პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წევრების მოწონების რეიტინგი შემცირდა
კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წევრების მოწონების რეიტინგი შემცირდა

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი და­ე­ცა. NDI-ის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მი­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში პირ­ველ ად­გილ­ზეა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია - 67%-იანი რე­ი­ტინ­გით, თუმ­ცა ნო­ემ­ბრის კვლე­ვა­ში მისი მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი 72% იყო.

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მოს­დევს, რო­მე­ლიც ახლა გა­მო­კი­თხულ­თა 64%-ს მოს­წონს. NDI-ის წინა კვლე­ვა­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 71%-ს შე­ად­გენ­და.

ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თია სხვა პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც: პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი ახლა 61%-ია, ნო­ემ­ბრის კვლე­ვა­ში იყო – 65%; კახა კა­ლა­ძის მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გია – 51%, ნო­ემ­ბერ­ში - 60%; ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახლა გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 51%-ს მოს­წონს, მისი მო­წო­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნო­ემ­ბრის კვლე­ბა­ში 74% იყო.

პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის რე­ი­ტინ­გი 46%-მდე შემ­ცირ­და. NDI-ის ნო­ემ­ბრის კვლე­ვა­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­მო­კი­თხულ­თა 72%-ს მოს­წონ­და.

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, შემ­ცი­რე­ბუ­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის მო­წო­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წევრების მოწონების რეიტინგი შემცირდა

კვლევის მიხედვით, ხელისუფლების წევრების მოწონების რეიტინგი შემცირდა

ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების რეიტინგი დაეცა. NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, მიწონების რეიტინგში პირველ ადგილზეა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია - 67%-იანი რეიტინგით, თუმცა ნოემბრის კვლევაში მისი მოწონების რეიტინგი 72% იყო.

ირაკლი ალასანიას პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსდევს, რომელიც ახლა გამოკითხულთა 64%-ს მოსწონს. NDI-ის წინა კვლევაში ღარიბაშვილის ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენდა.

ანალოგიური სურათია სხვა პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებაშიც: პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოწონების რეიტინგი ახლა 61%-ია, ნოემბრის კვლევაში იყო – 65%; კახა კალაძის მოწონების რეიტინგია – 51%, ნოემბერში - 60%; ბიძინა ივანიშვილი ახლა გამოკითხულთა მხოლოდ 51%-ს მოსწონს, მისი მოწონების მაჩვენებელი ნოემბრის კვლებაში 74% იყო.

პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგი 46%-მდე შემცირდა. NDI-ის ნოემბრის კვლევაში მარგველაშვილი გამოკითხულთა 72%-ს მოსწონდა.

ამავე კვლევის თანახმად, შემცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოწონების რეიტინგი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა