ვებგვერდი LISTVERSE მსოფლიოში 5 ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
1. რიჩარდ ტრენტონ ჩეიზი: ის ამერიკელი სერიული მკვლელი იყო, რომელმაც კალიფორნიაში 6 ადამიანი დახოცა. მას საკრამენტოს ვამპირიც უწოდეს, რადგანაც მსხვერპლის სისხლს სვამდა. მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ფეხმძიმეც იყო, რომელიც მის სახლში მოკლა, შემდეგ კი გვამთან სექსი ჰქონდა და გარდაცვლილის გვამი დაასახიჩრა. 8 მაისს მას პირველი ხარისხის ექვსმაგი მკვლელობა მიუსაჯეს. განაჩენი გაზის კამერაში სიკვდილი იყო. ვიდრე სასიკვდილო განაჩენს ელოდა, პატიმრები აშინებდნენ და თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ. 1980 წლის 26 დეკემბერს მცველმა რიჩარდი ლოგინზე გარდაცვლილი იპოვა. როგორც გვამის გაკვეთისას დადგინდა, ის ანტიდეპრესანტის ზედმეტი დოზით იყო გარდაცვლილი.
2. ჯეფრი დამერი: ის სექსუალური მოძალადე და სერიული მკვლელი იყო, რომელმაც 1978-1991 წლებში გააუპატიურა, მოკლა და დაანაწევრა 17 ადამიანი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. მკვლელობების უმრავლეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ნეკროფილიას და კანიბალიზმს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1994 წლის 28 ნოემბერს, თანასაკნელი დამერს ფიზიკურად გაუსწორდა; მიღებული მძიმე თავის ტრამვის გამო სერიული მკვლელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
3. ალბერტ ფიში: სერიული მკვლელი ალბერტ ფიში ბავშვების გაუპატიურებასა და კანიბალიზმში სცნეს დამნაშავედ. ალბერტი სიკვდილით დასაჯეს.
4. ანდრეი ჩიკატილო: ანდრეი უკრაინელი სერიული მკვლელი იყო. ის დამნაშავედ სცნეს 53 ბავშვისა და ქალის მკვლელობაში, 1978-დან 1990 წლამდე. მისი პირველი მსხვერპლი 9 წლის გოგონა იყო. ის 1994 წლის 14 თებერვალს დახვრიტეს.
5. ჯავედ იკბალი: პაკისტანელი სერიული მკვლელი 100 ბავშვის გაუპატიურებასა და მკვლელობაში იყო ბრალდებული. მას ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. განაჩენის შესრულებამდე დამნაშავემ ციხის საკანში ზეწრით თავი ჩამოიხრჩო.
მომზადებულია LISTVERSE-ს მიხედვით.