ჩრდილოეთ კორეულმა საინფორმაციო სააგენტომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას "ბოროტი შავი მაიმუნი" უწოდა.
როგორც ვაშინგტონში, თეთრი სახლის პრესპიკერმა განაცხადა, რასისტული რიტორიკა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აშშ-ის ლიდერი სამხრეთ კორეას ეწვია.
ჩრდილოეთ კორეულმა მედიამ არც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დაინდო. პრეზიდენტების შეურაცხმყოფელი ეპითეტები მხოლოდ კორეულ ენაზეა. NK News-ის ვებსაიტზე განთავსებულ სტატიაში წერია - "ობამა ზიზღს იწვევს. მას ახლოდან რომ ვუყურებ, ვაცნობიერებ, რომ ის აფრიკის მკვიდრ მაიმუნს ჰგავს შავი სახით, მჭლე რუხი თვალებით, სქელი პირით, ტლანქი ყურებითა და თმით. აფრიკის ეროვნული ზოოპარკი მისთვის სრულყოფილი ადგილი იქნებოდა, როცა ვიზიტორების მიერ ნასროლ პურის ნამცეცებს ალოკავდა".
ერთ-ერთი სტატია ჯოშ სტანტონმაც გადათარგმნა; ის ბლოგს აწარმოებს, სადაც რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციებს ჩრდილოეთ კორეაში ადამიანების უფლებების დარღვევების შესახებ. როგორც ბლოგერი ამბობს, კორეული ცენტრალური ახალი ამბების სააგენტო KCNA-ზე ბარაკ ობამას სამხრეთ კორეაში ვიზიტის შესახებ კომენტარი ასეთი შინაარსისაა - "ბოროტი შავი მაიმუნი, ამერიკელი პატრონი სამხრეთ კორეაში მიიწვიეს".
როგორც Washington Post წერს, სხვა ვერბალურ თავდასხმებს რაც შეეხება, ბარაკ ობამა აღწერილია როგორც ადამიანი, რომელსაც "აქვს მაიმუნის ტანი, მაშინ როდესაც კაცობრიობის პროგრესმა მილიონობით წელს მიაღწია". ამასთან, ჩრდილო კორეული სააგენტოები ობამას უწოდებენ "მასხარას", "ბინძურ ადამიანს" და პიროვნებას, რომელსაც "შესაფერისი გარეგნობაც კი არ აქვს, რომ ადამიანი იყოს".
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.