პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწრაფო დახმარება" ქართულად ანუ "პახმელიაზე" გამოსვლა ექიმების თანხლებით
"სასწრაფო დახმარება" ქართულად ანუ "პახმელიაზე" გამოსვლა ექიმების თანხლებით

ვინ იცის, რამ­დე­ნი საყ­ვე­დუ­რი მოგ­ვის­მე­ნია "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექი­მე­ბის მი­სა­მარ­თით და ერთხე­ლაც არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­საც აქვთ თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბი, გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და სა­ფიქ­რა­ლი; რომ დღე­სას­წა­უ­ლის დღე­ებ­შიც კი თა­ვი­ან­თი, ხში­რად მძი­მე მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა უწევთ. ამის დას­ტუ­რად მხო­ლოდ აღ­დგო­მის დღე­ებ­ში აღ­რი­ცხულ შემ­თხვე­ვებს გა­გაც­ნობთ: წი­თე­ლი პა­რას­კე­ვის შემ­დეგ, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის გამო, 276 გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და.

"საყ­ვე­დუ­რი მარ­თლაც ხში­რად გვეს­მის, მად­ლო­ბა კი - იშ­ვი­ა­თად", - გვი­თხრა თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, შალ­ვა ბრა­ჭულ­მა, რო­მელ­თა­ნაც გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს.

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, სად შე­დის პირ­ვე­ლად მო­ქა­ლა­ქის ზარი და რო­გორ ხდე­ბა "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ბრი­გა­დე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა?

- ზარი პირ­ვე­ლად 112-ის სამ­სა­ხურ­ში შე­დის. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ქა­ლა­ქე­თა ზა­რე­ბი უშუ­ა­ლოდ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" სამ­სა­ხურ­ში შე­მო­დი­ო­და. აქვე იყო სა­დის­პეტ­ჩე­რო, რო­მე­ლიც ამ ზა­რებს პა­სუ­ხობ­და და ბრი­გა­დას სა­ჭი­რო მი­სა­მარ­თზე გზავ­ნი­და. ეს ერ­თი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი იყო. უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც ზარი ანუ გა­მო­ძა­ხე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა უნი­ვერ­სა­ლურ სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მერ­ზე - 112-ზე. სწო­რედ 112-ში წყდე­ბა, თუ სად, რო­მელ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე უნდა წა­ვი­დეს "სას­წრა­ფო" და რო­მე­ლი ზა­რიც უფრო პრობ­ლე­მუ­რი და სა­ჭირ­ბო­რო­ტოა, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დაც სწო­რედ იქ იგ­ზავ­ნე­ბა. და­ხა­რის­ხე­ბაც 112-ში მიმ­დი­ნა­რე­ობს: ზა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ებს მეყ­სე­ულ რე­ა­გი­რე­ბას, მა­ღა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ზა­რე­ბია; არის სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის ზა­რე­ბი. პირ­ვე­ლი­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლი ბრი­გა­და იგ­ზავ­ნე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტთან, რომ­ლის სი­ცო­ცხლე­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

- თქვენს სამ­სა­ხურს ყვე­ლა­ზე ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ. რით აიხ­სნე­ბა ეს? ზო­გი­ერთს ჰგო­ნია, რომ "სას­წრა­ფო" 112-ის გა­მოც იგ­ვი­ა­ნებს...

- ზა­რე­ბის მიმ­ღე­ბი და გამ­ნა­წი­ლე­ბე­ლი ვინ იქ­ნე­ბა ან სად იჯ­დე­ბა, მო­ქა­ლა­ქის­თვის ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! მთა­ვა­რია, პრობ­ლე­მის დად­გე­ნა და ზარ­ზე რე­ა­გი­რე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ხერ­ხდეს. 112-ში გა­მოჰ­კი­თხა­ვენ - რა აწუ­ხებს, რა მი­სა­მარ­თზე ცხოვ­რობს, შემ­დეგ კი დგინ­დე­ბა, თუ რა სა­ხის დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო. ეს მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, ამა­ში "ნოუ-ჰაუ" ქარ­თვე­ლებს ნამ­დვი­ლად არ გვე­კუთ­ვნის. და­ყოვ­ნე­ბა უმე­ტე­სად, ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის ზა­რებ­ზე ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც არ სა­ჭი­რო­ე­ბენ გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას.

- რო­გორც ამ­ბობთ, არა­მიზ­ნობ­რი­ვი ზა­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გიშ­ლით ხელს მუ­შა­ო­ბა­ში.

- დიახ, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სწო­რედ ესაა: 112-ში კი ხდე­ბა ზა­რე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა, მაგ­რამ მა­ინც დი­დია იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ არ სა­ჭი­რო­ე­ბენ ჩვენს დახ­მა­რე­ბას. და­ვუშ­ვათ, ექი­მე­ბი მი­დი­ან ნაკ­ლე­ბად პრი­ო­რი­ტე­ტულ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე: მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ 23 წლის ახალ­გაზ­რდას სი­ცხემ აუ­წია და ამის გამო "სას­წრა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხა. იმ დროს, როცა ასეთ პა­ცი­ენტს სი­ცხეს ვუ­ზო­მავთ და წამ­ლებს ვას­მევთ, ვი­ღა­ცის სი­ცო­ცხლეს შე­იძ­ლე­ბა, მარ­თლა დიდი საფრ­თხე და­ე­მუქ­როს. ჩვენ­თან უამ­რა­ვი ისე­თი ზარი შე­მო­დის, რომ­ლის გა­მოც "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ბრი­გა­და არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში თავ­საც არ შე­ი­წუ­ხებ­და. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ მი­ეჩ­ვია, რომ პა­ცი­ენ­ტმა კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს. ხში­რად ჩვენს ბრი­გა­დებს სწო­რედ ასეთ მი­სა­მარ­თებ­ზე აგ­ვი­ან­დე­ბათ. იშ­ვი­ა­თო­ბაა, რო­დე­საც მა­ღალ პრი­ო­რი­ტე­ტულ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ხდე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბა და ბრი­გა­დის გვი­ან გაგ­ზავ­ნა. ბევ­რმა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ ის­წავ­ლა ეს ეშ­მა­კო­ბა და ხში­რად გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულ ბრი­გა­დას ხვდე­ბა ახალ­გაზ­რდა, ჯან-ღო­ნით სავ­სე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბა ან ტემ­პე­რა­ტუ­რის 38 გრა­დუ­სამ­დე მა­ტე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, მაგ­რამ იმის გამო, რომ ეზა­რე­ბა ოჯა­ხის ექიმ­თან მის­ვლა, იძა­ხებს სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვისს, რო­მე­ლიც ოჯახ­ში აკი­თხავს. ისიც უნდა ით­ქვას, რომ "სას­წრა­ფოს" ექიმ­მა წი­ნას­წარ არც კი იცის, სად მი­დის, ვიდ­რე მი­სა­მართს 112 არ გად­მოს­ცემს. ჩვენ ვართ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და არ ვწყვეტთ, ვის მი­ვეშ­ვე­ლოთ და ვის - არა. მო­სახ­ლე­ო­ბა კი ჩი­ვის, რომ "სას­წრა­ფო" აგ­ვი­ა­ნებს, მაგ­რამ ჩვე­ნი ექი­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბა მო­ი­ცავს პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს პა­ცი­ენ­ტის სახ­ლამ­დე მის­ვლა­ში სჭირ­დე­ბა. "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ბრი­გა­დის მხრი­დან და­ყოვ­ნე­ბე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი.

- ბევ­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბას სა­ცო­ბებ­საც აბ­რა­ლებს.

- ჩვენ თა­ვი­დან­ვე და­ვა­ყე­ნეთ ეს პრობ­ლე­მა: ხელს გვიშ­ლის ის, რომ მძღო­ლე­ბი გზას არ გვით­მო­ბენ, გა­დატ­ვირ­თუ­ლია გზე­ბი და სა­ცო­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მწვავ­დე­ბა ეს პრობ­ლე­მა პი­კის სა­ა­თებ­ში. წე­სით, რო­დე­საც ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი ის­მის, "სას­წრა­ფოს" გზა უნდა და­უთ­მონ, მაგ­რამ ბევ­რი ამა­საც არ ას­რუ­ლებს. ეგ კი არა, მო­სახ­ლე­ო­ბის­გან სა­ჩივ­რე­ბიც კი შე­მო­ვი­და, რა­ტომ და­დი­ან "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი­თო?! რო­გორც ჩანს, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც პრობ­ლე­მა აქვს ამ მხრივ: გა­დარ­თულ­ნი ვართ პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბებ­ზე და ამ დროს ექი­მის უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლას ავი­წყდე­ბა. უფ­ლე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი ექი­მი კი ვერც პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს და ვერც მის სი­ცო­ცხლეს.

- რად­გან ამ სა­კითხს შე­ე­ხეთ, "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექი­მე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ.

- ავი­ღოთ თუნ­დაც აგ­რე­სია ექი­მე­ბის მი­მართ. ამ დღე­ებ­ში მოხ­და ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი: "სას­წრა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხეს და ექი­მე­ბი მი­ვიდ­ნენ პი­როვ­ნე­ბას­თან, რო­მე­ლიც და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და ფსი­ქოტ­რო­პულ და­მამ­შვი­დე­ბელ პრე­პა­რატს. რო­დე­საც ჩვენ­მა ექი­მებ­მა სულ სხვა წა­მა­ლი მის­ცეს, - ეს რას მიშ­ვე­ლი­სო?! - და წამ­ლე­ბის ყუთი და­უმტვრია... რო­დე­საც ვი­ღაც იძა­ხებს "სას­წრა­ფოს" იმ იმე­დით, რომ უფა­სოდ მის­ცე­მენ ძლი­ერ­მოქ­მედ ფსი­ქოტ­რო­პულ სა­შუ­ა­ლე­ბას, ხომ უნდა იცო­დეს, რომ ასე­თი წა­მა­ლი "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექი­მის ჩან­თა­ში არ არის და არც უნდა იყოს!.. ფი­ზი­კუ­რა­დაც არა­ერ­თხელ გას­წო­რე­ბი­ან ჩვენს ექი­მებს. ბრალ­დე­ბა კი სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი იყო და ამის გამო რამ­დენ­ჯერ­მე საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დეც მი­სუ­ლა. მა­გა­ლი­თად: რა­ტომ არ გაქვთ წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­მა ექიმ­მა და­მი­ნიშ­ნაო?!. მარ­ტო სერ­ვისს კი არ ითხო­ვენ, არა­მედ ად­გილ­ზე მი­ტა­ნილ უფა­სო მე­დი­კა­მენ­ტებ­საც. ასეთ რა­მეს არც ერთი ქვეყ­ნის "სას­წრა­ფოს" არ ავალ­დე­ბუ­ლებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ექი­მი უცე­მი­ათ კი­დეც, მან­ქა­ნაც და­უმტვრე­ვი­ათ, მერე კი სა­სა­მარ­თლოს დამ­ნა­შა­ვის­თვის ჯა­რი­მა და­უ­კის­რე­ბია. ზო­გი­ერ­თი ასე­თი "პა­ცი­ენ­ტი" ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის ქვეშ იყო, ზო­გიც - ალ­კოჰო­ლუ­რი. მერე კი სწო­რედ ამ ხალ­ხის­გან მო­დის აგ­რე­სია, - რა­ტომ არ მო­ვი­და "სას­წრა­ფო" დრო­ზეო, მა­შინ, როცა ჩვე­ნი ბრა­ლე­უ­ლო­ბა ამ მხრივ მი­ნი­მა­ლუ­რია. 80 ბრი­გა­და გვყავს. ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გა­მო­ძა­ხე­ბებ­მა იმა­ტა, და­ვა­მა­ტეთ 19, რო­მე­ლიც 13 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ თუკი ისე­თი სა­ხის გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე ვივ­ლით, რო­მელ­ზეც 80 პრო­ცენ­ტში დავ­დი­ვართ, რაც უნდა ვზარ­დოთ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ექი­მე­ბი­სა და მან­ქა­ნე­ბის რი­ცხვი, სა­სურ­ველ შე­დეგს მა­ინც ვერ მი­ვი­ღებთ. 16-მი­ლი­ო­ნი­ან ჰო­ლან­დი­ა­ში ერთი სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­და 24 ათას მო­სახ­ლეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ჩვენ­თან კი, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, ერთი ბრი­გა­და ემ­სა­ხუ­რე­ბა 16 250 მო­სახ­ლეს. ანუ ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტით ეს სავ­სე­ბით ნორ­მა­ლუ­რია. ბულ­გა­რეთ­ში - 20 ათას მო­სახ­ლე­ზე მო­დის "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ერთი ბრი­გა­და, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში - 30 ათას­ზე, ლიტ­ვა­ში - 16 ათას­ზე, ხოლო თურ­ქეთ­ში - 33 ათას მო­სახ­ლე­ზე. ჩვენ გა­ცი­ლე­ბით მეტ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გვი­წევს მის­ვლა, ვიდ­რე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას" და მად­ლი­ე­რი მა­ინც არა­ვინ გვყავს. თუ ამ სერ­ვისს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ვერც 80 და ვერც 280 ბრი­გა­და აუვა. ყვე­ლა ჭიშ­კარ­თან თითო "სას­წრა­ფო" უნდა იდ­გეს და მო­სახ­ლე­ო­ბაც მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა კმა­ყო­ფი­ლი.

- იმ არა­მიზ­ნობ­რივ ზა­რებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით, რომ­ლის გა­მოც "სას­წრა­ფოს" იძა­ხე­ბენ.

- ასე­თი მა­გა­ლი­თი რამ­დე­ნიც გნე­ბავთ, იმ­დე­ნია: 60 წლის ქალ­ბა­ტონს კარ­დი­ოგ­რა­მის გა­და­ღე­ბა უნ­დო­და და ამის გამო "სას­წრა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხა. 30 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი ფე­ხე­ბის და­ბუ­ჟე­ბამ შე­ა­წუ­ხა და და­სახ­მა­რებ­ლად ჩვენ მოგ­ვმარ­თა. მი­ზე­ზე­ბი ყოვ­ლად გა­უ­გე­ბა­რია: ტკი­ვი­ლი წე­ლის არე­ში, ფე­ხის ტკი­ვი­ლი; მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­მო­ძა­ხე­ბა ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ ასე­თი ზარი უფრო სა­ო­ცა­რი და საკ­ვირ­ვე­ლი მა­ში­ნაა, როცა პა­ცი­ენ­ტი და­ზღვე­უ­ლია. ამ ცოტა ხნის წინ 31 წლის მა­მა­კაცს აუ­წია სი­ცხემ. გა­მოგ­ვი­ძა­ხა და აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ზღვე­უ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ამ და­ზღვე­ვით არ სარ­გებ­ლობ­და. სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი­სა და სხე­ულ­ზე გა­მო­ნა­ყა­რის გა­მოც გა­მო­ვუ­ძა­ხე­ბი­ვართ. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ადა­მი­ანს თა­ვის მოკ­ვლა უნ­დო­და და "სას­წრა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხა - რო­გორ­მე "სიკ­ვდილ­ში და­მეხ­მა­რე­თო"... ამ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ ექიმს, არა­ნა­ი­რი "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა" მათ არ სჭირ­დე­ბათ. არ ვიცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­სა­ჯოს და ნუ­რა­ვის ეწყი­ნე­ბა, თუ ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­თან "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" ბრი­გა­დას და­აგ­ვი­ან­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი ისე ხში­რად იძა­ხებს ჩვენს ექი­მებს, უკვე სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ვიც­ნობთ, ისი­ნიც გვიც­ნო­ბენ და რო­მე­ლი ექი­მიც მოს­წონთ, დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით იმას იძა­ხე­ბენ. ყო­ველ­დღე რე­კა­ვენ ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყოფ­ნი. ასე­თი რამ ალ­ბათ მხო­ლოდ ჩვენ­თან ხდე­ბა - ე.წ. "პახ­მე­ლი­ა­ზე" გა­მოს­ვლა "სას­წრა­ფოს" თან­ხლე­ბით. ვი­ღა­ცამ ვერ მო­ზო­მა, ზედ­მე­ტი და­ლია და რო­გორც კი თავი ას­ტკივ­დე­ბა, მა­შინ­ვე "სას­წრა­ფოს" იძა­ხებს, - სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს.

- რო­გორც ამ­ბობთ, კო­მი­კუ­რი შემ­თხვე­ვაც არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა...

- დიახ, ასეა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი "სას­წრა­ფოს" იძა­ხებს იმის გამო, რომ მარ­ტოა და ეში­ნია. ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან ვიცი, რომ ნა­თუ­რის გა­მო­საც­ვლე­ლა­დაც და­უ­რე­კავთ "სას­წრა­ფო­ში"(!). იყო შემ­თხვე­ვა, რომ გა­მო­ი­ძა­ხეს "სას­წრა­ფო" და ექი­მებს კატ­ლე­ტი შე­აწ­ვე­ვი­ნეს. კბი­ლი სტკი­ო­და ერთ ახალ­გაზ­რდა კაცს და ამის გამო გა­მო­ი­ძა­ხა "სას­წრა­ფო". ქალ­ბა­ტონს გა­და­უც­და მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი და დახ­მა­რე­ბის­თვის "სას­წრა­ფოს" მი­მარ­თა... ამ­გვა­რი ფაქ­ტე­ბის ჩა­მოთ­ვლა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა. 70-80% ამ შემ­თხვე­ვე­ბი­სა არის სუფ­თა პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის. ჩვე­ნი "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა" იქცა მო­სი­ა­რუ­ლე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ად, რო­მე­ლიც წამ­ლი­თა და კარ­დი­ოგ­რა­ფი­ის აპა­რა­ტით არის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. ალ­ბათ დად­გე­ბა დრო, როცა "სას­წრა­ფო" ყო­ველ­თვის გავა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ, გა­და­არ­ჩენს სი­ცო­ცხლეს და არა იმის­თვის, რომ "პახ­მე­ლი­ა­ზე" გა­მო­იყ­ვა­ნოს პა­ცი­ენ­ტი. მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა" ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე არ უნდა ცდე­ბო­დეს. შე­მო­სუ­ლი ზა­რე­ბის 70-80% არა­მიზ­ნობ­რი­ვია, მხო­ლოდ და­ნარ­ჩე­ნი 20-30%-ია ისე­თი, რო­მე­ლიც გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ბო­ლოს კი ისე­თი ხალ­ხი გვსაყ­ვე­დუ­რობს, რო­მელ­საც სა­საყ­ვე­დუ­რო არა­ფე­რი აქვს. სა­მარ­თლი­ან კრი­ტი­კას ვი­ღებთ, ვი­ღებთ ყვე­ლა­ნა­ირ წი­ნა­და­დე­ბას, მაგ­რამ და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად არც ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ავი­ტანთ და არც საყ­ვე­დუ­რებს. ხალ­ხმა უნდა გა­ი­გოს, რომ ეს არის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა და მას არ ევა­ლე­ბა წნე­ვის ან ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა, ან წამ­ლის სახ­ლში მი­ტა­ნა. რო­დე­საც ბავ­შვს 4-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­ცხე აქვს, მშო­ბელ­მა ის მკურ­ნალ ექიმ­თან უნდა მი­იყ­ვა­ნოს, "სას­წრა­ფოს" კი არ უნდა და­ურ­ე­კოს, მით უმე­ტეს, დღის სა­ა­თებ­ში. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სას­წრა­ფოს" აღე­ბუ­ლი ჰქონ­და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ტვირ­თი, მაგ­რამ ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"სასწრაფო დახმარება" ქართულად ანუ "პახმელიაზე" გამოსვლა ექიმების თანხლებით

"სასწრაფო დახმარება" ქართულად ანუ "პახმელიაზე" გამოსვლა ექიმების თანხლებით

ვინ იცის, რამდენი საყვედური მოგვისმენია "სასწრაფო დახმარების" ექიმების მისამართით და ერთხელაც არ დავფიქრებულვართ, რომ ამ ადამიანებსაც აქვთ თავიანთი პრობლემები, გულისტკივილი და საფიქრალი; რომ დღესასწაულის დღეებშიც კი თავიანთი, ხშირად მძიმე მოვალეობის შესრულება უწევთ. ამის დასტურად მხოლოდ აღდგომის დღეებში აღრიცხულ შემთხვევებს გაგაცნობთ: წითელი პარასკევის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო, 276 გამოძახება დაფიქსირდა.

"საყვედური მართლაც ხშირად გვესმის, მადლობა კი - იშვიათად", - გვითხრა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა, შალვა ბრაჭულმა, რომელთანაც გთავაზობთ ინტერვიუს.

- ბატონო შალვა, სად შედის პირველად მოქალაქის ზარი და როგორ ხდება "სასწრაფო დახმარების" ბრიგადების განაწილება?

- ზარი პირველად 112-ის სამსახურში შედის. რამდენიმე წლის წინ მოქალაქეთა ზარები უშუალოდ "სასწრაფო დახმარების" სამსახურში შემოდიოდა. აქვე იყო სადისპეტჩერო, რომელიც ამ ზარებს პასუხობდა და ბრიგადას საჭირო მისამართზე გზავნიდა. ეს ერთიანი სამსახური იყო. უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ზარი ანუ გამოძახება ფიქსირდება უნივერსალურ სატელეფონო ნომერზე - 112-ზე. სწორედ 112-ში წყდება, თუ სად, რომელ გამოძახებაზე უნდა წავიდეს "სასწრაფო" და რომელი ზარიც უფრო პრობლემური და საჭირბოროტოა, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც სწორედ იქ იგზავნება. დახარისხებაც 112-ში მიმდინარეობს: ზარები, რომლებიც საჭიროებს მეყსეულ რეაგირებას, მაღალი პრიორიტეტული ზარებია; არის საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ზარები. პირველივე თავისუფალი ბრიგადა იგზავნება იმ პაციენტთან, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

- თქვენს სამსახურს ყველაზე ხშირად დაგვიანების გამო საყვედურობენ. რით აიხსნება ეს? ზოგიერთს ჰგონია, რომ "სასწრაფო" 112-ის გამოც იგვიანებს...

- ზარების მიმღები და გამნაწილებელი ვინ იქნება ან სად იჯდება, მოქალაქისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, პრობლემის დადგენა და ზარზე რეაგირება ოპერატიულად მოხერხდეს. 112-ში გამოჰკითხავენ - რა აწუხებს, რა მისამართზე ცხოვრობს, შემდეგ კი დგინდება, თუ რა სახის დახმარებაა საჭირო. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, ამაში "ნოუ-ჰაუ" ქართველებს ნამდვილად არ გვეკუთვნის. დაყოვნება უმეტესად, ისეთი პაციენტების ზარებზე ხდება, რომლებიც არ საჭიროებენ გადაუდებელ დახმარებას.

- როგორც ამბობთ, არამიზნობრივი ზარები სერიოზულად გიშლით ხელს მუშაობაში.

- დიახ, ჩვენთვის მთავარი პრობლემა სწორედ ესაა: 112-ში კი ხდება ზარების დახარისხება, მაგრამ მაინც დიდია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ არ საჭიროებენ ჩვენს დახმარებას. დავუშვათ, ექიმები მიდიან ნაკლებად პრიორიტეტულ გამოძახებაზე: მაგალითად, ამას წინათ 23 წლის ახალგაზრდას სიცხემ აუწია და ამის გამო "სასწრაფო" გამოიძახა. იმ დროს, როცა ასეთ პაციენტს სიცხეს ვუზომავთ და წამლებს ვასმევთ, ვიღაცის სიცოცხლეს შეიძლება, მართლა დიდი საფრთხე დაემუქროს. ჩვენთან უამრავი ისეთი ზარი შემოდის, რომლის გამოც "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა არც ერთ ქვეყანაში თავსაც არ შეიწუხებდა. ჩვენი მოსახლეობა ვერ მიეჩვია, რომ პაციენტმა კეთილი უნდა ინებოს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას მიმართოს. ხშირად ჩვენს ბრიგადებს სწორედ ასეთ მისამართებზე აგვიანდებათ. იშვიათობაა, როდესაც მაღალ პრიორიტეტულ გამოძახებაზე ხდება დაგვიანება და ბრიგადის გვიან გაგზავნა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ ისწავლა ეს ეშმაკობა და ხშირად გამოძახებაზე მისულ ბრიგადას ხვდება ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ადამიანი, რომელსაც ალკოჰოლური თრობა ან ტემპერატურის 38 გრადუსამდე მატება აღენიშნება, მაგრამ იმის გამო, რომ ეზარება ოჯახის ექიმთან მისვლა, იძახებს სამედიცინო სერვისს, რომელიც ოჯახში აკითხავს. ისიც უნდა ითქვას, რომ "სასწრაფოს" ექიმმა წინასწარ არც კი იცის, სად მიდის, ვიდრე მისამართს 112 არ გადმოსცემს. ჩვენ ვართ შემსრულებლები და არ ვწყვეტთ, ვის მივეშველოთ და ვის - არა. მოსახლეობა კი ჩივის, რომ "სასწრაფო" აგვიანებს, მაგრამ ჩვენი ექიმების მაქსიმალური დაგვიანება მოიცავს პერიოდს, რომელიც ავტომობილს პაციენტის სახლამდე მისვლაში სჭირდება. "სასწრაფო დახმარების" ბრიგადის მხრიდან დაყოვნებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

- ბევრი დაგვიანებას საცობებსაც აბრალებს.

- ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ ეს პრობლემა: ხელს გვიშლის ის, რომ მძღოლები გზას არ გვითმობენ, გადატვირთულია გზები და საცობები. განსაკუთრებით მწვავდება ეს პრობლემა პიკის საათებში. წესით, როდესაც ხმოვანი სიგნალი ისმის, "სასწრაფოს" გზა უნდა დაუთმონ, მაგრამ ბევრი ამასაც არ ასრულებს. ეგ კი არა, მოსახლეობისგან საჩივრებიც კი შემოვიდა, რატომ დადიან "სასწრაფო დახმარების" მანქანები ჩართული ხმოვანი სიგნალითო?! როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებასაც პრობლემა აქვს ამ მხრივ: გადართულნი ვართ პაციენტის უფლებებზე და ამ დროს ექიმის უფლებები ყველას ავიწყდება. უფლებაშელახული ექიმი კი ვერც პაციენტის უფლებებს დაიცავს და ვერც მის სიცოცხლეს.

- რადგან ამ საკითხს შეეხეთ, "სასწრაფო დახმარების" ექიმების პრობლემებზეც ვისაუბროთ.

- ავიღოთ თუნდაც აგრესია ექიმების მიმართ. ამ დღეებში მოხდა ძალიან უსიამოვნო ფაქტი: "სასწრაფო" გამოიძახეს და ექიმები მივიდნენ პიროვნებასთან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა ფსიქოტროპულ დამამშვიდებელ პრეპარატს. როდესაც ჩვენმა ექიმებმა სულ სხვა წამალი მისცეს, - ეს რას მიშველისო?! - და წამლების ყუთი დაუმტვრია... როდესაც ვიღაც იძახებს "სასწრაფოს" იმ იმედით, რომ უფასოდ მისცემენ ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ საშუალებას, ხომ უნდა იცოდეს, რომ ასეთი წამალი "სასწრაფო დახმარების" ექიმის ჩანთაში არ არის და არც უნდა იყოს!.. ფიზიკურადაც არაერთხელ გასწორებიან ჩვენს ექიმებს. ბრალდება კი სრულიად აბსურდული იყო და ამის გამო რამდენჯერმე საქმე სასამართლომდეც მისულა. მაგალითად: რატომ არ გაქვთ წამალი, რომელიც ჩემმა ექიმმა დამინიშნაო?!. მარტო სერვისს კი არ ითხოვენ, არამედ ადგილზე მიტანილ უფასო მედიკამენტებსაც. ასეთ რამეს არც ერთი ქვეყნის "სასწრაფოს" არ ავალდებულებს კანონმდებლობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექიმი უცემიათ კიდეც, მანქანაც დაუმტვრევიათ, მერე კი სასამართლოს დამნაშავისთვის ჯარიმა დაუკისრებია. ზოგიერთი ასეთი "პაციენტი" ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ზოგიც - ალკოჰოლური. მერე კი სწორედ ამ ხალხისგან მოდის აგრესია, - რატომ არ მოვიდა "სასწრაფო" დროზეო, მაშინ, როცა ჩვენი ბრალეულობა ამ მხრივ მინიმალურია. 80 ბრიგადა გვყავს. ზამთრის პერიოდში, როდესაც გამოძახებებმა იმატა, დავამატეთ 19, რომელიც 13 საათის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ თუკი ისეთი სახის გამოძახებებზე ვივლით, რომელზეც 80 პროცენტში დავდივართ, რაც უნდა ვზარდოთ "სასწრაფო დახმარების" ექიმებისა და მანქანების რიცხვი, სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ. 16-მილიონიან ჰოლანდიაში ერთი სამედიცინო ბრიგადა 24 ათას მოსახლეს ემსახურება, ჩვენთან კი, თბილისის მასშტაბით, ერთი ბრიგადა ემსახურება 16 250 მოსახლეს. ანუ ევროპული სტანდარტით ეს სავსებით ნორმალურია. ბულგარეთში - 20 ათას მოსახლეზე მოდის "სასწრაფო დახმარების" ერთი ბრიგადა, დიდ ბრიტანეთში - 30 ათასზე, ლიტვაში - 16 ათასზე, ხოლო თურქეთში - 33 ათას მოსახლეზე. ჩვენ გაცილებით მეტ გამოძახებაზე გვიწევს მისვლა, ვიდრე განვითარებული ქვეყნების "სასწრაფო დახმარებას" და მადლიერი მაინც არავინ გვყავს. თუ ამ სერვისს რაციონალურად არ გამოვიყენებთ, ჩვენს მოსახლეობას ვერც 80 და ვერც 280 ბრიგადა აუვა. ყველა ჭიშკართან თითო "სასწრაფო" უნდა იდგეს და მოსახლეობაც მხოლოდ მაშინ იქნება კმაყოფილი.

- იმ არამიზნობრივ ზარებზეც მოგვიყევით, რომლის გამოც "სასწრაფოს" იძახებენ.

- ასეთი მაგალითი რამდენიც გნებავთ, იმდენია: 60 წლის ქალბატონს კარდიოგრამის გადაღება უნდოდა და ამის გამო "სასწრაფო" გამოიძახა. 30 წლის ახალგაზრდა კაცი ფეხების დაბუჟებამ შეაწუხა და დასახმარებლად ჩვენ მოგვმართა. მიზეზები ყოვლად გაუგებარია: ტკივილი წელის არეში, ფეხის ტკივილი; მაღალ ტემპერატურაზე გამოძახება ხომ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ასეთი ზარი უფრო საოცარი და საკვირველი მაშინაა, როცა პაციენტი დაზღვეულია. ამ ცოტა ხნის წინ 31 წლის მამაკაცს აუწია სიცხემ. გამოგვიძახა და აღმოჩნდა, რომ დაზღვეული ყოფილა, მაგრამ რატომღაც ამ დაზღვევით არ სარგებლობდა. სახსრების ტკივილისა და სხეულზე გამონაყარის გამოც გამოვუძახებივართ. იყო შემთხვევა, როცა ადამიანს თავის მოკვლა უნდოდა და "სასწრაფო" გამოიძახა - როგორმე "სიკვდილში დამეხმარეთო"... ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ მიმართონ ექიმს, არანაირი "სასწრაფო დახმარება" მათ არ სჭირდებათ. არ ვიცი, საზოგადოებამ განსაჯოს და ნურავის ეწყინება, თუ ასეთ პაციენტებთან "სასწრაფო დახმარების" ბრიგადას დააგვიანდება. ზოგიერთი ისე ხშირად იძახებს ჩვენს ექიმებს, უკვე სახელითა და გვარით ვიცნობთ, ისინიც გვიცნობენ და რომელი ექიმიც მოსწონთ, დღეების მიხედვით იმას იძახებენ. ყოველდღე რეკავენ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფნი. ასეთი რამ ალბათ მხოლოდ ჩვენთან ხდება - ე.წ. "პახმელიაზე" გამოსვლა "სასწრაფოს" თანხლებით. ვიღაცამ ვერ მოზომა, ზედმეტი დალია და როგორც კი თავი ასტკივდება, მაშინვე "სასწრაფოს" იძახებს, - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

- როგორც ამბობთ, კომიკური შემთხვევაც არაერთხელ მომხდარა...

- დიახ, ასეა. არის შემთხვევები, როცა ადამიანი "სასწრაფოს" იძახებს იმის გამო, რომ მარტოა და ეშინია. ჩემი თანამშრომლებისგან ვიცი, რომ ნათურის გამოსაცვლელადაც დაურეკავთ "სასწრაფოში"(!). იყო შემთხვევა, რომ გამოიძახეს "სასწრაფო" და ექიმებს კატლეტი შეაწვევინეს. კბილი სტკიოდა ერთ ახალგაზრდა კაცს და ამის გამო გამოიძახა "სასწრაფო". ქალბატონს გადაუცდა მენსტრუალური ციკლი და დახმარებისთვის "სასწრაფოს" მიმართა... ამგვარი ფაქტების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. 70-80% ამ შემთხვევებისა არის სუფთა პოლიკლინიკური, ამბულატორიული ხასიათის. ჩვენი "სასწრაფო დახმარება" იქცა მოსიარულე ამბულატორიად, რომელიც წამლითა და კარდიოგრაფიის აპარატით არის შეიარაღებული. ალბათ დადგება დრო, როცა "სასწრაფო" ყოველთვის გავა დანიშნულებისამებრ, გადაარჩენს სიცოცხლეს და არა იმისთვის, რომ "პახმელიაზე" გამოიყვანოს პაციენტი. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ "სასწრაფო დახმარება" ასეთ შემთხვევებზე არ უნდა ცდებოდეს. შემოსული ზარების 70-80% არამიზნობრივია, მხოლოდ დანარჩენი 20-30%-ია ისეთი, რომელიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. ბოლოს კი ისეთი ხალხი გვსაყვედურობს, რომელსაც სასაყვედურო არაფერი აქვს. სამართლიან კრიტიკას ვიღებთ, ვიღებთ ყველანაირ წინადადებას, მაგრამ დაუმსახურებლად არც ლანძღვა-გინებას ავიტანთ და არც საყვედურებს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს არის გადაუდებელი დახმარება და მას არ ევალება წნევის ან ტემპერატურის გაზომვა, ან წამლის სახლში მიტანა. როდესაც ბავშვს 4-5 დღის განმავლობაში სიცხე აქვს, მშობელმა ის მკურნალ ექიმთან უნდა მიიყვანოს, "სასწრაფოს" კი არ უნდა დაურეკოს, მით უმეტეს, დღის საათებში. ბოლო წლების განმავლობაში "სასწრაფოს" აღებული ჰქონდა პირველადი ჯანდაცვის ტვირთი, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია