ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პრესის სახლის გვერდით მშენებარე შენობიდან ფიცრები გადმოვარდა და მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად მანქანას საქარე მინა მთლიანად დაუზიანდა.
უბედურ შემთხვევას გადაურჩნენ ფეხით მოსიარულეები და მოქალაქეები, რომლებიც იმ მომენტისათვის მშენებლობის წინ, გაჩერებაზე იდგნენ.
მშენებლობიდან საშენი მასალების ცვენის საფრთხე ისევ არსებობს.