პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ამონტაჟებდნენ "რუსთავი 2"-ში უკანონოდ ფარულ კამერებს - პროკურატურა ვიდეომასალას ასაჯაროებს
როგორ ამონტაჟებდნენ "რუსთავი 2"-ში უკანონოდ ფარულ კამერებს - პროკურატურა ვიდეომასალას ასაჯაროებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა "რუს­თა­ვი 2"-ში აღ­მო­ჩე­ნილ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შუ­ა­ლე­დურ მა­სა­ლებს აქ­ვეყ­ნებს. მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა ჯერ კი­დევ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს უკავ­შირ­დე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა ვი­დე­ო­მა­სა­ლა­საც ავ­რცე­ლებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში მომ­ხდა­რი პი­რა­დი სა­უბ­რე­ბის შე­საძ­ლო ჩა­წე­რა-მი­ყუ­რა­დე­ბის ფაქ­ტზე 2014 წლის 6 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლით. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­და­წყვი­ტა მო­ახ­დი­ნოს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში მომ­ხდა­რი პი­რა­დი სა­უბ­რის შე­საძ­ლო ჩა­წე­რა-მი­ყუ­რა­დე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის გან­სა­ჯა­რო­ე­ბა და გვსურს გაც­ნო­ბოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი. 2014 წლის 8 მა­ისს, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­ი­მუ­რაზ კოვ­ზი­აშ­ვილ­მა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც იგი სამ­სა­ხუ­რი­დან 7 მა­ისს, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან მე­ო­რე დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მან გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცა ჩვე­ნე­ბა და მი­ა­წო­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის 2012 წლის 21 დე­კემ­ბრის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, რომ 2012 წლის 21 დე­კემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით აწარ­მო­ებ­დნენ ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მე­ტა­ლის გა­საშ­ლე­ლი კი­ბის თან­ხლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­დნენ ნიკა გვა­რა­მი­ას და ნინო შუბ­ლა­ძის სა­მუ­შაო ოთა­ხებ­შიც, რა­მაც მას­ში ეჭვი გა­მო­იწ­ვია, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან, რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა არა­ფე­რი იცო­და.

მი­სი­ვე ჩვე­ნე­ბით, ამ დღის შემ­დეგ იგი და­ინ­ტე­რეს­და ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის ვი­ზი­ტის შე­დე­გე­ბით, რა დრო­საც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტის ჭერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო მო­წყო­ბი­ლო­ბის მონ­ტა­ჟის კვა­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან და­უ­ყო­ნებ­ლივ აც­ნო­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ნიკა გვა­რა­მი­ას, რო­მელ­საც ამ უკა­ნას­კნელ­მა უთხრა, რომ ამ სა­კი­თხზე არ ენერ­ვი­უ­ლა, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა და ზედ­მე­ტი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი არ გა­მო­ე­ჩი­ნა. ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, მან სცა­და ნი­კო­ლოზ გვა­რა­მი­ას­თან გა­სა­უბ­რე­ბა, რა­საც ვერ მი­აღ­წია და შე­დე­გად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სა­მუ­შაო ოთა­ხი. ასე­ვე, გვინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას უარი გა­ნუ­ცხა­და და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა მის მიერ გან­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის წყა­რო, რაც გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის წარ­მო­ად­გენ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გრძელ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეტა­პობ­რი­ვად იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. აქვე, გვსურს გან­ვა­სა­ჯა­რო­ოთ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სათ­ვალ­თავ­ლო კა­მე­რის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­დეო კად­რე­ბი და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი რო­მე­ლიც გად­მო­გე­ცე­მათ ბრი­ფინ­გის დას­რუ­ლე­ბი­სას", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო: რო­გორ და­ა­მონ­ტა­ჟეს "რუს­თა­ვი 2"-ში სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ნიკა გვა­რა­მი­ას პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ ამონტაჟებდნენ "რუსთავი 2"-ში უკანონოდ ფარულ კამერებს - პროკურატურა ვიდეომასალას ასაჯაროებს

როგორ ამონტაჟებდნენ "რუსთავი 2"-ში უკანონოდ ფარულ კამერებს - პროკურატურა ვიდეომასალას ასაჯაროებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შუალედურ მასალებს აქვეყნებს. მასალების მიხედვით, ფარული ჩანაწერების გაკეთება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება. პროკურატურა ვიდეომასალასაც ავრცელებს. პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მომხდარი პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე 2014 წლის 6 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა მოახდინოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მომხდარი პირადი საუბრის შესაძლო ჩაწერა-მიყურადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების განსაჯაროება და გვსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი დეტალი. 2014 წლის 8 მაისს, მთავარ პროკურატურას მიმართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა, რომლის განცხადებითაც იგი სამსახურიდან 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს, მან გამოძიებას მისცა ჩვენება და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით სამუშაოებს აწარმოებდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც, რამაც მასში ეჭვი გამოიწვია, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მან, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა.

მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყონებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მან სცადა ნიკოლოზ გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია და შედეგად გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დაატოვებინეს სამუშაო ოთახი. ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც გამოძიებას უარი განუცხადა დაეფიქსირებინა მის მიერ განსაჯაროებული ფარული ჩანაწერების წყარო, რაც გამოძიებისათვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან დეტალს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გრძელდება ინტენსიური გამოძიება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. აქვე, გვსურს განვასაჯაროოთ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სათვალთავლო კამერის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ვიდეო კადრები და მოწმეთა ჩვენებები რომელიც გადმოგეცემათ ბრიფინგის დასრულებისას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ნახეთ ვიდეო: როგორ დაამონტაჟეს "რუსთავი 2"-ში სათვალთვალო მოწყობილობა

ასევე დაგაინტერესებთ: ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი პროკურატურის ჩანაწერებთან დაკავშირებით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ