სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ჯაბა ჯიშკარიანს განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ჯაბა ჯიშკარიანს განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს

მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატს კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", ჯაბა ჯიშ­კა­რი­ანს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დიპ­ლო­მი ჯერ არ აქვს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ "ძა­ლი­ან მალე ექ­ნე­ბა". ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს თა­ვად ჯიშ­კა­რი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და და გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ დრომ­დე სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბა.

საქ­მე ის არის, რომ 2006 წელს ის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გაც­დე­ნე­ბის გამო გა­რი­ცხეს, რისი მი­ზე­ზიც თა­ვის მხრივ, ჯიშ­კა­რი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბა გახ­და.

"თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­ბან­კო საქ­მის სპე­ცი­ა­ლო­ბით მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი კურ­სი. 2006 წლის 28 ივ­ნისს და­მა­კა­ვეს სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში, იმი­ტომ რომ, წინა დღეს გავ­მარ­თე აქ­ცია სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­ვად­გი­ნე ჩემი პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­პა­ტიო მი­ზე­ზად არ ჩა­მით­ვა­ლეს, ამის გამო თან­ხის გა­დახ­დის უფ­ლე­ბა აღარ მომ­ცეს", - გა­ნა­ცხა­და ჯაბა ჯიშ­კა­რი­ან­მა.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს.

"დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვით სის­ტე­მებ­ზე და ძა­ლი­ან მალე მე აუ­ცი­ლებ­ლად მექ­ნე­ბა დიპ­ლო­მი", - დას­ძი­ნა ჯიშ­კა­რი­ან­მა.

ნინო ჩი­ჩუა, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ჯაბა ჯიშკარიანს განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს

"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ჯაბა ჯიშკარიანს განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს კოალიცია "ქართული ოცნებიდან", ჯაბა ჯიშკარიანს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ჯერ არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ "ძალიან მალე ექნება". ამის შესახებ Ambebi.ge-ს თავად ჯიშკარიანმა განუცხადა და განმარტა, თუ რატომ ვერ მოახერხა ამ დრომდე სწავლის დამთავრება.

საქმე ის არის, რომ 2006 წელს ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაცდენების გამო გარიცხეს, რისი მიზეზიც თავის მხრივ, ჯიშკარიანის პატიმრობა გახდა.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკური ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით მაქვს დამთავრებული პირველი კურსი. 2006 წლის 28 ივნისს დამაკავეს სასამართლოს ეზოში, იმიტომ რომ, წინა დღეს გავმართე აქცია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. როდესაც უნივერსიტეტში წარვადგინე ჩემი პატიმრობის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ეს ყველაფერი საპატიო მიზეზად არ ჩამითვალეს, ამის გამო თანხის გადახდის უფლება აღარ მომცეს", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს.

"დღემდე ვაგრძელებ სწავლას ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვით სისტემებზე და ძალიან მალე მე აუცილებლად მექნება დიპლომი", - დასძინა ჯიშკარიანმა.

ნინო ჩიჩუა, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა