თან ვერ ვი­მე­გობ­რებ, რო­მე­ლიც ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს მხარს და­უ­ჭერს, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ მსგავ­სი კა­ნო­ნი ჩვენს სარ­წმუ­ნო­ე­ბას, ტრა­დი­ცი­ებს, სა­ხელ­მწი­ფოს პირ­და­პირ "ურტყამს"... ასე­ვე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ხა­ლი­სო შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­საც ვა­თავ­სებ ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ერ­თმა მომ­წე­რა, - აუ, მას­ტერ, რა კარ­გია, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გი­პო­ვე, 1 თვეა გე­ძებ. ძა­ლი­ან გთხოვ, "თბი­ლი­სი სი­თის"ტექ­სტი მომ­წე­რეო. ვუ­თხა­რი, - შე კაი დედ­მა­მიშ­ვი­ლო, 1 თვე ჩემს ძებ­ნას არ ჯობ­და, ტექ­სტი თა­ვად ამო­გე­წე­რა? ამას სულ რა­ღაც, 5 წუთი სჭირ­დე­ბო­და-მეთ­ქი (იცი­ნის)... კი­დევ, "ფე­ის­ბუკ­ზე"2-ხა­ზი­ან "ლექ­სებს""ვდებ"და მათ 200-მდე "გა­ზი­ა­რე­ბა"აქვს ხოლ­მე.

- ინ­ტერ­ნე­ტით რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­გი­ბამს?

- ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნე­ტით იწყე­ბა. თუმ­ცა, არა იმი­ტომ, რომ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მხიბ­ლავს. კლუ­ბებ­ში თით­ქმის არ დავ­დი­ვარ - ამის­თვის არც მცა­ლია და "მუ­ღამ­საც"ვერ "ვუ­ჭერ". ჰოდა, გო­გო­ნა სად უნდა გა­ვიც­ნო? "ფე­ის­ბუკ­ზე"ეს იო­ლია.

- ამას წი­ნათ სწრა­ფი კვე­ბის ერთ-ერთ ობი­ექ­ტში, შენი შეკ­ვე­თა "გა­რე­პე"და ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნულ ობი­ექტს კარ­გი რეკ­ლა­მაც გა­უ­კე­თე - ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს ინ­ტერ­ნეტ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, კვე­ბის "ვა­უ­ჩე­რი"თუ მოგ­ცეს?

- მარ­თლაც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მომ­წე­რა, - მა­გა­რი რეკ­ლა­მა გა­უ­კე­თეო. სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტი­დან არა­ვინ დამ­კონ­ტაქ­ტე­ბია. სი­მარ­თლე გი­თხრა, ამას არც ვე­ლო­დი. მე კი მათ ად­გი­ლას რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, კლი­პის ავ­ტორს გა­მო­ვეხ­მა­უ­რებ­დი და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, უბ­რა­ლოდ, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას მო­ვუ­წყობ­დი. თუმ­ცა, მათ შე­იძ­ლე­ბა, ჩემი ვი­დეო არ მო­ე­წო­ნათ. პრობ­ლე­მა არ არის - მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი იმ ობი­ექტს მა­ინც ვსტუმ­რობთ (იცი­ნის).

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე, რომ საკ­ვე­ბის სა­ყიდ­ლად მი­სულს შენი შეკ­ვე­თა "გა­გე­რე­პა"?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში ვნა­ხე, რომ ამე­რი­კე­ლი რე­პე­რი ასე იქ­ცე­ო­და. მერე უნ­გრე­ლიც ვნა­ხე, პო­ლო­ნე­ლიც, გერ­მა­ნე­ლიც... "დავ­სერ­ჩე"და აღ­მოჩ­ნდა, რომ მსგავ­სი რამ 26 ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­კე­თე­ბი­ათ. მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა - "მაკდ­რა­ივ რე­პიც"კი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. იდეა მო­მე­წო­ნა. ერთი-ორმა და­მი­წე­რა, - პლა­გი­ა­ტი ხარო. ზუს­ტად ვიცი, რომ ვინც "მაკდ­რა­ი­ვი""გა­რე­პა", ეს სა­კუ­თარ მუ­სი­კა­ზე არც ერთს არ გა­უ­კე­თე­ბია. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი მუ­სი­კაც თა­ვად დავ­წე­რე და ტექ­სტიც... რე­პე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა საჭ­მელს არც უკ­ვეთს - ობი­ექ­ტის თა­ნამ­შრო­მელ გო­გო­ნას "გა­უ­რე­პავს"და მი­დის. მინ­დო­და, საჭ­მე­ლი მარ­თლა შე­მეკ­ვე­თა და ასეც მო­ვი­ქე­ცი. ზოგ­მა თქვა, - ტექ­სტში ვე­ჯი­ბურ­გე­რი იმი­ტომ ახ­სე­ნა, რომ რით­მა­ში "ჯდე­ბაო". სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩემი მე­გო­ბა­რი - რე­პე­რი აბი ხორცს არ ჭამს. ის მან­ქა­ნა­ში იჯდა და ვე­ჯი­ბურ­გე­რი მის­თვის შე­ვუკ­ვე­თე. თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნა იმი­ტომ გა­ვაფრ­თხი­ლე, - "გა­გი­რე­პავ"-მეთ­ქი, რომ ძა­ლი­ან არ დაბ­ნე­უ­ლი­ყო და შეკ­ვე­თა მარ­თლა მი­ე­ღო. უკან ხალ­ხიც მოგ­ვად­გა, ვი­ღაც ტაშს გვიკ­რავ­და...

- "ფე­ის­ბუკ­ზე"ასე­თი "პოს­ტი"გი­წე­რია: "გინ­დო­დათ ამე­რი­კა? იქ­ნე­ბა ამე­რი­კა! ვნა­ხოთ, რო­გორ მი­ი­ღებთ ამ ყვე­ლა­ფერს!"- რას გუ­ლის­ხმობ?

- ახა­ლი სიმ­ღე­რა დავ­წე­რე, რო­მე­ლიც სიზ­მარ­ში ვნა­ხე. ეს უკვე მე­ო­რედ მოხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 6 სა­ათ­ზე გა­მო­მეღ­ვი­ძა. შე­ვე­ცა­დე, სიმ­ღე­რა და­მე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ეს მო­ვა­ხერ­ხე - თა­ვი­დან ბო­ლომ­დე დავ­წე­რე, ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი მახ­სოვ­და და "ერთი ერ­თში""გა­ვა­კე­თე". მა­გა­რი გა­მო­ვი­და! იმ­ხე­ლა ემო­ცია მო­მაწ­ვა, რომ მახ­სოვს, დი­ლით, ოთახ­ში შე­მო­სულ­მა ბე­ბი­ამ და­მი­ნა­ხა, რო­გორ ვცეკ­ვავ­დი (იცი­ნის). სიმ­ღე­რა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ამე­რი­კუ­ლი სტი­ლის არის: ტექ­სტით, შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით... "პოს­ტში"ეს ვი­გუ­ლის­ხმე: ხომ ყო­ველ­თვის ამე­რი­კა გინ­დო­დათ? ახლა იქ­ნე­ბა და ვნა­ხოთ, რო­გორ გა­ი­გებთ-მეთ­ქი. ამ მხრივ ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი არ ვარ. ამ ერთხელ ვცდი: თუ ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი გა­ი­გებს, ხომ კარ­გი, თუ არა და, სიმ­ღე­რას ამე­რი­კუ­ლი ბაზ­რის­თვის "გავ­თვლი", ინ­ტერ­ნე­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

- ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის პრო­პა­გან­დას­თან, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ლან­ძღვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შენს აზრს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აფიქ­სი­რებ. ვინ­მეს შენი "ძველ­მო­დუ­რი"აზ­როვ­ნე­ბის გამო შე­ნიშ­ვნა არ მო­უ­ცია?

- ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა არ მინ­და, მაგ­რამ ვი­ღა­ცე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას აშ­კა­რად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ებ­რძვი­ან, შემ­დეგ ჩემი "გა­მოს­ვლა"უკ­ვირთ. არა­და, ვი­ღაც თუ ებ­რძვის, ვი­ღაც - დამ­ცვე­ლიც ხომ გა­მო­ვა?! თავს მორ­წმუ­ნე მარ­თლმა­დი­დებ­ლად მი­ვიჩ­ნევ და ეს არა­ვის გან­სა­ხილ­ვე­ლი არ არის. მა­მა­ო­ებ­სა და პატ­რი­არ­ქზე ხში­რად ქი­ლი­კო­ბენ. "ჩა­საფ­რე­ბუ­ლი"პო­ზი­ცია აქვთ, რომ რა­ღაც ცუდი გა­მოჩ­ნდეს. "აში­ა­რე­ბენ", თუ რო­გორ ეჩხუ­ბე­ბა მღვდე­ლი ვი­ღა­ცას. მხო­ლოდ ცუდს რა­ტომ აქ­ვეყ­ნე­ბენ, კარ­გიც ხომ ბევ­რი ხდე­ბა? თუკი თავს ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე დე­ბენ და სურთ, სა­კუ­თარ ვებგ­ვერდს სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თი მის­ცენ, მა­შინ მარ­თლაც ობი­ექ­ტუ­რად მო­იქ­ცნენ... აქ­ცი­ა­ზე მა­მა­ო­ე­ბის გა­მოს­ვლა უკ­ვირთ. არა­და, თორ­ნი­კე ერის­თა­ვი გა­იხ­სე­ნონ: ღმერ­თმა არ ქნას, მაგ­რამ მტე­რი თუ შე­მოგ­ვე­სია, ცხა­დია, მა­მა­ო­ე­ბიც გვერ­დით დაგ­ვიდ­გე­ბი­ან და ია­რა­ღით თუ არა, წინ ჯვრით გაგ­ვი­ძღვე­ბი­ან... ამე­რი­კა­ში რე­ლი­გია მე­ხუ­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. იქ რე­ლი­გია თავ­ყრი­ლო­ბად აქვთ ქცე­უ­ლი... ჩემ გარ­შე­მო მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას ღიად იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უპი­რის­პირ­დე­ბა, რომ მიკ­ვირს. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი ისეთ სტა­ტუსს თუ და­წერ­და, რო­გო­რიც და­წე­რა. ადრე ძმა­კა­ცე­ბი ანეკ­დო­ტებს რომ ვყვე­ბო­დით და ვინ­მე რე­ლი­გი­ურ თე­მა­ზე ცო­ტას გა­ი­ხუმ­რებ­და, შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ­დით: კარ­გი, რაზე ღა­და­ო­ბო? ახლა ზღვა­რი არ არ­სე­ბობს. სარ­წმუ­ნო­ე­ბის მლან­ძღვე­ლებს სურთ, სი­ტუ­ა­ცია "შე­ატ­რი­ა­ლონ"და უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში თა­ვად იყ­ვნენ.

- გა­სულ კვი­რას სა­ვა­შის ფან ქალ­ბა­ტო­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­კი­თხავ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­რატ ილ­დი­მი­რის ჩა­მოს­ვლას შენც გა­მო­ეხ­მა­უ­რე...

- წერ­დნენ: სირ­ცხვი­ლია, ქვე­ყა­ნა და­ინ­გრა, სა­ვაშს რო­გორ ხვდე­ბი­თო?! ბე­ბო­ე­ბი საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს დახ­ვდნენ, ჩა­ე­ხუტ­ნენ, გა­და­კოც­ნეს და ამით რა და­შავ­და?! სამ­წუ­ხა­როდ, რა­ზეც სა­ჭი­როა, რომ რე­აქ­ცია ჰქონ­დეთ, იმა­ზე არა­ფერს ამ­ბო­ბენ და პი­რი­ქით... დავ­წე­რე კი­დეც, - ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რეთ-მეთ­ქი. მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილს უნდა, გოგო სა­ჯა­როდ ორა­ლურ სექსზე მე­სა­უბ­როს და ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღო. აი, მარ­თლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად თუ მი­ვი­ღებთ, მა­შინ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი საქ­მე ცუ­დად; მერე ქარ­თუ­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­აც შე­იქ­მნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა "ამ­სტერ­და­მი"გახ­დე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რას აპროტესტებს მასტერი

რას აპროტესტებს მასტერი

რეპერი მასტერი (გიორგი პავლიაშვილი) სოციალური ქსელის მეშვეობით, საკუთარ მსმენელებს ხშირად ეკონტაქტება. არ უყვარს სკანდალები და ბევრს შრომობს: მართალია, ტელევიზიები დიდად არ სწყალობენ, მაგრამ გულშემატკივრების შესაძენად, ინტერნეტს კარგად იყენებს.

- პირველად "მირკით"ვსარგებლობდი და როცა მეგონა, გოგონები მწერდნენ, სინამდვილეში ბიჭები იყვნენ ან - პირიქით. ბევრი ღადაობა იყო... მახსოვს, გოგონას, რომელიც მომწონდა, ამერიკაში ყოფნისას "იმეილს"ვუგზავნიდი ხოლმე.

- ახლა რომელ სოციალურ ქსელში ხარ "ჩართული"?

- "ფეისბუკზე"ვაქტიურობ. "ინსტაგრამზეც"დარეგისტრირებული ვარ. მომწონს ის ეფექტი, რასაც ეს საიტი ფოტოს აძლევს...

- შენს ცხოვრებაში ინტერნეტს რა ადგილი უჭირავს?

- ჩემი ცხოვრება, რომელშიც კარიერას დიდი ნაწილი უჭირავს, ინტერნეტის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ "ფეისბუკზე"დამოკიდებული ვარ. უბრალოდ, ამ სოციალური ქსელის მეშვეობით მსმენელთან ახლო ურთიერთობა მაქვს. შოუბიზნესში დიდი ხნის წინ ჩავერთე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტელეპრემიერებით განებივრებული არ ვარ. ამიტომ ინტერნეტი გახდა ჩემი "ტელევიზია". ამის შესახებ ერთ-ერთ სიმღერაშიც "ვრეპავ". კარგია, რომ "ჩემს ხელში"ინტერნეტი მაინც არის და მაღალი რეიტინგი მაქვს. ისე, რეიტინგი ინტერნეტში ყველაზე უკეთ "იზომება".

- და მაინც, ინტერნეტი რომ არ არსებობდეს, რას გააკეთებდი?

- სიმღერას ჩავწერდი, კლიპს მაინც გადავიღებდი, მაგრამ არც ერთი ტელევიზია არ "დამიტრიალებდა". შესაბამისად, ვერავინ გამიცნობდა. ალბათ ჩემს ახალ სიმღერებს დისკებზე ჩავწერდი და დავარიგებდი, რადგან ჩემთვის უმთავრესი ჩემი საქმეა.

- სიმღერის "დატრიალების"საშუალებას ტელევიზია არ გაძლევს?

- სად უნდა "დავატრიალო", პრეტენზია ვისთან მქონდეს? საქართველოში მუსიკალური არხები არ არსებობს. ერთადერთი, "მიუზიკბოქსია", რომლის მაუწყებლობა მთელ საქართველოში არ ვრცელდება. "დატრიალებაზე"არ ვსაუბრობ. უბრალოდ, ახალ სიმღერას რომ ვქმნი, ამაზე ენერგიას ვხარჯავ და მინდა, ტელეპრემიერა შედგეს, რათა მთელმა საქართველომ მოისმინოს, ნახოს და შეაფასოს, მაგრამ კლიპი ნანახიც არ აქვთ, უარს ისე მეუბნებიან. ყურადღებას არც ნამუშევრის ხარისხს აქცევენ. მაგალითად, ზურა ყიფშიძე კლიპში გადავიღეთ; უდიდესი ადამიანი - გია ყანჩელი ფილმის - "როცა აყვავდა ნუში"საუნდტრეკის რეპად გაკეთებაზე დაგვთანხმდა (თავი ჯერ კიდევ სიზმარში მგონია), მაგრამ არც ამის ნახვა ისურვეს. ვფიქრობ, ტელევიზიები "კანონებს"თავად ადგენენ: შეიძლება გითხრან, - იცი, ძალიან რეიტინგული არ ხარო, მეორე დღეს კი ისეთი ადამიანი მიიწვიონ, რომელსაც მართლა არავინ იცნობს... ჩემი მთავარი პრინციპია, ხალხს თავი სიმღერით, კლიპით გავაცნო და არა - ორალურ სექსზე ლაპარაკით. სკანდალების მოყვარული არ ვარ.

- მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით პოპულარობას როგორ ახერხებ?

- ბევრი შრომით: 3 თვეში 6 კლიპი გადავიღე, მათგან 4 - უკვე გამოვიდა, დანარჩენ ორსაც მალე იხილავთ. ყველა კლიპს დიდი გამოხმაურება აქვს, თითოს უამრავი ახალი მსმენელი "მოჰყავს". ეს ჩემთვის სტიმულია! ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, ჩემი წარმატების საიდუმლო შრომისმოყვარეობაა და რაც მთავარია, უშუალო ვარ: ქუჩაში უცნობი ადამიანი რომ მესალმება, მეგობრულად მოვიკითხავ ხოლმე. იბნევა, - ხომ არ ვახსოვარო? არავინ მახსოვს: იმდენი ადამიანი მეკონტაქტება, შეუძლებელია, ყველა დავიმახსოვრო. ვფიქრობ, უშუალობა და ადამიანების სიყვარული უმნიშვნელოვანესია.

- "ფეისბუკის"პირად გვერდზე უფრო აქტიურობ თუ - ოფიციალურზე?

- პირადი გვერდი "გაუქმებულ სტადიაში"მაქვს - მისთვის დრო აღარ მრჩება, რადგან ოფიციალურ გვერდზე დღეში დაახლოებით, 30 შეტყობინება მომდის. მინდა, ყველას ვუპასუხო...

- "ფეისბუკზე"ძირითადად, რას "პოსტავ"?

- ჩემი გრძნობების, შეხედულებების შესახებ ვწერ ან პროტესტს გამოვთქვამ. მაგალითად, დავწერე, რომ ისეთ ადამიანთან ვერ ვიმეგობრებ, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან მიმაჩნია, რომ მსგავსი კანონი ჩვენს სარწმუნოებას, ტრადიციებს, სახელმწიფოს პირდაპირ "ურტყამს"... ასევე, სოციალურ ქსელში სახალისო შეტყობინებებსაც ვათავსებ ხოლმე. მაგალითად, ერთმა მომწერა, - აუ, მასტერ, რა კარგია, რომ ინტერნეტში გიპოვე, 1 თვეა გეძებ. ძალიან გთხოვ, "თბილისი სითის"ტექსტი მომწერეო. ვუთხარი, - შე კაი დედმამიშვილო, 1 თვე ჩემს ძებნას არ ჯობდა, ტექსტი თავად ამოგეწერა? ამას სულ რაღაც, 5 წუთი სჭირდებოდა-მეთქი (იცინის)... კიდევ, "ფეისბუკზე"2-ხაზიან "ლექსებს""ვდებ"და მათ 200-მდე "გაზიარება"აქვს ხოლმე.

- ინტერნეტით რომანტიკული ურთიერთობა გაგიბამს?

- ყველაფერი ინტერნეტით იწყება. თუმცა, არა იმიტომ, რომ ვირტუალური ურთიერთობები მხიბლავს. კლუბებში თითქმის არ დავდივარ - ამისთვის არც მცალია და "მუღამსაც"ვერ "ვუჭერ". ჰოდა, გოგონა სად უნდა გავიცნო? "ფეისბუკზე"ეს იოლია.

- ამას წინათ სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში, შენი შეკვეთა "გარეპე"და ვფიქრობ, აღნიშნულ ობიექტს კარგი რეკლამაც გაუკეთე - ვიდეოჩანაწერს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მადლიერების ნიშნად, კვების "ვაუჩერი"თუ მოგცეს?

- მართლაც უამრავმა ადამიანმა მომწერა, - მაგარი რეკლამა გაუკეთეო. სწრაფი კვების ობიექტიდან არავინ დამკონტაქტებია. სიმართლე გითხრა, ამას არც ველოდი. მე კი მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, კლიპის ავტორს გამოვეხმაურებდი და მადლიერების ნიშნად, უბრალოდ, თანამშრომლებთან შეხვედრას მოვუწყობდი. თუმცა, მათ შეიძლება, ჩემი ვიდეო არ მოეწონათ. პრობლემა არ არის - მე და ჩემი მეგობრები იმ ობიექტს მაინც ვსტუმრობთ (იცინის).

- რატომ გადაწყვიტე, რომ საკვების საყიდლად მისულს შენი შეკვეთა "გაგერეპა"?

- რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ვნახე, რომ ამერიკელი რეპერი ასე იქცეოდა. მერე უნგრელიც ვნახე, პოლონელიც, გერმანელიც... "დავსერჩე"და აღმოჩნდა, რომ მსგავსი რამ 26 ქვეყანაში გაუკეთებიათ. მუსიკალური მიმართულება - "მაკდრაივ რეპიც"კი ჩამოყალიბდა. იდეა მომეწონა. ერთი-ორმა დამიწერა, - პლაგიატი ხარო. ზუსტად ვიცი, რომ ვინც "მაკდრაივი""გარეპა", ეს საკუთარ მუსიკაზე არც ერთს არ გაუკეთებია. ჩემს შემთხვევაში კი მუსიკაც თავად დავწერე და ტექსტიც... რეპერების უმეტესობა საჭმელს არც უკვეთს - ობიექტის თანამშრომელ გოგონას "გაურეპავს"და მიდის. მინდოდა, საჭმელი მართლა შემეკვეთა და ასეც მოვიქეცი. ზოგმა თქვა, - ტექსტში ვეჯიბურგერი იმიტომ ახსენა, რომ რითმაში "ჯდებაო". სინამდვილეში, ჩემი მეგობარი - რეპერი აბი ხორცს არ ჭამს. ის მანქანაში იჯდა და ვეჯიბურგერი მისთვის შევუკვეთე. თანამშრომელი გოგონა იმიტომ გავაფრთხილე, - "გაგირეპავ"-მეთქი, რომ ძალიან არ დაბნეულიყო და შეკვეთა მართლა მიეღო. უკან ხალხიც მოგვადგა, ვიღაც ტაშს გვიკრავდა...

- "ფეისბუკზე"ასეთი "პოსტი"გიწერია: "გინდოდათ ამერიკა? იქნება ამერიკა! ვნახოთ, როგორ მიიღებთ ამ ყველაფერს!"- რას გულისხმობ?

- ახალი სიმღერა დავწერე, რომელიც სიზმარში ვნახე. ეს უკვე მეორედ მოხდა. დაახლოებით დილის 6 საათზე გამომეღვიძა. შევეცადე, სიმღერა დამემახსოვრებინა. მადლობა ღმერთს, ეს მოვახერხე - თავიდან ბოლომდე დავწერე, ყველა ინსტრუმენტი მახსოვდა და "ერთი ერთში""გავაკეთე". მაგარი გამოვიდა! იმხელა ემოცია მომაწვა, რომ მახსოვს, დილით, ოთახში შემოსულმა ბებიამ დამინახა, როგორ ვცეკვავდი (იცინის). სიმღერა თავიდან ბოლომდე ამერიკული სტილის არის: ტექსტით, შესრულების მანერით... "პოსტში"ეს ვიგულისხმე: ხომ ყოველთვის ამერიკა გინდოდათ? ახლა იქნება და ვნახოთ, როგორ გაიგებთ-მეთქი. ამ მხრივ ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ. ამ ერთხელ ვცდი: თუ ქართველი მსმენელი გაიგებს, ხომ კარგი, თუ არა და, სიმღერას ამერიკული ბაზრისთვის "გავთვლი", ინტერნეტი ამის საშუალებას გვაძლევს.

- ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასთან, მართლმადიდებლური სარწმუნოების ლანძღვასთან დაკავშირებით, შენს აზრს სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებ. ვინმეს შენი "ძველმოდური"აზროვნების გამო შენიშვნა არ მოუცია?

- ამ თემით სპეკულირება არ მინდა, მაგრამ ვიღაცები მართლმადიდებლობას აშკარად მიზანმიმართულად ებრძვიან, შემდეგ ჩემი "გამოსვლა"უკვირთ. არადა, ვიღაც თუ ებრძვის, ვიღაც - დამცველიც ხომ გამოვა?! თავს მორწმუნე მართლმადიდებლად მივიჩნევ და ეს არავის განსახილველი არ არის. მამაოებსა და პატრიარქზე ხშირად ქილიკობენ. "ჩასაფრებული"პოზიცია აქვთ, რომ რაღაც ცუდი გამოჩნდეს. "აშიარებენ", თუ როგორ ეჩხუბება მღვდელი ვიღაცას. მხოლოდ ცუდს რატომ აქვეყნებენ, კარგიც ხომ ბევრი ხდება? თუკი თავს ობიექტურობაზე დებენ და სურთ, საკუთარ ვებგვერდს საინფორმაციო ხასიათი მისცენ, მაშინ მართლაც ობიექტურად მოიქცნენ... აქციაზე მამაოების გამოსვლა უკვირთ. არადა, თორნიკე ერისთავი გაიხსენონ: ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მტერი თუ შემოგვესია, ცხადია, მამაოებიც გვერდით დაგვიდგებიან და იარაღით თუ არა, წინ ჯვრით გაგვიძღვებიან... ამერიკაში რელიგია მეხუთეხარისხოვანია. იქ რელიგია თავყრილობად აქვთ ქცეული... ჩემ გარშემო მართლმადიდებლობას ღიად იმდენი ადამიანი უპირისპირდება, რომ მიკვირს. ვერ წარმომედგინა, ჩემი ახლო მეგობარი ისეთ სტატუსს თუ დაწერდა, როგორიც დაწერა. ადრე ძმაკაცები ანეკდოტებს რომ ვყვებოდით და ვინმე რელიგიურ თემაზე ცოტას გაიხუმრებდა, შენიშვნას ვაძლევდით: კარგი, რაზე ღადაობო? ახლა ზღვარი არ არსებობს. სარწმუნოების მლანძღველებს სურთ, სიტუაცია "შეატრიალონ"და უმრავლესობაში თავად იყვნენ.

- გასულ კვირას სავაშის ფან ქალბატონებს სოციალურ ქსელში აქტიურად განიკითხავდნენ. საქართველოში მურატ ილდიმირის ჩამოსვლას შენც გამოეხმაურე...

- წერდნენ: სირცხვილია, ქვეყანა დაინგრა, სავაშს როგორ ხვდებითო?! ბებოები საყვარელ მსახიობს დახვდნენ, ჩაეხუტნენ, გადაკოცნეს და ამით რა დაშავდა?! სამწუხაროდ, რაზეც საჭიროა, რომ რეაქცია ჰქონდეთ, იმაზე არაფერს ამბობენ და პირიქით... დავწერე კიდეც, - ყველამ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრეთ-მეთქი. მაგალითად, საზოგადოების ერთ ნაწილს უნდა, გოგო საჯაროდ ორალურ სექსზე მესაუბროს და ეს ჩვეულებრივად მივიღო. აი, მართლა ჩვეულებრივად თუ მივიღებთ, მაშინ იქნება ჩვენი საქმე ცუდად; მერე ქართული პორნოგრაფიაც შეიქმნება და საქართველო პატარა "ამსტერდამი"გახდება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება