"დღეს სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებულ მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით"

"დღეს სკოლებში ტუჩზე კონტურგაკეთებულ მამრობითი სქესის მასწავლებლებს ვხვდებით"

მსახიობი თამრიკო მაყაშვილი თანამედროვედ მოაზროვნე, მაგრამ იმავდროულად ტრადიციული ქალბატონი გახლავთ, ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი ტრადიციები, რაც დღევანდელობამ ნელ-ნელა გადაშენების პირას მიიყვანა. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი სასაცილოა, თვითონ კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან მეგობრობდა, რაც შემდეგ ქალაქში სალაპარაკო თემად იქცა.

- ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ და ჩემს ოჯახში დღემდე შენარჩუნებულია სტუმრის სახლში მიღების ტრადიცია, შეიძლება არაფერი გქონდეს, მაგრამ არაა აუცილებელი, გოჭზე იქეიფო, მთავარი ერთად ყოფნა და დროის სასიამოვნოდ გატარებაა. ხალხი ოჯახურ გარემოში სტუმრობას იმდენად მონატრებულია, რომ დაპატიჟების შემთხვევაში ყველა დიდი სიამოვნებით მოდის. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია თითქმის აღარ არსებობს, მეტიც, ბევრ ოჯახში სუფრის გასაშლელი მაგიდაც აღარ არის და პუფების დონეზე არიან დარჩენილები. მე კი მაქვს დიდი მაგიდა, რომელიც იშლება და კარგ სუფრებს მასპინძლობს. დღეს უმრავლესობა კაფეებსა და მსგავს ადგილებში იმაზე მეტს ხარჯავს, რაც სტუმრის სახლში მიპატიჟება დაუჯდება, რასაკვირველია, რესტორანი და კაფე კარგია, მაგრამ სახლში საუბარი და სტუმრის მიღება სხვაა.

- ჩვენთან მეზობლობის ტრადიცია განსაკუთრებულად აქტუალური იყო, ახლა კი თითქოს ეს ნელ-ნელა ქრება.

- ბედნიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს, რომლებიც ნათესავებზე მეტნიც კი არიან. არაფერს ვამბობ კარის მეზობელზე, რომელთანაც დაკაკუნების გარეშე შევდივარ, ანალოგიური სიტუაციაა ჩემთანაც, სადაც სახლის კარი არ იკეტება. მეტიც, არ დაგვვიწყებია სადილის მიწოდების ტრადიცია, თითქმის მთელი სადარბაზო ერთმანეთს ვუგზავნით კერძებს, მართალია, ძირითადად ძველი მეზობლები ვართ ჩვენს ეზოში, მაგრამ ვინც კი ახალი შემოგვემატა, ისინიც მეტ-ნაკლებად შემოგვიერთდნენ და მოერგნენ ჩვენს სიტუაციას. თუმცა ვიცი და გამიგია ისიც, რომ არიან ოჯახები, რომლებიც არათუ სადარბაზოს მეზობლებს, კარის მეზობელსაც კი არ იცნობენ, მე ისეთი ტიპი ვარ, სადაც უნდა ვიცხოვრო, შევაჭრი და თვითონ გავიცნობ მეზობლებს, სხვანაირად არ შემიძლია.

- როგორც ვხედავ, თქვენ მეზობლებში გაგიმართლათ, თუმცა სამეზობლოში ხშირია ჭორაობა, პირადი ცხოვრების განხილვა და ა.შ.

- ჩვენთან ყურადღება არავის მიუქცევია იმისთვის, ვინ მოვიდა ღამის 3 საათზე და ვინ დილის 9 საათზე, ჭორაობა კი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ეს მარტო მეზობელზე არაა დამოკიდებული, რადგან შეიძლება, შენი ამბავი ოჯახის წევრმა გაიტანოს გარეთ. ისე, ჭორის გარეშე ჩვენი ქალაქი არ არსებობს, ადამიანი, რომელიც თავის საქმეს არ აკეთებს, კავდება სისულელეებით და იწყებს განსჯას, ვინ ვის რა უთხრა, სად იყო და ა.შ. ამას მე "ციგნის ფოსტას" ვეძახი, რომელიც ყოველთვის იარსებებს, ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ხომ გაგიგიათ გამონათქვამი - ილაპარაკოს, რა, ნისკარტი მოუცვდებაო?!

- ამ ბოლო დროს წამოვიდა ყველაფერში ცუდის დანახვის ტენდენცია და მოდური გახდა გაკრიტიკება, როგორ ფიქრობთ, რით არის ეს გამოწვეული?

- ლანძღვას ამ ასპექტში არ განვიხილავ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც უმრავლესობას არ მოსწონს, ჯანსაღი კრიტიკის მოსმენა და გათვალისწინება კი არ უნდათ. ჩვენთან თეატრში რამდენიმე მსახიობია ისეთი, რომელიც გთხოვს, შენიშვნა მისცე, გააკრიტიკო, ურჩიო, რათა უკეთ შეასრულოს თავისი საქმე, უმეტესობას კი ამას ვერ აკადრებ, რადგან ისე გიყურებენ, ფიქრობენ, შენ ვის დაჰკარგვიხარო...

დღეს ქართულ ტელესივრცეში უგემოვნოდ გაკეთებული პროდუქციის გემოვნებიანად მიწოდების ტენდენციაა, პრეტენზია მონაწილეებთან არასდროს მაქვს, ვსაყვედურობ სტაფს და მეტს ვითხოვ მათგან, ვინც გადაცემაზე მუშაობს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება