სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა ახალაიასა და ლაშა შუშანაშვილის "გულთბილი" შეხვედრა საბერძნეთის ციხეში
დათა ახალაიასა და ლაშა შუშანაშვილის "გულთბილი" შეხვედრა საბერძნეთის ციხეში

"დათა ახა­ლა­ია არ­სად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ მო­უ­ვი­და აზ­რად, რაკი და­მი­ჭი­რეს, თავ­შე­სა­ფარ­საც მო­ვი­თხო­ვო. როცა და­ი­ჭი­რეს, არც კი იცოდ­ნენ, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდეს­ღაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო"

კონ­სტან­ტი­ნო კარ­ფია (პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი, 2014 წლის მარ­ტი)

"ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრალ­დე­ბებს მხო­ლოდ ქურ­დე­ბი უყე­ნე­ბენ, რომ­ლებ­საც მას­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა სწუ­რი­ათ".

რო­ლანდ ახა­ლა­ია

2014 მარ­ტში, სა­ბერ­ძნე­თის სა­პორ­ტო ქა­ლაქ პატ­რას­ში, იტა­ლი­ა­ში მი­მა­ვალ გემ­ზე ამ­სვლელ ერთ-ერთ მგზავრს ყალ­ბი პას­პორ­ტი აღ­მო­აჩ­ნდა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. და­კა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი ოთარ ურუ­შა­ძე. მას ხელთ სა­ეჭ­ვოდ დიდი თან­ხა - 10 000 დო­ლა­რი და 20 000 ევრო ჰქონ­და. საქ­მის გარ­კვე­ვამ­დე ოთარ ურუ­შა­ძე პატ­რა­სის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...

ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბა მსგავს საქ­მე­ებ­ზე, იშ­ვი­ა­თო­ბა არ არის, ამი­ტო­მაც სა­ბერ­ძნე­თის ცი­ხე­ებ­ში მრავ­ლად შეხ­ვდე­ბით ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს... თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი გან­ცვიფ­რდნენ, რო­დე­საც სა­ლა­და­ფო­ნის ცი­ხე­ში მიყ­ვა­ნილ­მა…ოთარ ურუ­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის იყო დათა ახა­ლა­ია, რო­მელ­საც ინ­ტერ­პო­ლი კარ­გა ხა­ნია წი­თე­ლი ცირ­კუ­ლი­ა­რით ეძებს... პა­ტი­მა­რი ცი­ხის სას­წრა­ფოდ და­ტო­ვე­ბას და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვ­და.

მალე ამ უც­ნა­უ­რი აღი­ა­რე­ბის და თხოვ­ნის მი­ზე­ზიც გა­ირ­კვა - ცი­ხე­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ყო­ფილ უფ­როსს მისი დიდი ხნის მტრე­ბი, ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი დახ­ვდნენ ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის თავ­კა­ცო­ბით...

მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქურ­დუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბით შე­ში­ნე­ბულ­მა ყო­ფილ­მა დიდ­მო­ხე­ლემ თავ­დაც­ვის მიზ­ნით გა­და­წყვი­ტა, გა­ე­რის­კა და ბერ­ძე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბა გა­ემ­ხი­ლა. რო­გორც ბერ­ძნუ­ლი მე­დია ირ­წმუ­ნე­ბა, ახა­ლა­ი­ას შიში უსა­ფუძ­ვლო არ ყო­ფი­ლა, რად­გან კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დებ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვებ­ზე ადრე შე­ი­ტყვეს პატ­რა­სის გე­მის მგზავ­რის ნამ­დვი­ლი ვი­ნა­ო­ბა და ცი­ხე­ში მის და­სახ­ვედ­რა­დაც მო­ემ­ზად­ნენ - ამის­თვის ორმა კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა ცი­ხე­ში მო­სახ­ვედ­რად სა­გან­გე­ბოდ ჩა­ი­დი­ნა მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლიო.

ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, სა­ბერ­ძნეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­უ­დენ­ლა­დაც ღიაა ყვე­ლა ცი­ხის კარი.

შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა და ქურ­დუ­ლი სა­მაყ­როს ერთ-ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა ფი­გუ­რამ ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­მა სა­ბერ­ძნე­თის ცი­ხე­ში შეხ­ვედ­რამ­დე სხვდას­ხვა გზა გან­ვლეს, თუმ­ცა მათი გზე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­იკ­ვე­თა:

პა­ტი­მარ­მა ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­მა მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბა ჯერ კი­დევ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბი­სას მი­იქ­ცია. მა­შინ მას მო­ახ­სე­ნეს, რომ "გუ­ბერნსკში" კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა 49-ე, ე.წ. ქურ­დულ სა­კან­ში ევ­რო­რე­მონ­ტი გა­ა­კე­თაო (მა­შინ ევ­რო­რე­მონ­ტი ჩვენ­ში უცხო ხილი იყო). თბი­ლის­ში ეს ამ­ბა­ვი დიდ­სა თუ პა­ტა­რას პირ­ზე ეკე­რა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ქურ­დუ­ლი რე­მონ­ტი არ ჰქონ­და მო­ნე­ლე­ბუ­ლი და - მის ერთ-ერთ მო­ად­გი­ლეს ცი­ხი­დან ლაშა შუ­შა­ნაშ­ვილ­მა და­უ­რე­კა - რო­დემ­დე უნდა ვიჯ­დე აქ. რად­გან არ გი­რე­კავთ, არ ნიშ­ნავს, რომ აქ ყოფ­ნა მსი­ა­მოვ­ნებ­სო(?!), - უსაყ­ვე­დუ­რა. რა თქმა უნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილს ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ომის დროს არც სა­ზღვარ­გა­რეთს თავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი შუ­შა­ნაშ­ვი­ლი და­ვი­წყე­ბია და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით ცდი­ლობ­და მის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას.

2010 წელს რუს­თა­ვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი გერ­მა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ, ავ­სტრი­ი­ის პო­ლი­ცი­ის ან­გა­რიშ­ზე დაყ­რდნო­ბით, ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ხე­ლის­შემ­წყო­ბად და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად გა­მო­ა­ცხა­და. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ფაქ­ტზე ხე­ლის მო­სა­ჭი­დი არა­ფე­რი ჰქონ­დათ, შუ­შა­ნაშ­ვილს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი და ძებ­ნაც გა­მო­ა­ცხა­დეს. ამა­სო­ბა­ში ევ­რო­პა­ში რუ­სუ­ლი (ქარ­თუ­ლი) მა­ფი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ეს­პა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზე­დი­ზედ ჩა­ა­ტა­რეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ე­ბი. და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, მათ შო­რის ლაშა შუ­შა­ნაშ­ვი­ლის ძმა კახა შუ­შა­ნაშ­ვი­ლიც, თა­ვად ლაშა "რუს­თავ­სკი" სა­ბერ­ძნეთს აფა­რებ­და თავს.

ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო და დრო აცხა­დებ­და, - შუ­შა­ნაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბას იმი­ტომ ვერ ვა­ხერ­ხებთ, რომ ბერ­ძნუ­ლი პო­ლი­ცია მოს­ყი­დუ­ლი ჰყავ­სო. 2010 წელს ეს­პა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბერ­ძე­ნი კო­ლე­გე­ბი ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე და­ი­თან­ხმა. შუ­შა­ნაშ­ვი­ლი უნდა აეყ­ვა­ნათ ქა­ლაქ თე­სა­ლო­ნი­კის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში (ვი­ნა­ი­დან აქ ქარ­თვე­ლე­ბი მრავ­ლად არი­ან და ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის"შტა­ბ­ბი­ნაც" აქ არის), თუმ­ცა პო­ლი­ცი­ე­ლებს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი წა­სუ­ლი დახ­ვდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბერ­ძნულ მე­დი­ა­ში გაჟ­ღერ­და, რომ ქარ­თუ­ლი მა­ფი­ის ბოსს მო­სა­ლოდ­ნელ და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია 800 000 ევრო და­უჯ­და.

2012 წლის 20 ივ­ნისს ლაშა შუ­ა­შა­ნაშ­ვი­ლი მა­ინც და­ა­კა­ვეს ათე­ნის მახ­ლობ­ლად, ცნო­ბი­ლი კუ­რორ­ტის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სას­ტუმ­რო­ში, პი­რად მცველ­თან ერ­თად. მის ექ­სტრა­დი­რე­ბას და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და ეს­პა­ნუ­რი მხა­რე, სა­დაც მას ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად. ეს­პა­ნე­ლებს არ ჩა­მორ­ჩე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან ვაჭ­რო­ბაც კი მი­დი­ო­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­და­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს 100 მი­ლი­ონ დო­ლარს თხოვ­დნენ... ლაშა რუს­თავ­სკიმ ქარ­თუ­ლი ცი­ხის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სულ სხვა ხერ­ხს მი­მარ­თა: ვი­ნა­ი­დან იმ­ხა­ნად სა­ბერ­ძნე­თის ეკო­ნო­მი­კა კო­ლაფსში იყო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა და ქა­ლაქ თე­სა­ლო­ნიკ­ში ერთი თვის პენ­სი­ე­ბი და­ა­რი­გა. რო­გორც საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ამის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი უთხრა რო­გორც ეს­პა­ნურ, ისე ქარ­თულ მხა­რეს ქველ­მოქ­მე­დი პა­ტიმ­რის"გა­და­ცე­მა­ზე. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მე­ო­რე წე­ლია, სას­ჯელს ბერ­ძნულ ცი­ხე­ში იხ­დის და ამ­ბო­ბენ, თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­სო. თუმ­ცა რო­გორც მისი გა­რე­მოც­ვა ირ­წმუ­ნე­ბა, დათა ახა­ლა­ი­ას ბერ­ძნულ ცი­ხე­ში გა­მო­ჩე­ნა მის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დათა ახალაიასა და ლაშა შუშანაშვილის "გულთბილი" შეხვედრა საბერძნეთის ციხეში

დათა ახალაიასა და ლაშა შუშანაშვილის "გულთბილი" შეხვედრა საბერძნეთის ციხეში

"დათა ახალაია არსად გამოცხადებულა. შეიძლება თვითონ მოუვიდა აზრად, რაკი დამიჭირეს, თავშესაფარსაც მოვითხოვო. როცა დაიჭირეს, არც კი იცოდნენ, რომ ის საქართველოში ოდესღაც მაღალჩინოსანი იყო"

კონსტანტინო კარფია (პოლიტიკური გამოცემის რედაქტორი, 2014 წლის მარტი)

"ბაჩო ახალაიას ბრალდებებს მხოლოდ ქურდები უყენებენ, რომლებსაც მასზე შურისძიება სწურიათ".

როლანდ ახალაია

2014 მარტში, საბერძნეთის საპორტო ქალაქ პატრასში, იტალიაში მიმავალ გემზე ამსვლელ ერთ-ერთ მგზავრს ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. სამართალდამცავებმა ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დაკავებული აღმოჩნდა ქართველი ოთარ ურუშაძე. მას ხელთ საეჭვოდ დიდი თანხა - 10 000 დოლარი და 20 000 ევრო ჰქონდა. საქმის გარკვევამდე ოთარ ურუშაძე პატრასის ციხეში გადაიყვანეს...

ბერძენი სამართალდამცავებისთვის საქართველოს მოქალაქეების დაკავება მსგავს საქმეებზე, იშვიათობა არ არის, ამიტომაც საბერძნეთის ციხეებში მრავლად შეხვდებით ჩვენს თანამემამულეებს... თუმცა, სამართალდამცავები განცვიფრდნენ, როდესაც სალადაფონის ციხეში მიყვანილმა…ოთარ ურუშაძემ განაცხადა, რომ ის იყო დათა ახალაია, რომელსაც ინტერპოლი კარგა ხანია წითელი ცირკულიარით ეძებს... პატიმარი ციხის სასწრაფოდ დატოვებას და პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა.

მალე ამ უცნაური აღიარების და თხოვნის მიზეზიც გაირკვა - ციხეში კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს მისი დიდი ხნის მტრები, ქართველი კანონიერი ქურდები დახვდნენ ლაშა შუშანაშვილის თავკაცობით...

მოსალოდნელი ქურდული შურისძიებით შეშინებულმა ყოფილმა დიდმოხელემ თავდაცვის მიზნით გადაწყვიტა, გაერისკა და ბერძენი სამართალდამცავებისთვის საკუთარი ვინაობა გაემხილა. როგორც ბერძნული მედია ირწმუნება, ახალაიას შიში უსაფუძვლო არ ყოფილა, რადგან კანონიერმა ქურდებმა სამართალდამცვებზე ადრე შეიტყვეს პატრასის გემის მგზავრის ნამდვილი ვინაობა და ციხეში მის დასახვედრადაც მოემზადნენ - ამისთვის ორმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ციხეში მოსახვედრად საგანგებოდ ჩაიდინა მსუბუქი დანაშაულიო.

ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ლაშა შუშანაშვილის წყალობით, საბერძნეთში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდებისთვის დანაშაულის ჩაუდენლადაც ღიაა ყველა ციხის კარი.

შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ქურდული სამაყროს ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ ლაშა შუშანაშვილმა საბერძნეთის ციხეში შეხვედრამდე სხვდასხვა გზა განვლეს, თუმცა მათი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა:

პატიმარმა ლაშა შუშანაშვილმა მიშა სააკაშვილის ყურადღება ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობისას მიიქცია. მაშინ მას მოახსენეს, რომ "გუბერნსკში" კანონიერმა ქურდმა 49-ე, ე.წ. ქურდულ საკანში ევრორემონტი გააკეთაო (მაშინ ევრორემონტი ჩვენში უცხო ხილი იყო). თბილისში ეს ამბავი დიდსა თუ პატარას პირზე ეკერა. როგორც ამბობენ, იუსტიციის მინისტრს ქურდული რემონტი არ ჰქონდა მონელებული და - მის ერთ-ერთ მოადგილეს ციხიდან ლაშა შუშანაშვილმა დაურეკა - როდემდე უნდა ვიჯდე აქ. რადგან არ გირეკავთ, არ ნიშნავს, რომ აქ ყოფნა მსიამოვნებსო(?!), - უსაყვედურა. რა თქმა უნდა, მოგვიანებით ხელისუფლებაში მოსულ მიხელ სააკაშვილს ქურდულ სამყაროსთან გამოცხადებული ომის დროს არც საზღვარგარეთს თავშეფარებული შუშანაშვილი დავიწყებია და ყველანაირი ხერხით ცდილობდა მის საქართველოში ჩამოყვანას.

2010 წელს რუსთაველი კანონიერი ქურდი გერმანულმა გამოცემამ, ავსტრიიის პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით, ქართული ოპოზიციის ხელისშემწყობად და ხელისუფლების დამხობის ერთ-ერთ ორგანიზატორად გამოაცხადა. ვინაიდან საქართველოში ამ ფაქტზე ხელის მოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ, შუშანაშვილს ქურდული სამყაროს წევრობაში დასდეს ბრალი და ძებნაც გამოაცხადეს. ამასობაში ევროპაში რუსული (ქართული) მაფიის წინააღმდეგ ესპანელმა სამართალდამცავებმა ზედიზედ ჩაატარეს ფართომასშტაბიანი ოპერაციები. დააკავეს რამდენიმე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის ლაშა შუშანაშვილის ძმა კახა შუშანაშვილიც, თავად ლაშა "რუსთავსკი" საბერძნეთს აფარებდა თავს.

ესპანეთის ხელისუფლება დრო და დრო აცხადებდა, - შუშანაშვილის დაკავებას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ ბერძნული პოლიცია მოსყიდული ჰყავსო. 2010 წელს ესპანეთის პროკურატურამ ბერძენი კოლეგები ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე დაითანხმა. შუშანაშვილი უნდა აეყვანათ ქალაქ თესალონიკის ერთ-ერთ სასტუმროში (ვინაიდან აქ ქართველები მრავლად არიან და ქართველი კანონიერი ქურდების"შტაბბინაც" აქ არის), თუმცა პოლიციელებს კანონიერი ქურდი წასული დახვდათ. მოგვიანებით ბერძნულ მედიაში გაჟღერდა, რომ ქართული მაფიის ბოსს მოსალოდნელ დაკავებაზე ინფორმაცია 800 000 ევრო დაუჯდა.

2012 წლის 20 ივნისს ლაშა შუაშანაშვილი მაინც დააკავეს ათენის მახლობლად, ცნობილი კურორტის ფეშენებელურ სასტუმროში, პირად მცველთან ერთად. მის ექსტრადირებას დაჟინებით ითხოვდა ესპანური მხარე, სადაც მას ფულის გათეთრება და მკვლელობის ორგანიზება ედებოდა ბრალად. ესპანელებს არ ჩამორჩებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაც, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კანონიერ ქურდთან ვაჭრობაც კი მიდიოდა - საქართველოში ექსტრადაციის სანაცვლოდ, პოლიციის მაღალჩინოსნები კანონიერ ქურდს 100 მილიონ დოლარს თხოვდნენ... ლაშა რუსთავსკიმ ქართული ციხისგან თავის დასაღწევად სულ სხვა ხერხს მიმართა: ვინაიდან იმხანად საბერძნეთის ეკონომიკა კოლაფსში იყო, ხელისუფლებას ფინანსური დახმარება შესთავაზა და ქალაქ თესალონიკში ერთი თვის პენსიები დაარიგა. როგორც საქმეში ჩახედულები აცხადებენ, ამის შემდეგ ხელისუფლებამ უარი უთხრა როგორც ესპანურ, ისე ქართულ მხარეს ქველმოქმედი პატიმრის"გადაცემაზე. კანონიერი ქურდი მეორე წელია, სასჯელს ბერძნულ ციხეში იხდის და ამბობენ, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობსო. თუმცა როგორც მისი გარემოცვა ირწმუნება, დათა ახალაიას ბერძნულ ციხეში გამოჩენა მისთვისაც მოულოდნელობა იყო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ