საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "კერავენ" ცნობილი ქართველი ქალები მამაკაცებს
როგორ "კერავენ" ცნობილი ქართველი ქალები მამაკაცებს

ამ­ბო­ბენ, კა­ცე­ბის "და­კერ­ვის" ერთი წესი არ არ­სე­ბობს, რად­გან ისი­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ირ­ნი არი­ან. გა­დავ­წყვი­ტეთ გაგ­ვე­გო, თუ რო­გორ აწო­ნე­ბენ თავს მა­მა­კა­ცებს ცნო­ბი­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბი, თუმ­ცა ბევ­რმა მათ­გან­მა ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

იუნა შა­ფა­თა­ვა

- იუნა, რა მე­თო­დე­ბი გაქვთ სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის გუ­ლის მო­სა­ნა­დი­რებ­ლად?

- ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც ინ­სტიქ­ტუ­რად მოქ­მე­დებს. გა­აჩ­ნია, რა მიზ­ნით გინ­და ადა­მი­ა­ნის "და­კერ­ვა" და რამ­დე­ნი გაქვს დრო. ჭკვი­ა­ნი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ქა­ლის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი მა­მა­კა­ცი არ არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი იყოს, და­ქა­ლებ­თან სა­ნაძ­ლეო დავ­დოთ და მერე შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვი­დეთ, თუმ­ცა ასე მა­მა­კა­ცე­ბი იქ­ცე­ვი­ან, იშ­ვი­ა­თად არ­სე­ბობს ასე­თი გამ­ბე­და­ვი ქალი.

სტა­ტის­ტი­კუ­რად, ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს მოს­წონს, თა­ვი­სი­ვე მარ­ტი­ვი მე­თო­დით "და­კერ­ვა". ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის "და­კერ­ვის" დროს ტექ­სტი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია: "ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მი­გო, რას აკე­თებ დღეს სა­ღა­მოს? აი, ეს ჩემი ტე­ლე­ფო­ნია..." და, აუ­ცი­ლებ­ლად, თუ მო­ა­ხერ­ხებთ, უნდა გა­მო­არ­თვათ ტე­ლე­ფო­ნი. არ მგო­ნია ქარ­თველ­მა კაც­მა ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე უარი თქვას - სულ რომ ნი­ან­გი ედ­გას წინ, თუ ის თა­ვი­სუ­ფა­ლია, ტე­ლე­ფო­ნე­ბის გაც­ვლის შემ­დეგ და­რე­კავს.

გაც­ნო­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე სა­ღა­მოს სექ­სით მთავ­რდე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ფიქ­რებს ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს ქა­ლის "პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე" და ავ­ტო­მა­ტუ­რად "სა­თა­და­რი­გო ნა­შას" რან­გში გა­და­ყავს ის. ნუ, თუ არ "გამო*ლევ­და" - რო­გორც შემ­დგომ­ში ძმა­კა­ცე­ბი ზურგს უკან მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ან სა­ხე­ში ახ­ლი­ან.. თუმ­ცა­ღა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც კაცი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას აცხა­დებს და ცო­ლა­დაც მოჰ­ყავს, მაგ­რამ ამის­თვის უკვე უნდა ვი­ცო­დეთ მა­მა­კა­ცის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხა­სი­ა­თი, "სტერ­ვა" ქალი "აგი­ჟებს", თუ მორ­ჩი­ლი "კნუ­ტი" და ჭკვი­ა­ნი ქალი. თუ მის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს მა­მა­კა­ცის სა­ბო­ლოო "და­პყრო­ბა", სქე­მის მი­ხედ­ვით მო­იქ­ცე­ვა.

ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტის დროს მარ­ტი­ვია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია მა­მა­კა­ცის "და­კერ­ვა". ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­აჩ­ნია, რა გვა­ინ­ტე­რე­სებს: უბ­რა­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა გვა­მოძ­რა­ვებს თუ ცო­ლო­ბა გვინ­და...შე­სა­ბა­მი­სად, ვიც­მევთ: პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში: სექ­სუ­ა­ლუ­რად ან შე­და­რე­ბით პუ­რი­ტა­ნუ­ლად; ვიქ­ცე­ვით შე­სა­ბა­მი­სად - ნაკ­ლე­ბი და მეტი დის­ტან­ცი­ით...სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ რაც უფრო მცი­რეა დის­ტან­ცია დი­ა­ლო­გის და კონ­ტაქ­ტის დროს, ან კონ­ტაქ­ტი ხე­ლით, თვა­ლე­ბით, თე­ძო­ე­ბის "უნებ­ლიე" შე­ხე­ბით, მით უფრო მეტი შან­სია, რომ მა­მა­კა­ცი მიხ­ვდეს - რა გვსურს მის­გან. ასე­ვე, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მის ხა­სი­ათ­ზე ეწყო­ბა – დავ­დი­ვართ შეს­ვე­ნე­ბებ­ზე, გვიყ­ვარს ის საჭ­მე­ლი, რაც უყ­ვარს მას, გვიყ­ვარს ის სას­მე­ლი (ლუდი ძი­რი­თა­დად) და "ვგიჟ­დე­ბით" ფეხ­ბურთზე/რაგ­ბი­ზე/კა­ლათ­ბურთზე და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ იმ "სას­ტავ­ში" მოვ­ხვდეთ, რო­მელ­შიც სტუმ­რობს ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს...ანუ ვცდი­ლობთ ყვე­ლა­ნა­ი­რად სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გვქონ­დეს, რომ მა­მა­კა­ცი მიხ­ვდეს, რომ ნამ­დვი­ლი, უტყუ­ა­რი "ძმა­კა­ცი" ყავს და რა ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, ასე­თი უპ­რე­ტენ­ზიო ქალი სახ­ლში! ამა­ში მე­გობ­რე­ბი და­არ­წმუ­ნე­ბენ და..გი­სურ­ვებთ ბედ­ნი­ერ სა­ო­ჯა­ხო იდი­ლი­ას...

არის ერთი ოქ­როს წესი: სამ­სა­ხურ­ში სექ­სი არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი, მით უმე­ტეს, თუ მა­მა­კა­ცი თქვე­ნი ბო­სია ან თქვენ ხართ მისი ბოსი...

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: სექ­სი სამ­სა­ხურ­ში: პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი

შე­დე­გებ­ზე აღარ ვი­სა­უბ­რებ, ად­ვი­ლად მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რა მოყ­ვე­ბა ამას... რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ო­ზულ მიდ­გო­მას: მა­მა­კა­ცებს უყ­ვართ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლე­ბი. ყვე­ლა მა­მა­კაცს მა­ლე­ვე ბეზ­რდე­ბა მო­წუ­წუ­ნე ქალი - ის მი­ყი­დე, ეს მი­ყი­დე, ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნე, გა­ა­სე­ირ­ნე,- გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და...ეს კლი­შე - ქალი "კუხ­ნა­ში" - მოჩ­ვე­ნე­ბი­თია...ჩვენს კა­ცებს სექ­სიც უყ­ვართ და ოპ­ტი­მის­ტი დი­ნა­მი­უ­რი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბა­საც ითხო­ვენ და თვი­თონ­ვე გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და უმკლავ­დე­ბი­ან პრობ­ლე­მებს...ეს ყო­ველ­თვის ამარ­თლებს - ამ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, დაგ­ვიმ­ტკი­ცონ, რომ სექ­სის გარ­და, კი­დევ რა­ღა­ცა­ში გვად­გე­ბი­ან. თუ ვა­წუ­წუ­ნებთ შეხ­ვედ­რებ­ზე, ტე­ლე­ფონს დრო­დად­რო გავ­თი­შავთ და სა­ერ­თოდ იგ­ნო­რი­რე­ბას მო­ვახ­დენთ და პირ­ვე­ლი­ვე სა­ღა­მოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით არ ვუ­ყუ­რებთ და სექ­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად დიდ­ხანს გავ­ჭი­მავთ - რამ­დე­ნი­მე პა­ე­მან­ზე მა­ინც, მა­მა­კა­ცის ინ­ტე­რე­სი იმ­დე­ნად გა­იზ­რდე­ბა, რომ თით­ქმის "შე­უყ­ვარ­დე­ბით".... გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებს უყ­ვართ და­ქა­ლე­ბის ბოი ფრენ­დე­ბი, და­ქა­ლე­ბის ქმრე­ბი, და­ქა­ლე­ბის ძმე­ბი...რაც უფრო ახ­ლო­საა ობი­ექ­ტი მარ­ტო­ხე­ლა ქალ­თან და რაც უფრო ბედ­ნი­ე­რია მისი მე­გო­ბა­რი ქალი, მით უფრო იხიბ­ლე­ბა მისი და­ქა­ლი ქმრით, ბო­იფ­რენ­დით თუ ძმით...ასე რომ, ყვე­ლა­ზე ხში­რი შემ­თხვე­ვა "პი­რა­ტუ­ლი" მე­თო­დით კა­ცის და­პყრო­ბის არის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის­გან მისი "აწაპვ­ნა" . აკ­რძა­ლუ­ლი მე­თო­დე­ბი­დან ასე­ვე, ხში­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სუს­ტი მა­მა­კა­ცე­ბი იხიბ­ლე­ბი­ან ქა­ლის თით­ქმის "შე­უ­ზღუ­და­ვი" "შე­საძ­ლე­ბე­ბით". სხვა შემ­თხვე­ვაა ქა­ლის "შე­ცო­დე­ბის" ხრი­კი - მისი "უკი­დუ­რე­სი" "სი­სუს­ტე" და მა­მა­კაც­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა... ზოგი სა­ერ­თოდ შავ მა­გი­ას მი­მარ­თავს, ზოგი კი ისე­თი "ღვთის­მო­სა­ვია" (არ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით) რომ ვერ მი­უდ­გე­ბი, ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის და მშობ­ლე­ბის გაც­ნო­ბის და "ნიშ­ნო­ბის" გა­რან­ტი­ის გა­რე­შე... ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ფრთხი­ლად და ფხიზ­ლად იყა­ვით - იქ, სა­დაც გათ­ვლაა და არ არის სიყ­ვა­რუ­ლი, ან ლტოლ­ვა მა­ინც - თა­ნა­ცხოვ­რე­ბა კოშ­მა­რად იქ­ცე­ვა...ან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ლე­ვე წყდე­ბა.

– თა­ვად რითი აწო­ნებ თავს მა­მა­კა­ცებს?

– მე მხო­ლოდ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ეგ­ზემპლა­რე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რის მომ­ხრე ვარ, და­შო­რე­ბა წა­მი­ე­რია - ამი­ტომ ჩემს გვერ­დით მაქ­სი­მა­ლუ­რი გაც­ნო­ბის პე­რი­ო­დით თუ ჭა­ჭა­ნებს ვინ­მე...შემ­დეგ - ნახ­ვამ­დის, ყვე­ლა­ნა­ი­რი ის­ტე­რი­კის გა­რე­შე, თუმ­ცა ის­ტე­რი­კაც კარ­გი ვიცი, და­უ­ვი­წყა­რი, თუ მო­ვინ­დო­მე, თქვენ თავს და­აბ­რა­ლეთ. თუ ქალს არ აინ­ტე­რე­სებთ - უფრო ორი­გი­ნა­ლუ­რე­ბი, უფრო მა­მა­კა­ცუ­რე­ბი, უფრო რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი, უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი უნდა იყოთ, რომ და­ა­ინ­ტე­რე­სოთ. ისევ ინ­სტინ­ქტებ­ზე - ნუ მო­ინ­დო­მეთ, რომ ქალ­მა გა­ჩუ­ქოთ მსოფ­ლიო. ეს მა­მა­კა­ცე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა - გვა­ჩუ­ქონ მზე, მთვა­რე, ვარ­სკვლა­ვე­ბი და მსოფ­ლიო ჩვენს ფერ­ხთ და­დონ. ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, ნუ გა­ვი­წყდე­ბათ, საყ­ვარ­ლე­ბო, რომ ჩვენ ვართ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი, ცხოვ­რე­ბის ურ­თუ­ლეს სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი, რო­დე­საც თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ყი­რა­მა­ლა მი­დის! ჩვენ, ცხოვ­რე­ბის ყვა­ვი­ლე­ბი, ვიმ­სა­ხუ­რებთ ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს! 21- სა­უ­კუ­ნეა, იყა­ვით და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი - მეტი მუ­შა­ო­ბა, მეტი თა­ვის მოვ­ლა, ვარ­ჯი­ში, მეტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ჩვე­ნია! თუ მუ­შო­ბა გე­ზა­რე­ბათ - იხი­ლეთ "პი­რა­ტუ­ლი" მე­თო­დე­ბი ზე­მოთ...თუმ­ცა მე არა­სო­დეს ეს მე­თო­დე­ბი არ დამ­ჭირ­ვე­ბია, თქვენ­გან და მა­მა­კა­ცე­ბის მო­ნა­ყო­ლით ვიცი ეს ყვე­ლა­ფე­რი.... წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ "პა­ტი­ო­სა­ნო ბედ­ნი­ე­რე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლო ქა­ლე­ბო".

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე

– ვერ ვიქ­ნე­ბი თქვენ­თვის კარ­გი რესპდენ­ტი, რად­გან კაცი მე თვი­თონ არა­სო­დეს და­მი­კე­რია.

– რა­ტომ? მა­გა­რი გოგო ხარ?

– არ ვამ­ბობ, რომ მა­გა­რი გოგო ვარ, ალ­ბათ, გარ­კვე­უ­ლი სა­ხის კომ­პლექ­სი მაქვს, სულ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ ჩემს მიერ გა­დად­გმულ ნა­ბიჯს სა­თა­ნა­დო რე­აქ­ცია არ მოჰ­ყვე­ბა და ვიქ­ნე­ბი დამ­ცი­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ, ბევ­რჯერ წა­მი­გია ამის გამო.

– ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი კა­ცის "და­კერ­ვა"?

– ქარ­თვე­ლი კაცი ად­ვი­ლად არ იკე­რე­ბა, რად­გან ქა­ლე­ბი უკვე ისე აქ­ტი­უ­რო­ბენ, რომ მა­მა­კაცს აღარ სჭირ­დე­ბა ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა ქა­ლის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. პი­რი­ქით, არ­ჩე­ვა­ნის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ მა­მა­კა­ცებს. რად­გან სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უთავ­მოყ­ვა­რო­ნი გახ­დნენ. ერთი ღა­მის ურ­თი­ერ­თო­ბა პრობ­ლე­მას არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს, რად­გან გო­გო­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, თუ გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე და­თან­ხმდე­ბა მა­მა­კაცს სექსზე, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი იქ­ნე­ბა. არის მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა, კაც­მა რო­გო­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც არ უნდა მი­ა­ყე­ნოს, ქა­ლე­ბი ხმას არ იღე­ბენ და პა­ტი­ო­ბენ. ეს, ალ­ბათ, გენ­დერულ­მა თა­ნას­წო­რო­ბამ მო­ი­ტა­ნა. ზედ­მე­ტი მოგ­ვი­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ბრა­ლია. ქალი, რო­მელ­საც მა­მა­კა­ცის ფუნ­ქცი­ე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი ოჯახ­შიც და სამ­სა­ხურ­შიც, ის სიყ­ვა­რულ­შიც დო­მი­ნან­ტის როლს ითავ­სებს. გვინ­დო­და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა? ახლა უკვე პა­სუ­ხი უნდა ვა­გოთ ჩვენს თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯ­ზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

როგორ "კერავენ" ცნობილი ქართველი ქალები მამაკაცებს

როგორ "კერავენ" ცნობილი ქართველი ქალები მამაკაცებს

ამბობენ, კაცების "დაკერვის" ერთი წესი არ არსებობს, რადგან ისინი სხვადასხვანაირნი არიან. გადავწყვიტეთ გაგვეგო, თუ როგორ აწონებენ თავს მამაკაცებს ცნობილი მანდილოსნები, თუმცა ბევრმა მათგანმა ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

იუნა შაფათავა

- იუნა, რა მეთოდები გაქვთ სასურველი მამაკაცის გულის მოსანადირებლად?

- ქალიც და მამაკაციც ინსტიქტურად მოქმედებს. გააჩნია, რა მიზნით გინდა ადამიანის "დაკერვა" და რამდენი გაქვს დრო. ჭკვიანი და მოხერხებული ქალისთვის მიუწვდომელი მამაკაცი არ არსებობს. შეიძლება მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყოს, დაქალებთან სანაძლეო დავდოთ და მერე შეტევაზე გადავიდეთ, თუმცა ასე მამაკაცები იქცევიან, იშვიათად არსებობს ასეთი გამბედავი ქალი.

სტატისტიკურად, ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს, თავისივე მარტივი მეთოდით "დაკერვა". ქართველი მამაკაცის "დაკერვის" დროს ტექსტი დაახლოებით ასეთია: "ძალიან მომეწონე, სხვანაირად არ გამიგო, რას აკეთებ დღეს საღამოს? აი, ეს ჩემი ტელეფონია..." და, აუცილებლად, თუ მოახერხებთ, უნდა გამოართვათ ტელეფონი. არ მგონია ქართველმა კაცმა ასეთ შესაძლებლობაზე უარი თქვას - სულ რომ ნიანგი ედგას წინ, თუ ის თავისუფალია, ტელეფონების გაცვლის შემდეგ დარეკავს.

გაცნობა, რომელიც პირველივე საღამოს სექსით მთავრდება, სერიოზულად დააფიქრებს ქართველ მამაკაცებს ქალის "პატიოსნებაზე" და ავტომატურად "სათადარიგო ნაშას" რანგში გადაყავს ის. ნუ, თუ არ "გამო*ლევდა" - როგორც შემდგომში ძმაკაცები ზურგს უკან მოიხსენიებენ, ან სახეში ახლიან.. თუმცაღა არის შემთხვევები, როდესაც კაცი კაპიტულაციას აცხადებს და ცოლადაც მოჰყავს, მაგრამ ამისთვის უკვე უნდა ვიცოდეთ მამაკაცის სოციალური მდგომარეობა, ხასიათი, "სტერვა" ქალი "აგიჟებს", თუ მორჩილი "კნუტი" და ჭკვიანი ქალი. თუ მის მიზანს წარმოადგენს მამაკაცის საბოლოო "დაპყრობა", სქემის მიხედვით მოიქცევა.

ყოველდღიური კონტაქტის დროს მარტივია, ძალიან მარტივია მამაკაცის "დაკერვა". ამ შემთხვევაშიც გააჩნია, რა გვაინტერესებს: უბრალოდ ცნობისმოყვარეობა გვამოძრავებს თუ ცოლობა გვინდა...შესაბამისად, ვიცმევთ: პირველ შემთხვევაში: სექსუალურად ან შედარებით პურიტანულად; ვიქცევით შესაბამისად - ნაკლები და მეტი დისტანციით...საყურადღებოა, რომ რაც უფრო მცირეა დისტანცია დიალოგის და კონტაქტის დროს, ან კონტაქტი ხელით, თვალებით, თეძოების "უნებლიე" შეხებით, მით უფრო მეტი შანსია, რომ მამაკაცი მიხვდეს - რა გვსურს მისგან. ასევე, პირველ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრების სტილი მის ხასიათზე ეწყობა – დავდივართ შესვენებებზე, გვიყვარს ის საჭმელი, რაც უყვარს მას, გვიყვარს ის სასმელი (ლუდი ძირითადად) და "ვგიჟდებით" ფეხბურთზე/რაგბიზე/კალათბურთზე და ყველანაირად ვცდილობთ იმ "სასტავში" მოვხვდეთ, რომელშიც სტუმრობს ასეთ ღონისძიებებს...ანუ ვცდილობთ ყველანაირად საერთო ინტერესები გვქონდეს, რომ მამაკაცი მიხვდეს, რომ ნამდვილი, უტყუარი "ძმაკაცი" ყავს და რა ბედნიერება იქნებოდა, ასეთი უპრეტენზიო ქალი სახლში! ამაში მეგობრები დაარწმუნებენ და..გისურვებთ ბედნიერ საოჯახო იდილიას...

არის ერთი ოქროს წესი: სამსახურში სექსი  არ არის რეკომენდირებული, მით უმეტეს, თუ მამაკაცი თქვენი ბოსია ან თქვენ ხართ მისი ბოსი...

ასევე დაგაინტერესებთ: სექსი სამსახურში: პლუსები და მინუსები

შედეგებზე აღარ ვისაუბრებ, ადვილად მოსაფიქრებელია, რა მოყვება ამას... რაც შეეხება სერიოზულ მიდგომას: მამაკაცებს უყვართ წარმატებული და დამოუკიდებელი ქალები. ყველა მამაკაცს მალევე ბეზრდება მოწუწუნე ქალი - ის მიყიდე, ეს მიყიდე, ბავშვი გაიყვანე, გაასეირნე,- გამონაკლისების გარდა...ეს კლიშე - ქალი "კუხნაში" - მოჩვენებითია...ჩვენს კაცებს სექსიც უყვართ და ოპტიმისტი დინამიური ქალები, რომლებიც ნაკლებ ყურადღებასაც ითხოვენ და თვითონვე გადაადგილდებიან და უმკლავდებიან პრობლემებს...ეს ყოველთვის ამართლებს - ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, დაგვიმტკიცონ, რომ სექსის გარდა, კიდევ რაღაცაში გვადგებიან. თუ ვაწუწუნებთ შეხვედრებზე, ტელეფონს დროდადრო გავთიშავთ და საერთოდ იგნორირებას მოვახდენთ და პირველივე საღამოს შეყვარებული თვალებით არ ვუყურებთ და სექსის შესაძლებლობას შეძლებისდაგვარად დიდხანს გავჭიმავთ - რამდენიმე პაემანზე მაინც, მამაკაცის ინტერესი იმდენად გაიზრდება, რომ თითქმის "შეუყვარდებით".... განსაკუთრებით ქალებს უყვართ დაქალების ბოი ფრენდები, დაქალების ქმრები, დაქალების ძმები...რაც უფრო ახლოსაა ობიექტი მარტოხელა ქალთან და რაც უფრო ბედნიერია მისი მეგობარი ქალი, მით უფრო იხიბლება მისი დაქალი ქმრით, ბოიფრენდით თუ ძმით...ასე რომ, ყველაზე ხშირი შემთხვევა "პირატული" მეთოდით კაცის დაპყრობის არის უახლოესი მეგობრისგან მისი "აწაპვნა" . აკრძალული მეთოდებიდან ასევე, ხშირია, წარმატებული ქალის განსახიერება. ამ შემთხვევაში სუსტი მამაკაცები იხიბლებიან ქალის თითქმის "შეუზღუდავი" "შესაძლებებით". სხვა შემთხვევაა ქალის "შეცოდების" ხრიკი - მისი "უკიდურესი" "სისუსტე" და მამაკაცზე დამოკიდებულება... ზოგი საერთოდ შავ მაგიას მიმართავს, ზოგი კი ისეთი "ღვთისმოსავია" (არჩეული სტრატეგიის მიხედვით) რომ ვერ მიუდგები, ქორწინების მოწმობის და მშობლების გაცნობის და "ნიშნობის" გარანტიის გარეშე... ნებისმიერ შემთხვევაში, ფრთხილად და ფხიზლად იყავით - იქ, სადაც გათვლაა და არ არის სიყვარული, ან ლტოლვა მაინც - თანაცხოვრება კოშმარად იქცევა...ან ურთიერთობა მალევე წყდება.

– თავად რითი აწონებ თავს მამაკაცებს?

– მე მხოლოდ ყველაზე ძლიერი ეგზემპლარები მაინტერესებს, რომანტიკული შეხვედრის მომხრე ვარ, დაშორება წამიერია - ამიტომ ჩემს გვერდით მაქსიმალური გაცნობის პერიოდით თუ ჭაჭანებს ვინმე...შემდეგ - ნახვამდის, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, თუმცა ისტერიკაც კარგი ვიცი, დაუვიწყარი, თუ მოვინდომე, თქვენ თავს დააბრალეთ. თუ ქალს არ აინტერესებთ - უფრო ორიგინალურები, უფრო მამაკაცურები, უფრო რომანტიკულები, უფრო წარმატებულები უნდა იყოთ, რომ დააინტერესოთ. ისევ ინსტინქტებზე - ნუ მოინდომეთ, რომ ქალმა გაჩუქოთ მსოფლიო. ეს მამაკაცების პრეროგატივაა - გვაჩუქონ მზე, მთვარე, ვარსკვლავები და მსოფლიო ჩვენს ფერხთ დადონ. ქალბატონებო, ნუ გავიწყდებათ, საყვარლებო, რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები, ცხოვრების ურთულეს სიტუაციაშიც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი ყირამალა მიდის! ჩვენ, ცხოვრების ყვავილები, ვიმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს! 21- საუკუნეა, იყავით დამოუკიდებლები - მეტი მუშაობა, მეტი თავის მოვლა, ვარჯიში, მეტი თავდაჯერებულობა და ყველა მამაკაცი ჩვენია! თუ მუშობა გეზარებათ - იხილეთ "პირატული" მეთოდები ზემოთ...თუმცა მე არასოდეს ეს მეთოდები არ დამჭირვებია, თქვენგან და მამაკაცების მონაყოლით ვიცი ეს ყველაფერი.... წარმატებებს გისურვებთ "პატიოსანო ბედნიერების მაძიებელო ქალებო".

თამუნა მუსერიძე

– ვერ ვიქნები თქვენთვის კარგი რესპდენტი, რადგან კაცი მე თვითონ არასოდეს დამიკერია.

– რატომ? მაგარი გოგო ხარ?

– არ ვამბობ, რომ მაგარი გოგო ვარ, ალბათ, გარკვეული სახის კომპლექსი მაქვს, სულ ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს მიერ გადადგმულ ნაბიჯს სათანადო რეაქცია არ მოჰყვება და ვიქნები დამცირებული. ალბათ, ბევრჯერ წამიგია ამის გამო.

– ადვილად შეიძლება ქართველი კაცის "დაკერვა"?

– ქართველი კაცი ადვილად არ იკერება, რადგან ქალები უკვე ისე აქტიურობენ, რომ მამაკაცს აღარ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა ქალის გულის მოსაგებად. პირიქით, არჩევანის დიდი საშუალება აქვთ მამაკაცებს. რადგან სუსტი სქესის წარმომადგენლები უთავმოყვარონი გახდნენ. ერთი ღამის ურთიერთობა პრობლემას არავისთვის წარმოადგენს, რადგან გოგონები ფიქრობენ, თუ გაცნობისთანავე დათანხმდება მამაკაცს სექსზე, ის მთელი ცხოვრება მისი იქნება. არის მეორე უკიდურესობა, კაცმა როგორი შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენოს, ქალები ხმას არ იღებენ და პატიობენ. ეს, ალბათ, გენდერულმა თანასწორობამ მოიტანა. ზედმეტი მოგვივიდა და ყველაფერი ჩვენი ბრალია. ქალი, რომელსაც მამაკაცის ფუნქციები აქვს აღებული ოჯახშიც და სამსახურშიც, ის სიყვარულშიც დომინანტის როლს ითავსებს. გვინდოდა გენდერული თანასწორობა? ახლა უკვე პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს თითოეულ ნაბიჯზე.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"