Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროვიზიის" ავსტრიელი კონკურსანტი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა აღაშფოთა
"ევროვიზიის" ავსტრიელი კონკურსანტი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა აღაშფოთა

25 წლის ავ­სტრი­ელ­მა კონ­კურ­სან­ტმა კონ­ჩი­ტა ვურსტმა, იგი­ვე ტო­მას ნო­ი­ვირტმა "ევ­რო­ვი­ზი­ის" მა­ყუ­რე­ბე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც სცე­ნა­ზე სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვა, მამ­რო­ბი­თი და მდედ­რო­ბი­თი სქე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბის სტან­დარ­ტის შერ­წყმით გა­და­წყვი­ტა.

კონ­ჩი­ტა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რით "ფე­ნიქ­სი­ვით აღ­სდე­ქი" (Rise like a Phoenix) წარ­სდგა. რო­გორც მის შე­სა­ხებ გახ­სნილ "ვი­კი­პე­დი­ის" გვერ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც გენ­დერუ­ლად ნე­იტ­რა­ლუ­რი, სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­წე­რი­სას იყე­ნებს მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ნაც­ვალ­სა­ხე­ლებს (her/she rather than him/he). 

მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე გა­მო­ჩე­ნას ხალ­ხის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. წელს მის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თი და სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში კონ­ჩი­ტას და­სავ­ლე­თის დეგ­რა­და­ცი­ის მა­გა­ლითს უწო­დე­ბენ. ბე­ლო­რუს­ში აქ­ტი­ვის­ტებ­მა ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მო­უ­წო­დეს, კონ­კურ­სის გა­შუ­ქე­ბი­სას, მისი გა­მოს­ვლის მო­ნაკ­ვე­თის­თვის რე­დაქ­ტი­რე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. რუს­მა კა­ნონ­მდე­ბელ­მა, ვი­ტა­ლი მი­ლო­ნოვ­მა ავ­სტრი­ე­ლი კონ­კურ­სან­ტი "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი­სა და სუ­ლი­ე­რი ხრწნის აშ­კა­რა პრო­პა­გან­და­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მას გულ­თბი­ლად არც თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი ხვდე­ბი­ან; 2013 წელს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვურსტი კონ­კურ­სზე ავ­სტრი­ას წა­რად­გენ­და, ამ ფაქტს ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. 4 დღის შემ­დეგ გა­იხ­სნა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი, სა­დაც მომ­ღერ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ე.წ. "ანტი-ვურსტი" კამ­პა­ნია და­ი­წყო - გვერ­დი 31 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ა­ლა­ი­ქა და ამ გზით გა­მო­ხა­ტა პრო­ტეს­ტი კონ­კურ­სან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ღი­ზი­ან­დნენ ბე­ლო­რუს­სა და რუ­სეთ­ში, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ტი­ცია შე­იქ­მნა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ "ამ პერ­ფორ­მან­სით ევ­რო­ვი­ზია სო­დო­მის ბუ­დე­ში ჩა­ვარ­დე­ბა".

"თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის გამო მად­ლო­ბე­ლი ვარ. სა­ხე­ზე ბევ­რი თმა მაქვს და ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რომ სა­ხის ბეწვმა ასე­თი დიდი აღელ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამას­თან, მინ­და გი­თხრათ, რომ ავ­ტოგ­რა­ფე­ბის მთხოვ­ნელ­თა 80% სწო­რედ რუ­სე­თი­დან და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან არის. აი, რა არის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე მის შე­დე­გებს, კონ­ჩი­ტა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­შია და 10 მა­ისს ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძო­ლებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nzherald.co.nz-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ევროვიზიის" ავსტრიელი კონკურსანტი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა აღაშფოთა

"ევროვიზიის" ავსტრიელი კონკურსანტი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპა აღაშფოთა

25 წლის ავსტრიელმა კონკურსანტმა კონჩიტა ვურსტმა, იგივე ტომას ნოივირტმა "ევროვიზიის" მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც სცენაზე სტერეოტიპის დამსხვრევა, მამრობითი და მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი გარეგნობის სტანდარტის შერწყმით გადაწყვიტა.

კონჩიტა საერთაშორისო კონკურსზე სიმღერით "ფენიქსივით აღსდექი" (Rise like a Phoenix) წარსდგა. როგორც მის შესახებ გახსნილ "ვიკიპედიის" გვერდზე ვკითხულობთ, მომღერალი, რომელიც ცნობილია, როგორც გენდერულად ნეიტრალური, საკუთარი თავის აღწერისას იყენებს მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებს (her/she rather than him/he). 

მის საერთაშორისო კონკურსზე გამოჩენას ხალხის გარკვეული ჯგუფის საპასუხო რეაქცია მოჰყვა. წელს მის წინააღმდეგ რუსეთი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები გამოვიდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში კონჩიტას დასავლეთის დეგრადაციის მაგალითს უწოდებენ. ბელორუსში აქტივისტებმა ქვეყნის სახელმწიფო სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს მოუწოდეს, კონკურსის გაშუქებისას, მისი გამოსვლის მონაკვეთისთვის რედაქტირება გაეკეთებინათ. რუსმა კანონმდებელმა, ვიტალი მილონოვმა ავსტრიელი კონკურსანტი "ჰომოსექსუალიზმისა და სულიერი ხრწნის აშკარა პროპაგანდაში" დაადანაშაულა.

მას გულთბილად არც თანამემამულეები ხვდებიან; 2013 წელს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვურსტი კონკურსზე ავსტრიას წარადგენდა, ამ ფაქტს ადგილობრივებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. 4 დღის შემდეგ გაიხსნა "ფეისბუქის" გვერდი, სადაც მომღერლის წინააღმდეგ ე.წ. "ანტი-ვურსტი" კამპანია დაიწყო - გვერდი 31 000-ზე მეტმა ადამიანმა დაალაიქა და ამ გზით გამოხატა პროტესტი კონკურსანტის წინააღმდეგ. განსაკუთრებით გაღიზიანდნენ ბელორუსსა და რუსეთში, სადაც სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "ამ პერფორმანსით ევროვიზია სოდომის ბუდეში ჩავარდება".

"თქვენი ყურადღების გამო მადლობელი ვარ. სახეზე ბევრი თმა მაქვს და ძალიან უცნაურია, რომ სახის ბეწვმა ასეთი დიდი აღელვება გამოიწვია. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ავტოგრაფების მთხოვნელთა 80% სწორედ რუსეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან არის. აი, რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა მომღერალმა.

რაც შეეხება ევროვიზიაზე მის შედეგებს, კონჩიტა მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულებშია და 10 მაისს ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მომზადებულია nzherald.co.nz-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება