პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერა - ივანიშვილს ნიშნავს" - რუბრიკის პრემიერა - მოულოდნელი კითხვები თამუნა მუსერიძესთან
"ბერა - ივანიშვილს ნიშნავს" - რუბრიკის პრემიერა - მოულოდნელი კითხვები თამუნა მუსერიძესთან

"ამ­ბე­ბი.გე" ახალ რუბ­რი­კას, ბლიც-ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რი­ას - "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბი" იწყებს, რო­მელ­საც თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი გა­ვუ­ძღვე­ბი.

პირ­ველ რეს­პონ­დენ­ტად ტელე-რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე შე­ვარ­ჩი­ეთ. "ამ­ბე­ბი.გე" -ზე მას­ზე ატ­ვირ­თუ­ლი ყო­ვე­ლი მა­სა­ლის ქვე­მოთ, ყო­ველ­თვის აკე­თე­ბენ კო­მენ­ტარს: "სკო­ლა­ში ორო­სა­ნი იყო". სწო­რედ ამი­ტომ, თა­მუ­ნას­თან ბლიც-ინ­ტერ­ვი­უს­თვის კი­თხვე­ბის უმე­ტე­სო­ბა სკო­ლის თე­მა­ტი­კას და­უ­კავ­შირ­და.

- თა­მუ­ნა, მო­გე­სალ­მე­ბი.

- გა­მარ­ჯო­ბა.

- სად ხარ?

- ქუ­ჩა­ში.

- სა­ი­დან მო­დი­ხარ და სად მი­დი­ხარ?

- ბავ­შვი ბაღ­ში მი­ვიყ­ვა­ნე და ახლა სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვარ, დღეს ლადო ტა­ტიშ­ვილ­თან ერ­თად, "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის ტრანსლა­ცია მიმ­ყავს...

- რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- დი­ლით ცოტა მი­ჭირს გა­მო­ფხიზ­ლე­ბა, ერთი-ორი სა­ა­თი წინ და უკან უნდა ვი­ა­რო, რომ აზ­რზე მო­ვი­დე და ახლა ეგ სა­ა­თე­ბი მაქვს...

- შენ­ზე ვი­ღაც ამ­ბობს, - სკო­ლა­ში ორო­სა­ნი იყოო...

- ვიცი, რო­გორც კი "ამ­ბე­ბი.გე"-ზე ჩემ­ზე რა­ი­მე სტა­ტია და­ი­დე­ბა, კო­მენ­ტა­რებ­ში მა­შინ­ვე ჩნდე­ბა ფრა­ზა: "მუ­სე­რი­ძე სკო­ლა­ში ორო­სა­ნი იყო". ეჭვი მაქვს, მისი ავ­ტო­რი ჩემი სკო­ლე­ლია, არა მგო­ნია, კლა­სე­ლი იყოს. ვინც არ უნდა იყოს, მგო­ნია, რომ არ­შემ­დგა­რი პი­როვ­ნე­ბაა, ვერ გან­ვი­თარ­და. ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვის გზა ვერ იპო­ვა და ჯავრს რა­ტომ­ღაც ჩემ­ზე იყ­რის.

- აბა, დაგ­ვიმ­ტკი­ცე, რომ ორო­სა­ნი არ ყო­ფილ­ხარ?

- 55-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მერე ბოლო ორი წელი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­სამ­ზა­დე­ბელ ლი­ცე­უმ­ში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რე­ბი გვა­მე­ცა­დი­ნებ­დნენ. იმ სას­წავ­ლე­ბელს თუ 10-ია­ნებ­ზე და­ამ­თავ­რებ­დი, უნი­ვერ­სი­ტერ­ში ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად ხვდე­ბო­დი. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ყო­ველ­გვა­რი გა­მოც­დის გა­რე­შე ჩა­ვი­რი­ცხე, იმი­ტომ რომ, ლი­ცე­უმ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი, ზვი­ად დო­ლი­ძის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე...

- სა­გა­ნი, რომ­ლის სწავ­ლაც გე­ზა­რე­ბო­და?

- ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის (მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია) სწავ­ლა მე­ზა­რე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში გე­ნე­ტი­კა არ და­მეხ­მა­რა, რად­გა­ნაც დედ-მამა ამ საგ­ნებ­ში ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. დედა ცდი­ლობ­და, რომ ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კას კარ­გად და­ვუფ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემ­გან არც ფი­ზი­კო­სი და არც მა­თე­მა­ტი­კო­სი არ გა­მო­ვი­და. დედა იმა­საც მე­უბ­ნე­ბო­და, ეს საგ­ნე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­გად­გე­ბაო, მას მერე სულ ვე­ლო­დე­ბი იმ დღეს, რო­დის და რაში უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო...

- ე.ი. შენ­თვის ქი­მია, ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა არ არ­სე­ბობს?

- ჩემ­თვის სა­მი­ვე ჩი­ნუ­რია. ქი­მი­ი­დან გო­გირდმჟა­ვის ფორ­მუ­ლა H2S4 მახ­სოვს, ფი­ზი­კი­დან კი ომის კა­ნო­ნი და კი­დევ, ნი­უ­ტო­ნის კა­ნო­ნე­ბი...

- რამ­დე­ნია 4X9?

- მო­ი­ცა... 36.

- რო­დის მი­ი­ღე პირ­ვე­ლი ორი­ა­ნი?

- მერ­ვე კლას­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში და ძა­ლი­ან მძაფ­რად გან­ვი­ცა­დე. დე­დას ვუ­მა­ლავ­დი, რად­გან სა­მი­ან­საც გა­ნიც­დი­და. მე­უბ­ნე­ბო­და, სა­მი­ანს ორი­ა­ნის მი­ღე­ბა ჯო­ბი­აო.

- პირ­ველ 2-იან­ზე რა გი­თხრა?

- გა­გიჟ­და. მე ასე ვუ­თხა­რი, სა­მი­ანს ხომ ორი­ა­ნი გირ­ჩევ­ნია-მეთ­ქი?

- ვინ მო­ი­გო­ნა შა­ტა­ლო?

- ჩემი აზ­რით, შა­ტა­ლო მო­ი­გო­ნა ბავ­შვმა, რო­მელ­საც სკო­ლა­ში ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებ­დნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სცემ­დნენ, ადრე ხომ ძა­ლი­ან მკაც­რე­ბი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ? ან იმ მოს­წავ­ლემ მო­ი­გო­ნა, ვი­საც დედა ჰყავ­და ცუ­დად და სკო­ლი­დან იმის­თვის გა­ი­პა­რა, რომ მის­თვის წა­მა­ლი მი­ე­ტა­ნა...

- შა­ტა­ლო­ზე ხში­რად და­დი­ო­დი?

- არა. პირ­ვე­ლად მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, შა­ტა­ლო­ზე რომ წა­ვე­დით "მზი­ურ­ში" (ჩვე­ნი სკო­ლის პირ­და­პირ იყო) და იქი­დან ზო­ო­პარკში გა­და­ვი­პა­რეთ.

- მე­გობ­რის რვე­უ­ლი­დან და­ვა­ლე­ბა თუ გა­და­გი­წე­რია?

- არა, რად­გან ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი გაკ­ვე­თი­ლის­თვის.

- არც მა­თე­მა­ტი­კა­ში?

- არც მა­თე­მა­ტი­კა­ში, მა­გი­ტო­მაც მი­ვი­ღე ორი­ა­ნი.

- ამ­ხა­ნა­გე­ბი მეტ­სა­ხე­ლად რას გე­ძახ­დნენ?

- "რა­ტომ?" ბი­ჭებ­მა შე­მარ­ქვეს, რად­გა­ნაც სულ ამ სი­ტყვას ვამ­ბობ­დი.

- ლექ­სი, რო­მე­ლიც ახლა გახ­სენ­დე­ბა.

- გა­ლა­კტი­ო­ნის "მე და ღამე". "ახლა, როცა ამ სტრი­ქონს ვწერ,/ შუ­ა­ღა­მე იწ­ვის დნე­ბა,/ სიო სარ­კმლით მო­ნაქ­რო­ლი,/ ველ­თა ზღა­პარს მე­უბ­ნე­ბა".

- რას ნიშ­ნავს სი­ტყვა ბერა?

- ივა­ნიშ­ვილს... არა?

- ეს სი­ტყვა ცერ თითს ნიშ­ნავს... ჰაეს წინ ქარ­თულ ან­ბან­ში რო­მე­ლი ასოა?

- ასო ბგე­რა ჯ.

- კო­ზა­კი რისი ნა­ში­ე­რია?

- კა­მე­ჩის.

- არა, აქ­ლე­მის... ბო­ლოს რა ფრა­ზას დაგ­ვი­ტო­ვებ?

- რად­გან "მე და ღამე" გა­ვიხ­სე­ნე, სა­უ­ბარს მისი ბოლო ორი სტრი­ქო­ნით და­ვას­რუ­ლებ­დი: რა იცი­ან მე­გობ­რებ­მა,/ თუ რა ნაღ­ველს იტევს გული,/ თუ რა არის მის სიღ­რმე­ში/ სა­უ­კუ­ნოდ და­მარ­ხუ­ლი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ბერა - ივანიშვილს ნიშნავს" - რუბრიკის პრემიერა - მოულოდნელი კითხვები თამუნა მუსერიძესთან

"ბერა - ივანიშვილს ნიშნავს" - რუბრიკის პრემიერა - მოულოდნელი კითხვები თამუნა მუსერიძესთან

"ამბები.გე" ახალ რუბრიკას, ბლიც-ინტერვიუების სერიას - "მოულოდნელი კითხვები" იწყებს, რომელსაც თქვენი მონა-მორჩილი გავუძღვები.

პირველ რესპონდენტად ტელე-რადიოწამყვანი თამუნა მუსერიძე შევარჩიეთ. "ამბები.გე" -ზე მასზე ატვირთული ყოველი მასალის ქვემოთ, ყოველთვის აკეთებენ კომენტარს: "სკოლაში ოროსანი იყო". სწორედ ამიტომ, თამუნასთან ბლიც-ინტერვიუსთვის კითხვების უმეტესობა სკოლის თემატიკას დაუკავშირდა.

- თამუნა, მოგესალმები.

- გამარჯობა.

- სად ხარ?

- ქუჩაში.

- საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ?

- ბავშვი ბაღში მივიყვანე და ახლა სამსახურში მივდივარ, დღეს ლადო ტატიშვილთან ერთად, "ევროვიზიის" კონკურსის ტრანსლაცია მიმყავს...

- როგორ ხასიათზე ხარ?

- დილით ცოტა მიჭირს გამოფხიზლება, ერთი-ორი საათი წინ და უკან უნდა ვიარო, რომ აზრზე მოვიდე და ახლა ეგ საათები მაქვს...

- შენზე ვიღაც ამბობს, - სკოლაში ოროსანი იყოო...

- ვიცი, როგორც კი "ამბები.გე"-ზე ჩემზე რაიმე სტატია დაიდება, კომენტარებში მაშინვე ჩნდება ფრაზა: "მუსერიძე სკოლაში ოროსანი იყო". ეჭვი მაქვს, მისი ავტორი ჩემი სკოლელია, არა მგონია, კლასელი იყოს. ვინც არ უნდა იყოს, მგონია, რომ არშემდგარი პიროვნებაა, ვერ განვითარდა. ცხოვრებაში თავის გზა ვერ იპოვა და ჯავრს რატომღაც ჩემზე იყრის.

- აბა, დაგვიმტკიცე, რომ ოროსანი არ ყოფილხარ?

- 55-ე სკოლაში ვსწავლობდი, მერე ბოლო ორი წელი უნივერსიტეტის მოსამზადებელ ლიცეუმში ვსწავლობდი, სადაც უნივერსიტეტის ლექტორები გვამეცადინებდნენ. იმ სასწავლებელს თუ 10-იანებზე დაამთავრებდი, უნივერსიტერში ტესტირების შედეგად ხვდებოდი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ყოველგვარი გამოცდის გარეშე ჩავირიცხე, იმიტომ რომ, ლიცეუმში წარმატებული ვიყავი. პარალელურად, თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი, ზვიად დოლიძის ჯგუფი დავამთავრე...

- საგანი, რომლის სწავლაც გეზარებოდა?

- ტექნიკური საგნების (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია) სწავლა მეზარებოდა. ამ შემთხვევაში გენეტიკა არ დამეხმარა, რადგანაც დედ-მამა ამ საგნებში ძლიერები იყვნენ. დედა ცდილობდა, რომ ფიზიკა-მათემატიკას კარგად დავუფლებოდი, მაგრამ ჩემგან არც ფიზიკოსი და არც მათემატიკოსი არ გამოვიდა. დედა იმასაც მეუბნებოდა, ეს საგნები ცხოვრებაში გამოგადგებაო, მას მერე სულ ველოდები იმ დღეს, როდის და რაში უნდა გამოვიყენო...

- ე.ი. შენთვის ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა არ არსებობს?

- ჩემთვის სამივე ჩინურია. ქიმიიდან გოგირდმჟავის ფორმულა H2S4 მახსოვს, ფიზიკიდან კი ომის კანონი და კიდევ, ნიუტონის კანონები...

- რამდენია 4X9?

- მოიცა... 36.

- როდის მიიღე პირველი ორიანი?

- მერვე კლასში, მათემატიკაში და ძალიან მძაფრად განვიცადე. დედას ვუმალავდი, რადგან სამიანსაც განიცდიდა. მეუბნებოდა, სამიანს ორიანის მიღება ჯობიაო.

- პირველ 2-იანზე რა გითხრა?

- გაგიჟდა. მე ასე ვუთხარი, სამიანს ხომ ორიანი გირჩევნია-მეთქი?

- ვინ მოიგონა შატალო?

- ჩემი აზრით, შატალო მოიგონა ბავშვმა, რომელსაც სკოლაში ცუდ მდგომარეობაში აგდებდნენ, სავარაუდოდ, სცემდნენ, ადრე ხომ ძალიან მკაცრები პედაგოგები იყვნენ? ან იმ მოსწავლემ მოიგონა, ვისაც დედა ჰყავდა ცუდად და სკოლიდან იმისთვის გაიპარა, რომ მისთვის წამალი მიეტანა...

- შატალოზე ხშირად დადიოდი?

- არა. პირველად მეხუთე კლასში ვიყავი, შატალოზე რომ წავედით "მზიურში" (ჩვენი სკოლის პირდაპირ იყო) და იქიდან ზოოპარკში გადავიპარეთ.

- მეგობრის რვეულიდან დავალება თუ გადაგიწერია?

- არა, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი გაკვეთილისთვის.

- არც მათემატიკაში?

- არც მათემატიკაში, მაგიტომაც მივიღე ორიანი.

- ამხანაგები მეტსახელად რას გეძახდნენ?

- "რატომ?" ბიჭებმა შემარქვეს, რადგანაც სულ ამ სიტყვას ვამბობდი.

- ლექსი, რომელიც ახლა გახსენდება.

- გალაკტიონის ''მე და ღამე". "ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ,/ შუაღამე იწვის დნება,/ სიო სარკმლით მონაქროლი,/ ველთა ზღაპარს მეუბნება".

- რას ნიშნავს სიტყვა ბერა?

- ივანიშვილს... არა?

- ეს სიტყვა ცერ თითს ნიშნავს... ჰაეს წინ ქართულ ანბანში რომელი ასოა?

- ასო ბგერა ჯ.

- კოზაკი რისი ნაშიერია?

- კამეჩის.

- არა, აქლემის... ბოლოს რა ფრაზას დაგვიტოვებ?

- რადგან "მე და ღამე" გავიხსენე, საუბარს მისი ბოლო ორი სტრიქონით დავასრულებდი: რა იციან მეგობრებმა,/ თუ რა ნაღველს იტევს გული,/ თუ რა არის მის სიღრმეში/ საუკუნოდ დამარხული...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება