17 მაისს საინიციატივო ჯგუფი მართლმადიდებელ მრევლთან ერთად ფილარმონიასთან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას გააპროტესტებს. მშვიდობიანი აქცია-პროტესტის ადრესატი ხელისფლებაა, რომელმაც კანონის მიღების პროცესში არ გაითვალისწინა მოსახლეობის უმრავლესობის ნება - ამის შესახებ ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაკა ნიკოლაშვილმა განუცხადა.
"ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პირდაპირ კავშირშია 17 მაისთან, კანონის მიღება კი საქართველოს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფაა. საინიციატივო ჯგუფი და მრევლი 17 მაისს ფილარმონიასთან აქცია-მსვლელობას ვგეგმავთ სამების საკათედრო ტაძრამდე. მშვიდობიანი აქცია ერთგარი პროტესტია ხელისუფლებისადმი, რომელმაც კანონის მიღებით უმრავლესობის უფლებები შელახა",- განაცხადა მაკა ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" შესახებაც ისაუბრა:
"იდენტობის" წევრები ერის გამყიდველები და მოღალატეები არიან... მათი თითოეული ქცევა და ჟესტი არის საზოგადოების გასაღიზიანებლად მიმართული. როდესაც "ინდეტობის" წარმომადგენელი საუბრობს, რომ სასულიერო პირები თითქოს ბილწსიტყვაობენ და მრევლს მათ მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებენ, მინდა გავახსენო, სად იყვნენ 2008 წლის ომის დროს "იდენტობის" წარმომადგენლები და სად - სასულიერო პირები."
მაკა ნიკოლაშვილმა სისხლის სამართლის 141-ე მუხლი გააცნო ჟურნალისტებს იმის ნიშნად, რომ ხელისფლება საქართველოს მოქალექეების უმრავლესობის წინააღმდეგ წავიდა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ერთგვარ იძულებად აღიქმება. სისხლის სამართლის 150-ე მუხლი, იძულება - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან ან შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს.
"ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში წერია, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს მთელ რიგ კონკრეტულ საკითხებში უპირატესობა ენიჭებათ. ვფიქრობ, ამ კანონის მიღება არ იყო აუცილებელი, ვინაიდან ვიცით, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მაინტერესებს რატომ უნდა ისარგებლონ მსგავსი ტიპის ადამიანებმა პრივილეგიებით, როდესაც ვიცით, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია?
როდესაც იდენტობის წევრები საუბრობენ, რომ სასულიერო პირები ხალხს მათი ჩაგვრისკენ მოუწოდებენ, სრული სიცრუეა. არცერთ მამაოს არ უთქვამს ვინმე დავჩაგროთო, ისინი გვეუბნებიან, რომ მივუტევოთ მათ და ვილოცოთ მათი სულის გადასარჩენად. მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა, ვინაიდან მათი თითოეული ქცევა და ჟესტი არის საზოგადოების გასაღიზიანებლად მიმართული. როდესაც "ინდეტობის" წარმომადგენელი საუბრობს, რომ სასულიერო პირები თითქოს ბილწსიტყვაობენ, მინდა მათ გავახსენო, სად იყვნენ 2008 წლის ომის დროს იდენტობის წარმომადგენლები და სად - სასულიერო პირები. ისინი იყვნენ ომის ეპიცენტრში და იქიდან დაზარალებული ადამიანები გამოჰყავდათ. სახელმწიფო ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა.... ანტიდისკრიმინაციული კანონი კი წინაპირობაა იმისა, რომ მალე სექსუალური უმცირესობები ქორწინების უფლებას მოითხოვენ.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ეს კანონი კი ერისთვის ეშმაკის გამოწვევაა, რომელსაც 17 მაისს ქართველი ერი დაუპირისპირდება. ეს მსვლელობა არ უნდა იქნას განხილული, როგორც ანტიევროპული. ჩვენ ევროპასთან გავაგრძელოთ სრტატეგიული ნაბიჯებით წინსვლა, თუმცა არ უნდა მოხდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების შებღალვა და ქართველი ერის უმრავლესობის შეურაცხყოფა.
საქართველოში მოსახლეობის მაქსიმუმ 10 პროცენტი შეიძლება იყოს ჰომოსექსუალების რაოდენობა, დანარჩენი კი ქართველი მართლმადიდებელი ერია. მაინტერესებს დღევანდელი ხელისუფლება მთავრობაში ამ 10 პროცენტით მოვიდოდა, რომელთა უფლებებსაც დღეს იცავს, თუ იმ 90 პროცენტით მოვიდა, ვის წინააღმდეგაც დღეს წავიდა?!", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაკა ნიკოლაშვილმა.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge