NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში კითხვაზე - მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (96%) პატრიარქს აქვს.
იხილეთ პოლიტიკოსების რეიტინგი
ამავე კვლევის თანახმად, კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წევრების მოწონების რეიტინგი დაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოწონების რეიტინგი ახლა 61%-ია, ნოემბრის კვლევაში იყო – 65%; პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგი 46%-მდე შემცირდა. NDI-ის ნოემბრის კვლევაში მარგველაშვილი გამოკითხულთა 72%-ს მოსწონდა.
იხილეთ კვლევის შედეგები სრულად
რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 48% პირველ არჩევანად ასახელებს კოალიცია "ქართულ ოცნებას", 19%-მა არ იცის, 12% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, შეკითხვაზე უარს აცხადებს 8%, 4% რეიტინგში "ქდმ"-ს სასარგებლოდაა, ასევე 4% "ლეიბორისტული
პარტიის" სასარგებლოდ, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას რესპოდენტთა 3%.
კვლევის მიხედვით, დავით ნარმანიას სასარგებლოდ პირველ არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს, მეორე არჩევანს კი - 5%
იხილეთ კვლევის შედეგები სრულად
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს.
შეკითხვაზე რომელ პარტიას მიიჩნევს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 51 %-იანი რეიტინგი აქვს, შემდეგ ადგილს 8%-ით იკავებს "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობა, მესამე პოზიცია კი 4%-ით ლეიბორისტულ პარტიას უჭირავს.
იხილეთ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი სრულად
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს.
შეკითხვაზე მოგწონთ - თუ არ მოგწონთ, ილია მეორეს რესპონდენტთა 96% იწონებს, 1%-ს პატრიარქი არ მოსწონს, 2%-ს მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი კი ირჩევს კატეგორიას "არ მსმენია" ან "უარი პასუხზე".