სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელვაჩაურის ეკლესიის მშენებლობას შეწირული ბიჭის სულისშემძვრელი ისტორია
ხელვაჩაურის ეკლესიის მშენებლობას შეწირული ბიჭის სულისშემძვრელი ისტორია

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, კერ­ძოდ, ახალ­სო­ფელ­ში მშე­ნე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თის ჩა­მონ­გრე­ვას ორი ახალ­გაზ­რდის, 21 წლის თორ­ნი­კე მა­ხა­რა­ძი­სა და 25 წლის მა­მუ­კა მი­ქე­ლა­ძის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. თორ­ნი­კე ბა­თუ­მის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში სტი­ქა­რო­სა­ნი იყო. მა­მუ­კა კი, რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი დე­მურ თი­კა­ნა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბა, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნად რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ი­ნათ­ლა...

დე­მურ თი­კა­ნა­ძე:

- მა­მუ­კა 25 წლის იყო. ხელ­ვა­ჩა­ურ­ში არა, ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და. აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­თან ახ­ლოს... ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი. სა­ოც­რად თბი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ოჯახ­ში დედ-მამა ჰყავს და და-ძმა. მამა გუ­ლით ავად­მყო­ფია, სამი ინ­ფარ­ქტი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი და შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ. მა­მუ­კას და და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავს. ძმა - არა.

- არც მა­მუ­კას ჰყავ­და ოჯა­ხი?..

- არა, მაგ­რამ სა­ცო­ლე ჰყავ­და. შემ­დგო­მა­ზე აპი­რებ­და და­ო­ჯა­ხე­ბას. არ მუ­შა­ობ­და და ამი­ტო­მაც, ოჯა­ხის შექ­მნის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებ­და. თუ სად­მე სა­მუ­შაო გა­მოჩ­ნდე­ბო­და, თავს არ ზო­გავ­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვიცი, რომ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, ენ­თუ­ზი­აზმზე მუ­შა­ობ­და, არა­ფერს იღებ­და... სამი დღის წინ ვნა­ხე. გა­მი­ხარ­და მისი ნახ­ვა და მო­ვი­კი­თხე, - რას შვე­ბი, რო­გორ ხარ-მე­უთ­ქი, - რა­ღაც­ნა­ი­რად, მო­წყე­ნი­ლი ხმით მი­თხრა, - დრო­ე­ბით უმუ­შე­ვა­რი ვარო და იმე­დია, რა­მეს ვი­პო­ვიო... ღვთის სამ­სა­ხურ­ში ვარ, ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო...

- ვიცი, რომ ახ­ლა­ხან ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღე...

- დიახ, ამ რამ­დე­ნი­მე დღის გახ­და 25 წლის და იმ დღეს­ვე მო­ი­ნათ­ლა ქრის­ტი­ა­ნად... მა­ნამ­დეც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ მო­ნათ­ლუ­ლი არ ყო­ფი­ლა... ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნე ბიჭი იყო, რო­დე­საც სუფ­რა­ზე შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ეს მუ­დამ მხი­ა­რუ­ლი და ლაღი ბიჭი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უფალ­ზე სა­უბ­რი­სას ისე შე­იც­ვლე­ბო­და, სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბო­და. თვა­ლებ­ში თით­ქოს სი­ნათ­ლე უდ­გე­ბო­და...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ხელვაჩაურის ეკლესიის მშენებლობას შეწირული ბიჭის სულისშემძვრელი ისტორია

ხელვაჩაურის ეკლესიის მშენებლობას შეწირული ბიჭის სულისშემძვრელი ისტორია

ხელვაჩაურში, კერძოდ, ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევას ორი ახალგაზრდის, 21 წლის თორნიკე მახარაძისა და 25 წლის მამუკა მიქელაძის სიცოცხლე შეეწირა. თორნიკე ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სტიქაროსანი იყო. მამუკა კი, როგორც მისი მეგობარი დემურ თიკანაძე ჩვენთან საუბარში ჰყვება, მართლმადიდებელ ქრისტიანად რამდენიმე დღის წინ, თავის დაბადების დღეზე მოინათლა...

დემურ თიკანაძე:

- მამუკა 25 წლის იყო. ხელვაჩაურში არა, ბათუმში ცხოვრობდა. აეროპორტის გზატკეცილთან ახლოს... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. საოცრად თბილი და გულისხმიერი ადამიანი იყო. ოჯახში დედ-მამა ჰყავს და და-ძმა. მამა გულით ავადმყოფია, სამი ინფარქტი აქვს გადატანილი და შვილები ძალიან უფრთხილდებოდნენ. მამუკას და დაოჯახებულია, პატარა შვილი ჰყავს. ძმა - არა.

- არც მამუკას ჰყავდა ოჯახი?..

- არა, მაგრამ საცოლე ჰყავდა. შემდგომაზე აპირებდა დაოჯახებას. არ მუშაობდა და ამიტომაც, ოჯახის შექმნისგან ჯერჯერობით თავს იკავებდა. თუ სადმე სამუშაო გამოჩნდებოდა, თავს არ ზოგავდა. ამ შემთხვევაში ვიცი, რომ ტაძრის მშენებლობაში, ენთუზიაზმზე მუშაობდა, არაფერს იღებდა... სამი დღის წინ ვნახე. გამიხარდა მისი ნახვა და მოვიკითხე, - რას შვები, როგორ ხარ-მეუთქი, - რაღაცნაირად, მოწყენილი ხმით მითხრა, - დროებით უმუშევარი ვარო და იმედია, რამეს ვიპოვიო... ღვთის სამსახურში ვარ, ტაძრის მშენებლობაში ვიღებ მონაწილეობას და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნებაო...

- ვიცი, რომ ახლახან ჰქონდა დაბადების დღე...

- დიახ, ამ რამდენიმე დღის გახდა 25 წლის და იმ დღესვე მოინათლა ქრისტიანად... მანამდეც ქრისტიანული წესით ცხოვრობდა, მაგრამ მონათლული არ ყოფილა... ძალიან მორწმუნე ბიჭი იყო, როდესაც სუფრაზე შევიკრიბებოდით, ეს მუდამ მხიარული და ლაღი ბიჭი, საქართველოსა და უფალზე საუბრისას ისე შეიცვლებოდა, სრულიად სხვანაირი ადამიანი ხდებოდა. თვალებში თითქოს სინათლე უდგებოდა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია