პარტნიორები:

    პოლიტიკოსების რეიტინგში ალასანია ღარიბაშვილზე მეტად მოსწონთ

    პოლიტიკოსების რეიტინგში ალასანია ღარიბაშვილზე მეტად მოსწონთ

    NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირაკლი ალასანიას აქვს. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შეკითხვაზე - მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (96%) პატრიარქს აქვს.

    შემდეგ ადგილებს კი რეიტინგში უკვე პოლიტიკოსები ინაწილებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი მთავრობის წევრებს შორის რესპონდენტებს ყველაზე მეტად მოსწონთ. ალასანიას აღნიშნულ რეიტინგში დადებითი კუთხით 67%-იანი მაჩვენებელი აქვს, რესპონდენტთა 12% ალასანია არ მოსწონს, 17%-ს კი მასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

    მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც რესპონდენტთა 64%-ს მოსწონს, გამოკითხულთა 15%-ს კი არა; დავით უსუფაშვილი 61%-ს მოსწონს, 18%-ს კი არა; კახა კალაძე 51%-ს მოსწონს, 24%-ს კი არა; ბიძინა ივანიშვილი 51% მოსწონს და 24% - არა და დავით ბაქრაძე, რომელიც 51% მოსწონს, 30%-ს - არა.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა