საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ ხვდებიან "ევროვიზიის" ფინალში ქართველი კონკურსანტები - მარინა ბერიძე და სტეფანე წარუმატებლობის მიზეზებზე
რატომ ვერ ხვდებიან "ევროვიზიის" ფინალში ქართველი კონკურსანტები - მარინა ბერიძე და სტეფანე წარუმატებლობის მიზეზებზე

8 მა­ისს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურსს ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რი­დან "შინ" და მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე, კომ­პო­ზი­ცი­ით - "სამი წუთი დე­და­მი­წამ­დე", გა­მო­ე­თი­შა. ასე რომ, ზაზა მი­მი­ნოშ­ვი­ლის ("ში­ნის" ლი­დე­რი) ოც­ნე­ბა, "ევ­რო­ვი­ზია" გა­ი­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ვერ ახდა...

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა უნდა გა­კე­თოს სა­ქარ­თვე­ლომ იმის­თვის, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს და სა­ერ­თოდ, უნდა მი­ვი­ღოთ თუ არა ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა? ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ "ამ­ბე­ბი.გე" მა­რი­ნა ბე­რი­ძე­სა და სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე:

- ყო­ველ წელს მივ­დი­ვართ ამ კონ­კურ­სზე და მომ­ზა­დე­ბის მხრი­ვაც თით­ქოს არა­ფე­რი გვი­შავს და არც ცუ­დად გა­მოვ­დი­ვართ. სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტიც მო­ი­სინ­ჯა: სოფო ხალ­ვა­ში, სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ჯგუ­ფი "ელდრა­ი­ნი", მაგ­რამ რა? მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სა­კი­თხი გვაქვს ძა­ლი­ან ცუ­დად და­ყე­ნე­ბუ­ლი, - ეს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო მხა­რე გახ­ლავთ.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- არ ვმუ­შა­ობთ ევ­რო­პა­ში ჩვენს დი­ას­პო­რას­თან. მთა­ვა­რია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხმე­ბი. დიახ, უდი­დე­სი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. "ევ­რო­ვი­ზია" რომ დამ­თავ­რდე­ბა, მომ­დევ­ნო წლის­თვის სამ­ზა­დი­სი და­ი­წყე­ბა, იქი­დან­ვე უნდა და­ი­წყოს ფიქ­რი ამა­ზე... მერე პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ამ მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­შიც ძა­ლი­ან გვი­ან ვერ­თვე­ბით, რად­გან ხან თან­ხა არ არის, ხან ვინ უნდა წა­ვი­დეს, ეს არ იცი­ან... ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ირ­კვე­ვა, მერე ჩქარ-ჩქა­რა ხდე­ბა ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა, რაც საქ­მეს ვნებს...

- დი­ას­პო­რას­თან კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ უნდა ვი­მუ­შა­ოთ?

- არ­სე­ბობს დი­ას­პო­რის სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც უნდა ჩა­ე­როს ამ საქ­მე­ში, ასე­ვე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რომ­ლებ­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად უნდა იმუ­შა­ონ, სა­ელ­ჩო­ე­ბიც უნდა ჩა­ერ­თვნენ, ამ ყვე­ლაფ­რის პრო­პა­გან­და უნდა მოხ­დეს უცხო­ეთ­ში. ტურ­ნე უნდა მო­ე­წყოს იმ ქვეყ­ნებ­ში, ვისი ხმე­ბიც გვჭირ­დე­ბა. ეს ხომ მა­ინც პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია?!

- წლე­ვან­დელ კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე რას იტყვით?

- ეს იყო ერთი დიდი სიმ­ღე­რა, არა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ძა­ლი­ან "და­ვარ­ცხნი­ლად" გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სან­ტი ოდეს­მე იქ ცუ­დად თუ გა­მო­სუ­ლა?! თუმ­ცა ეს ბოლო კომ­პო­ზი­ცია ჩემ­თვის მა­ინც ძველ­მო­დუ­რი გახ­ლდათ. "ში­ნის" ად­გილ­ზე მა­რი­კოს როლს ცოტა წინ წა­მოვ­წევ­დი. რაც ვნა­ხეთ, ის იყო, მა­რი­კო "შინ­ში", არა­და, პი­რი­ქით უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ქა­ლის როლი წინ უნდა წა­მო­წე­უ­ლი­ყო. თუ ეს არ უნ­დო­დათ, მა­შინ ჯობ­და, თვი­თონ ჯგუ­ფი მა­რი­კოს გა­რე­შე წა­სუ­ლი­ყო. მისი როლი ნო­მერ­ში ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლი გახ­ლდათ, არა­და, კარ­გი ხმა აქვს, კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა...

- გარ­და იმი­სა, რომ დი­ას­პო­რას­თან უნდა ვი­მუ­შა­ოთ, სა­მო­მავ­ლოდ, კი­დევ რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, თუ ამ კონ­კურ­სში სა­მო­მავ­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვა­პი­რებთ?

- ჩვენ­ში ამ სფე­რო­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც აზრი მო­ე­კი­თხე­ბათ, ძალა ხომ ერ­თო­ბა­შია? ჰოდა, ამ ძა­ლე­ბის თავ­მოყ­რა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა სა­ჭი­რო, რა­ღაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საბ­ჭო უნდა შე­იქ­მნას და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა და ყვე­ლამ ერ­თად და­გეგ­მონ ყვე­ლა­ფე­რი: ვინ წა­ვი­დეს, რა იმ­ღე­როს. მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო გვაქვს. ფული მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უნდა და­ი­ხარ­ჯოს.

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი:

- თა­ვი­დან "ში­ნის" და მა­რი­კოს ვი­დეო რომ ვნა­ხე, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად მო­მეჩ­ვე­ნა და მივ­ხვდი, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ის" ფორ­მა­ტი არ იყო, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, ორი­გი­ნა­ლო­ბენ-მეთ­ქი. გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით კი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ამ კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი უნდა მო­ეშ­ვას. ორი-სამი წე­ლია, მი­ღე­ბულ შე­დე­გებს ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ. ჩემი მხრი­დან, რო­გორც მუ­სი­კო­სის­გან, არა­კო­ლე­გი­უ­რია რა­ღა­ცის თქმა, მაგ­რამ კომ­პო­ზი­ცია მი­ნი­მუმ უც­ნა­უ­რი იყო და "არა­ევ­რო­ვი­ზი­ის" ფორ­მა­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა "შინს", პა­ტივს ვცემ, მა­რი­კო რო­გორც ვო­კა­ლის­ტი მომ­წონს, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის მომ­ზა­დე­ბი­სას ჩემი აზ­რით, რა­ღაც პრო­დი­უ­სე­რუ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა მოხ­და. მი­მაჩ­ნია, რომ ვინც ამ პრო­დი­უ­სე­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, "არა­ევ­რო­ვი­ზი­ის" ფორ­მა­ტის ტი­პია.

- რას იტყვი, ზო­გა­დად ეთ­ნო­ჯაზ­ზე, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" არ ამარ­თლებს?

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ეთნო ელე­მენ­ტე­ბით კომ­პო­ზი­ცი­ას გა­უ­მარ­ჯვია, მაგ­რამ ევ­რო­პამ ქარ­თუ­ლი ფოლ­კი ხომ არ იცის და ბუ­ნებ­რი­ვია, მის­თვის არ არის ახ­ლო­ბე­ლი ეს ჰან­გი. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ამა­ზე ფსო­ნის გა­კე­თე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა.

ამას­თან, კომ­პო­ზი­ცია ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, იქი­დან მე, მუ­სი­კოსს ერთი ფრა­ზაც არ და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ წა­გიმ­ღე­როთ. ვერც კოს­ტი­უ­მე­ბი გა­ვი­გე, მოკ­ლედ, ბევ­რი რამ ვერ გა­ვი­გე, ხომ ვამ­ბობ, რო­გორც ავან­გარ­დი, კულ­ტუ­რის ნი­მუ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო არტი ისე აღ­ვიქ­ვი, მაგ­რამ რამ­დე­ნად "ევ­რო­ვი­ზი­ის" იყო ის ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი... ისე, "ევ­რო­ვი­ზი­აც" რა არის, ამა­საც ვერ ვხდე­ბი.

მე, რო­გორც "ევ­რო­ვი­ზი­ის" ის­ტო­რი­ა­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი, - პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­პის­თვის დაბ­ლო­კი­ლი, ვი­ტყვი, რომ 2008 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს უკვე უარი უნდა ეთ­ქვა მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, რად­გა­ნაც მა­შინ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ხომ და­იბ­ლო­კა?!.. ამ ყვე­ლა­ფერ­ში ბევ­რი ფული იხარ­ჯე­ბა, არ მინ­და, ვინ­მეს ეწყი­ნოს, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ფი­ნალ­ში ვერ ხვდე­ბი­ან.

- ანუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ პრო­დი­უ­სინ­გში გარ­ღვე­ვაა?

- ალ­ბათ. თვი­თონ იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არ ხდე­ბა წი­ნას­წარ რა­ღა­ცე­ბის არ­ჩე­ვა, რაც ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია... სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, უნდა და­ფიქ­რდეს. არ შე­იძ­ლე­ბა სა­კი­თხე­ბის ასე ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­წყვე­ტა.

ჩვე­ნი სა­უბ­რის რე­ზი­უ­მე ასე­თია: მე არ მომ­წონს თვი­თონ "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სი, მაგ­რამ ღმერ­თმა ყვე­ლას ხელი მო­უ­მარ­თოს. არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არა­ვის მი­მართ არ მაქვს.

- მოკ­ლედ, ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჯო­ბია, შე­ვეშ­ვათ?

- კი, და ამის ტო­ტა­ლუ­რი მი­ზე­ზი ვი­მე­ო­რებ, 2008 წელს გაჩ­ნდა, - ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ და­უშ­ვეს. პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დაგ­ვბლო­კეს. იმის მერე უკვე შე­იძ­ლე­ბო­და ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ამა­ვე თე­მა­ზე:

sponsored by ContentRoom

რატომ ვერ ხვდებიან "ევროვიზიის" ფინალში ქართველი კონკურსანტები - მარინა ბერიძე და სტეფანე წარუმატებლობის მიზეზებზე

რატომ ვერ ხვდებიან "ევროვიზიის" ფინალში ქართველი კონკურსანტები - მარინა ბერიძე და სტეფანე წარუმატებლობის მიზეზებზე

8 მაისს "ევროვიზიის" კონკურსს ნახევარფინალური ტურიდან "შინ" და მარიკო ებრალიძე, კომპოზიციით - "სამი წუთი დედამიწამდე", გამოეთიშა. ასე რომ, ზაზა მიმინოშვილის ("შინის" ლიდერი) ოცნება, "ევროვიზია" გაისად საქართველოში ჩატარებულიყო, ვერ ახდა...

საინტერესოა, რა უნდა გაკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ "ევროვიზიაზე" მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს და საერთოდ, უნდა მივიღოთ თუ არა ამ კონკურსში მონაწილეობა? ამ საკითხებზე სასაუბროდ "ამბები.გე" მარინა ბერიძესა და სტეფანე მღებრიშვილს დაუკავშირდა.

მარინა ბერიძე:

- ყოველ წელს მივდივართ ამ კონკურსზე და მომზადების მხრივაც თითქოს არაფერი გვიშავს და არც ცუდად გამოვდივართ. სხვადასხვა ვარიანტიც მოისინჯა: სოფო ხალვაში, სოფო ნიჟარაძე, ჯგუფი "ელდრაინი", მაგრამ რა? მგონია, რომ ყველაზე მთავარი საკითხი გვაქვს ძალიან ცუდად დაყენებული, - ეს საორგანიზაციო მხარე გახლავთ.

- რას გულისხმობთ?

- არ ვმუშაობთ ევროპაში ჩვენს დიასპორასთან. მთავარია, ამ ადამიანების ხმები. დიახ, უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი. "ევროვიზია" რომ დამთავრდება, მომდევნო წლისთვის სამზადისი დაიწყება, იქიდანვე უნდა დაიწყოს ფიქრი ამაზე... მერე პრობლემაა ისიც, რომ ამ მოსამზადებელ პერიოდშიც ძალიან გვიან ვერთვებით, რადგან ხან თანხა არ არის, ხან ვინ უნდა წავიდეს, ეს არ იციან...  ყველაფერი რომ გაირკვევა, მერე ჩქარ-ჩქარა ხდება ყველაფრის გაკეთება, რაც საქმეს ვნებს...

- დიასპორასთან კონკრეტულად როგორ უნდა ვიმუშაოთ?

- არსებობს დიასპორის სამინისტრო, რომელიც უნდა ჩაეროს ამ საქმეში, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაონ, საელჩოებიც უნდა ჩაერთვნენ, ამ ყველაფრის პროპაგანდა უნდა მოხდეს უცხოეთში. ტურნე უნდა მოეწყოს იმ ქვეყნებში, ვისი ხმებიც გვჭირდება. ეს ხომ მაინც პოლიტიკური კონკურსია?!

- წლევანდელ კომპოზიციაზე რას იტყვით?

- ეს იყო ერთი დიდი სიმღერა, არაფერი განსხვავებული, თუმცა ძალიან ''დავარცხნილად'' გაკეთებული, მაგრამ ჩვენი რომელიმე კონკურსანტი ოდესმე იქ ცუდად თუ გამოსულა?! თუმცა ეს ბოლო კომპოზიცია ჩემთვის მაინც ძველმოდური გახლდათ. "შინის" ადგილზე მარიკოს როლს ცოტა წინ წამოვწევდი. რაც ვნახეთ, ის იყო, მარიკო "შინში'', არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო, ქალის როლი წინ უნდა წამოწეულიყო. თუ ეს არ უნდოდათ, მაშინ ჯობდა, თვითონ ჯგუფი მარიკოს გარეშე წასულიყო. მისი როლი ნომერში ცოტა გაურკვეველი გახლდათ, არადა, კარგი ხმა აქვს, კარგი გარეგნობა...

- გარდა იმისა, რომ დიასპორასთან უნდა ვიმუშაოთ, სამომავლოდ, კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ ამ კონკურსში სამომავლოდ მონაწილეობას ვაპირებთ?

- ჩვენში ამ სფეროში არიან ადამიანები, ვისაც აზრი მოეკითხებათ, ძალა ხომ ერთობაშია? ჰოდა, ამ ძალების თავმოყრა და გაერთიანებაა საჭირო, რაღაც შემოქმედებითი საბჭო უნდა შეიქმნას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ყველამ ერთად დაგეგმონ ყველაფერი: ვინ წავიდეს, რა იმღეროს. მოკლედ, სერიოზული სამუშაო გვაქვს. ფული მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს.

სტეფანე მღებრიშვილი:

- თავიდან "შინის" და მარიკოს ვიდეო რომ ვნახე, ძალიან უცნაურად მომეჩვენა და მივხვდი, რომ "ევროვიზიის" ფორმატი არ იყო, მაგრამ ვიფიქრე, ორიგინალობენ-მეთქი. გუშინდელი მონაცემებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკურსის ორგანიზატორობას საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოეშვას. ორი-სამი წელია, მიღებულ შედეგებს ერთმანეთს აბრალებენ. ჩემი მხრიდან, როგორც მუსიკოსისგან, არაკოლეგიურია რაღაცის თქმა, მაგრამ კომპოზიცია მინიმუმ უცნაური იყო და "არაევროვიზიის" ფორმატი.

რაც შეეხება "შინს", პატივს ვცემ, მარიკო როგორც ვოკალისტი მომწონს, მაგრამ ამ ყველაფრის მომზადებისას ჩემი აზრით, რაღაც პროდიუსერული შეუთავსებლობა მოხდა. მიმაჩნია, რომ ვინც ამ პროდიუსერულ გადაწყვეტილებას იღებს, "არაევროვიზიის" ფორმატის ტიპია.

- რას იტყვი, ზოგადად ეთნოჯაზზე, "ევროვიზიაზე" არ ამართლებს?

- ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეთნო ელემენტებით კომპოზიციას გაუმარჯვია, მაგრამ ევროპამ ქართული ფოლკი ხომ არ იცის და ბუნებრივია, მისთვის არ არის ახლობელი ეს ჰანგი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამაზე ფსონის გაკეთება, არ შეიძლება.

ამასთან, კომპოზიცია ძალიან რთული იყო, იქიდან მე, მუსიკოსს ერთი ფრაზაც არ დამამახსოვრდა, რომ წაგიმღეროთ. ვერც კოსტიუმები გავიგე, მოკლედ, ბევრი რამ ვერ გავიგე, ხომ ვამბობ, როგორც ავანგარდი, კულტურის ნიმუში, საინტერესო არტი ისე აღვიქვი, მაგრამ რამდენად "ევროვიზიის" იყო ის ყველაფერი, არ ვიცი... ისე, "ევროვიზიაც" რა არის, ამასაც ვერ ვხდები.

მე, როგორც "ევროვიზიის" ისტორიაში შესული ადამიანი, - პოლიტიკური კლიპისთვის დაბლოკილი, ვიტყვი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს უკვე უარი უნდა ეთქვა მასში მონაწილეობაზე, რადგანაც მაშინ ჩვენი ქვეყანა ხომ დაიბლოკა?!.. ამ ყველაფერში ბევრი ფული იხარჯება, არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე, ფინალში ვერ ხვდებიან.

- ანუ წარუმატებლობის მიზეზი ის არის, რომ პროდიუსინგში გარღვევაა?

- ალბათ. თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, არ ხდება წინასწარ რაღაცების არჩევა, რაც ძალიან უცნაურია... საზოგადოებრივი მაუწყებლის ის ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დაფიქრდეს. არ შეიძლება საკითხების ასე ერთპიროვნულად გადაწყვეტა.

ჩვენი საუბრის რეზიუმე ასეთია: მე არ მომწონს თვითონ "ევროვიზიის" კონკურსი, მაგრამ ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. არანაირი პრეტენზია არავის მიმართ არ მაქვს.

- მოკლედ, ამ კონკურსში მონაწილეობას ჯობია, შევეშვათ?

- კი, და ამის ტოტალური მიზეზი ვიმეორებ, 2008 წელს გაჩნდა, - ჩვენი ქვეყანა არ დაუშვეს. პოლიტიკური ნიშნით დაგვბლოკეს. იმის მერე უკვე შეიძლებოდა ბოიკოტის გამოცხადება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ამავე თემაზე:

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება