10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, ჯანმო-მ და USAID-მა ჩაატარეს
ირაკლი ღარიბაშვილი - ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, ჯანმო-მ და USAID-მა ჩაატარეს

ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე მცი­რე დრო­ში, ჩვენ ნამ­დვი­ლად წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ეთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის შე­დე­გე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მთავ­რო­ბა არ მი­ე­ცე­მა თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბას, რად­გან პრობ­ლე­მე­ბი კი­დევ არ­სე­ბობს.

"ძნე­ლია, სი­ა­მა­ყის გა­რე­შე მო­ის­მი­ნო იმ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბან­კმა, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და USAID-მა ჩა­ა­ტა­რეს - გა­მო­კი­თხულ­თა 80 პრო­ცენტზე მეტი ხაზ­გას­მუ­ლად და­დე­ბი­თად აფა­სებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის შე­დე­გებს. ჩვენ ნამ­დვი­ლად წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ეთ ასე მცი­რე დრო­ში. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მი­ვე­ცე­მით თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბას, რად­გან ყვე­ლა­ზე კარ­გად ვი­ცით, რომ კი­დევ არ­სე­ბობს პრობ­ლე­მე­ბი, კი­დევ ბევ­რი შრო­მა გვაქვს გა­სა­წე­ვი. და­სა­მა­ლი არ არის, რომ უმ­ძი­მე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გვერ­გო, და ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში იგ­რძნო­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­იც­ვა­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ბა­ზი­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით. "რო­გორც იცით, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის სა­ერ­თოდ ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო ჯან­დაც­ვა. მცი­რე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ხში­რად ოჯა­ხე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ოპე­რა­ცი­ე­ბის­თვის, იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ აე­ღოთ სეს­ხი ან, სუ­ლაც, გა­ე­ყი­დათ სახლ-კარი, რაც ოჯა­ხე­ბის გა­ღა­ტა­კე­ბას იწ­ვევ­და. ამი­ტო­მაც, ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თავ­დნენ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რაც ხში­რად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც კი იყო და მძი­მე შე­დე­გე­ბით მთავ­რდე­ბო­და. ჩვენ თა­ვი­დან­ვე გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ადა­მი­ა­ნი, მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და სო­ცი­ა­ლურ სო­ლი­და­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბო­და. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხა­რის­ხი­ა­ნი და ხარ­ჯე­ფექ­ტუ­რი ჯან­დაც­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბით ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ და მო­ქა­ლა­ქე­ებს შევ­პირ­დით, რომ სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებ­და და არც ერთ თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს არ და­ტო­ვებ­და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­რე­შე, ბე­დის ანა­ბა­რა, და ეს პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლეთ. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა რე­ფორ­მამ უამ­რავ ადა­მი­ანს შე­უმ­სუ­ბუ­ქა ყოფა და მო­უხ­სნა ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თი. სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მამ და­ახ­ლო­ე­ბით სამ­ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მო­იც­ვა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბა მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნებს იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა თავი და­უც­ვე­ლად აღა­რა­სო­დეს იგ­რძნონ. "და­გეგ­მი­ლი გვაქვს ახა­ლი კლი­ნი­კე­ბის აშე­ნე­ბა, ხოლო არ­სე­ბულ კლი­ნი­კებს სულ უფრო მი­ვუ­ახ­ლო­ებთ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებს. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მა­გა­ლი­თად, სულ ახ­ლა­ხან მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე თვი­დან 30 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და სოფ­ლის ექი­მი­სა და ექთ­ნის და­ფი­ნან­სე­ბა. ჩვე­ნი ყო­ვე­ლი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ისე ჩვე­ნი მე­დი­კო­სე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, მთავ­რო­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვია ქვე­ყა­ნა­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

"ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით, იქ, სა­დაც შო­ბა­დო­ბა და­ბა­ლია, და ასე­თი 6 რე­გი­ო­ნი გვაქვს, ყო­ველ მე­სა­მე და მომ­დევ­ნო ახალ­შო­ბილ­ზე ბარ­ში გა­ი­ცე­მა 150 ლარი, მთა­ში კი - 200 ლარი. მი­მაჩ­ნია, რომ ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მან­ვე ისა­უბ­რა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვას. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ყვე­ლა პი­რო­ბა შე­ვუქ­მნათ მათ გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სათ­ვის, არ მო­ვაკ­ლოთ მათ მზრუნ­ვე­ლო­ბა. ჩვენ გავ­ზარ­დეთ მომ­სა­ხუ­რე­ბის სპექტრი ბავ­შვთა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და იმე­დი მაქვს, არც ერთი ბავ­შვი არ დარ­ჩე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე. მთავ­რო­ბამ შე­მო­ი­ღო ახა­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნია მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა თავ­შე­საფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. გვაქვს სი­ახ­ლეც - ზრუნ­ვის პროგ­რა­მას და­ე­მა­ტა ახა­ლი ქვეპ­როგ­რა­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის გა­და­უ­დე­ბელ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას. ეს პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მივ­ხე­დოთ სი­ღა­ტა­კე­ში მყოფ ოჯა­ხებს, რათა აღა­რა­ვინ დარ­ჩეს გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე", - გა­ნახ­ცა­და პრე­მი­ერ­მა.

მან­ვე დიდი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას, რე­ფორ­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს, მედ­პერ­სო­ნალს, ვინც თავ­და­უ­ზო­გა­ვად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შრო­მის ფა­სად ემ­სა­ხუ­რე­ბა ჯან­დაც­ვას.

"ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის მი­მართ, ბევ­რი კრი­ტი­კაც იყო, ბევ­რს და­უ­ჯე­რებ­ლად მი­აჩ­ნდა და შე­უძ­ლე­ბე­ლი ეგო­ნა ამ რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა. მაგ­რამ ჩვენ­მა გუნ­დმა და ბა­ტონ­მა და­ვით სერ­გე­ენ­კომ შეძ­ლეს ამ რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. დღეს უკვე იმ ეტაპ­ზე ვართ, როცა რე­ფორ­მა­სულ უფრო და უფრო იხ­ვე­წე­ბა და მეტ მომ­სა­ხუ­რე­ბას მო­ი­ცავს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მალე ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის შე­დე­გე­ბი კი­დევ უფრო საგ­რძნო­ბი გახ­დე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, ჯანმო-მ და USAID-მა ჩაატარეს

ირაკლი ღარიბაშვილი - ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, ჯანმო-მ და USAID-მა ჩაატარეს

ჯანდაცვის მიმართულებით, ასე მცირე დროში, ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელ შედეგს მივაღწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში მიმდინარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა არ მიეცემა თვითკმაყოფილებას, რადგან პრობლემები კიდევ არსებობს.

"ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და USAID-მა ჩაატარეს - გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტი ხაზგასმულად დადებითად აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგებს. ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელ შედეგს მივაღწიეთ ასე მცირე დროში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რადგან ყველაზე კარგად ვიცით, რომ კიდევ არსებობს პრობლემები, კიდევ ბევრი შრომა გვაქვს გასაწევი. დასამალი არ არის, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, და ყველაზე მეტად ეს ჯანდაცვის სფეროში იგრძნობოდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შეიცვალა მდგომარეობა და საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით. "როგორც იცით, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა. მცირე შემოსავლიანი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, განსაკუთრებით კი ოპერაციებისთვის, იძულებული იყვნენ აეღოთ სესხი ან, სულაც, გაეყიდათ სახლ-კარი, რაც ოჯახების გაღატაკებას იწვევდა. ამიტომაც, ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ხშირად დაგვიანებულიც კი იყო და მძიმე შედეგებით მთავრდებოდა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა. ჩვენი მოქალაქეების უზრუნველყოფა ხარისხიანი და ხარჯეფექტური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენ მიზნად დავისახეთ და მოქალაქეებს შევპირდით, რომ სახელმწიფო იზრუნებდა და არც ერთ თავის მოქალაქეს არ დატოვებდა სამედიცინო მომსახურების გარეშე, ბედის ანაბარა, და ეს პირობა შევასრულეთ. ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოუხსნა ფინანსური ტვირთი. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ დაახლოებით სამნახევარი მილიონი ადამიანი მოიცვა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა მუდმივად იზრუნებს იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა თავი დაუცველად აღარასოდეს იგრძნონ. "დაგეგმილი გვაქვს ახალი კლინიკების აშენება, ხოლო არსებულ კლინიკებს სულ უფრო მივუახლოებთ თანამედროვე სტანდარტებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას და სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესებას. მაგალითად, სულ ახლახან მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან 30 პროცენტით გაიზარდა სოფლის ექიმისა და ექთნის დაფინანსება. ჩვენი ყოველი შემდეგი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს როგორც პაციენტებისთვის, ისე ჩვენი მედიკოსებისთვის ღირსეული პირობების შექმნას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა კონფერენციაზე დემოგრაფიულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება.

"ჩემი ინიციატივით, იქ, სადაც შობადობა დაბალია, და ასეთი 6 რეგიონი გვაქვს, ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ბარში გაიცემა 150 ლარი, მთაში კი - 200 ლარი. მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას", - აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ რეაბილიტაციასა და ბავშვებზე ზრუნვას. ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე ზრუნვა.

"ჩვენი მიზანია, ყველა პირობა შევუქმნათ მათ განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის, არ მოვაკლოთ მათ მზრუნველობა. ჩვენ გავზარდეთ მომსახურების სპექტრი ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში და იმედი მაქვს, არც ერთი ბავშვი არ დარჩება განსაკუთრებული ყურადღების გარეშე. მთავრობამ შემოიღო ახალი მომსახურება, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა. გვაქვს სიახლეც - ზრუნვის პროგრამას დაემატა ახალი ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელ სოციალურ დახმარებას. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა მივხედოთ სიღატაკეში მყოფ ოჯახებს, რათა აღარავინ დარჩეს გადაუდებელი საჭიროების გარეშე", - განახცადა პრემიერმა.

მანვე დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, რეფორმის ყველა მონაწილეს, მედპერსონალს, ვინც თავდაუზოგავად, წარმოუდგენელი შრომის ფასად ემსახურება ჯანდაცვას.

"ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი ჯანდაცვის რეფორმის მიმართ, ბევრი კრიტიკაც იყო, ბევრს დაუჯერებლად მიაჩნდა და შეუძლებელი ეგონა ამ რეფორმის გატარება. მაგრამ ჩვენმა გუნდმა და ბატონმა დავით სერგეენკომ შეძლეს ამ რეფორმის წარმატებით განხორციელება. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა რეფორმასულ უფრო და უფრო იხვეწება და მეტ მომსახურებას მოიცავს. დარწმუნებული ვარ, მალე ჯანდაცვის რეფორმის შედეგები კიდევ უფრო საგრძნობი გახდება და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა