Sotheby’s აუქციონის სახლი 13 მაისს ჟენევაში გასამართ აუქციონზე ოთხ უჩვეულო ბრილიანტს გასაყიდად გამოიტანს.
Sotheby’s -ის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელის, დევიდ ბენეტის განცხადებით, აუქციონზე გამოტანილ იშვიათი სახის ბრილიანტების ქვებს შორის წარმოდგენილი იქნება რამდენიმე უნიკალური ექსპონატი, მათ შორის ყვითელი ბრილიანტისა და თეთრი, მრგვალი ბრილიანტის ბეჭედი.
"ამჯერად აუქციონზე გასაყიდად გამოვიტანთ მართლაც უნიკალურ ძვირფასეულობებს. მათ შორის ორი მათგანის წონა 100 კარატს აღემატება. ასი კარატი მაგიური ციფრია ქვებისთვის და როგორც კი ბრილიანტი ამ წონას აღწევს, ის უნიკალური ქვების რიცხვში შედის", - განაცხადა დევიდ ბენეტმა.
ჟენევაში გასამართი Sotheby’s აუქციონის მთავარი მშვენება სწორედ ყვითელი ბრილიანტის ბეჭედი იქნება, რომელიც საიუვილერო სახლ ლორენს გრაფას ეკუთვნის. ეს უნიკალური ბრილიანტი 100,09 კარატს იწონის და ორგანიზატორები მის გაყიდვას 15-დან 20 მილიონ დოლარად ვარაუდობენ.