პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ" - ნათია ფანჯიკიძე მიხაილოვის საავადმყოფოს "გაჩუქების" შესახებ
"დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ" - ნათია ფანჯიკიძე მიხაილოვის საავადმყოფოს "გაჩუქების" შესახებ

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ჩემი მე­გობ­რე­ბის იმ ნა­წილს გწერთ, ვი­საც მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი ედარ­დე­ბა: გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია (რო­მელ­საც მეც წა­მო­ვე­გე, მი­უ­ხე­და­ვად ზო­გი­ერ­თი პრე­სის ხრი­კე­ბის სა­კუ­თარ ოჯახ­ზე და თავ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბი­სა), რომ მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბა გა­და­ე­ცა სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ჩუქ­რად. ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბა, ერთი ის, რომ სა­ჩუქ­რად გა­და­ცე­მუ­ლი არა­სა­სა­ჩუქ­რე შე­ნო­ბე­ბი სა­ჩუქ­რის მიმ­ღე­ბის მი­მართ აჩენს ბრაზს და დარ­ტყმა გა­მიზ­ნუ­ლი იყო სა­პატ­რი­არ­ქოს­კენ, მე­ო­რე მხრივ მთავ­რო­ბის მი­მართ. მეც ვთქვი, რომ სამ­წუ­ხა­როა-მეთ­ქი თუ არც ამ მთავ­რო­ბას არ ეს­მის ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ის შექ­მნის მნიშ­ვნე­ლოვ­ნე­ბა და ის, რომ ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი, ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ანე­ლებს დრო­ის წარ­მა­ვა­ლო­ბის გან­ცდას და ქმნის ქა­ლა­ქის მა­რა­დი­უ­ლო­ბის გრძნო­ბას, - ქა­ლა­ქი არის სახ­ლი, სა­დაც ბრუნ­დე­ბი და რა­ღა­ცე­ე­ბი უც­ვლე­ლი უნდა დაგ­ხვდეს.

მოკ­ლედ, გა­ვი­კი­თხე ამ­ბა­ვი და სი­ნამ­დვი­ლე არის ასე­თი: სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­ე­ცა მი­ხა­ი­ლო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე პა­ტა­რა, გა­ნა­პი­რა შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­კურ­თხე­ველ­ზეა მიდ­გმუ­ლი და ისე­დაც ამ შე­ნო­ბის დიდ ნა­წილს დიდი ხა­ნია იყე­ნებს სა­პატ­რი­არ­ქო კე­თილ საქ­მე­ში - ყო­ველ­დღე აქ სა­დი­ლობს 130-მდე მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნი. თვი­თონ სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბა კი საპ­რი­ვა­ტი­ზა­ცი­ოდ არის გამ­ზა­დე­ბუ­ლი და უნარ­ჩუნ­დე­ბა ძეგლის სტა­ტუ­სი. ერ­თა­დერ­თი რაც არ მომ­წონს, შე­ნო­ბას სას­ტუმ­როდ მო­ი­აზ­რე­ბენ.

ჩემი, რო­გორც და­ბა­დე­ბი­დან და ალ­ბათ და­ბა­დე­ბამ­დეც ამ ქა­ლაქ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლის აზ­რია, რომ ეს შე­ნო­ბა ფუნ­ქცი­უ­რად მხო­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფოდ უნდა დარ­ჩეს და ისევ მი­ხა­ი­ლო­ვი უნდა ერ­ქვას. ისე­ვე, რო­გორც ასა­თი­ან­ზე (იქ შე­ნო­ბა არა­ფე­რი, ინ­სტი­ტუ­ტი იყო ტრა­დი­ცია და თან ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ყოფ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია. მე თვი­თონ ვაჟა კენ­ჭა­ძის კო­ლექ­ცი­ი­დან ნა­ჩუ­ქა­რი 1935 წელს ასა­თი­ა­ნის ხელ­მო­წე­რი­ლი გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი ქა­ღალ­დი ჩარ­ჩო­ში მაქვს ჩას­მუ­ლი და კე­დელ­ზე მი­კი­დია) უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სიმ­ბო­ლუ­რად, პა­ტა­რა კლი­ნი­კა მა­ინც. იმი­ტომ რომ ეს ქარ­თუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ის სკო­ლის ის­ტო­რია და ფა­სე­უ­ლო­ბაა.

პრე­სას კი ვთხოვ, ამ­დენს ნუ გვა­წა­მებს და შერ­ლოკ ჰოლმსე­ბად ნუ გვაქ­ცია სი­მარ­თლის და­სა­ზუს­ტებ­ლად. ქვე­ყა­ნა­ში უნ­დობ­ლო­ბის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის უდი­დე­სი წილი მე­დი­ა­ზე მო­დის. რა მოხ­დე­ბა, რომ ყვე­ლამ თა­ვის პრო­ფე­სი­ას, ანუ სა­კუ­თარ თავს სცეს პა­ტი­ვი, ცხოვ­რე­ბა ბევ­რად იოლი გახ­დე­ბა მა­შინ", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის №60-ში მდე­ბა­რე 472 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი სიმ­ბო­ლურ ფა­სად, 1 ლა­რად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას გა­და­ე­ცე­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა მთავ­რო­ბის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ამას­თან, სა­პატ­რი­არ­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა გარ­კვე­უ­ლი საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო პი­რო­ბით გა­და­ე­ცა. კერ­ძოდ, არა უგ­ვი­ა­ნეს 3 თვის ვა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან უნდა გა­ფორმ­დეს ძეგლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ძეგლის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­გან დაც­ვა და ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

sponsored by ContentRoom

"დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ" - ნათია ფანჯიკიძე მიხაილოვის საავადმყოფოს "გაჩუქების" შესახებ

"დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ" - ნათია ფანჯიკიძე მიხაილოვის საავადმყოფოს "გაჩუქების" შესახებ

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საპატრიარქოსთვის მიხაილოვის საავადმყოფოს გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით ეხმაურება.

"ჩემი მეგობრების იმ ნაწილს გწერთ, ვისაც მსგავსი საკითხები ედარდება: გავრცელდა ინფორმაცია (რომელსაც მეც წამოვეგე, მიუხედავად ზოგიერთი პრესის ხრიკების საკუთარ ოჯახზე და თავზე გამოცდილებისა), რომ მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა გადაეცა საპატრიარქოს საჩუქრად. ამ დეზინფორმაციამ გამოიწვია ორი მიმართულებით უსიამოვნო გრძნობა, ერთი ის, რომ საჩუქრად გადაცემული არასასაჩუქრე შენობები საჩუქრის მიმღების მიმართ აჩენს ბრაზს და დარტყმა გამიზნული იყო საპატრიარქოსკენ, მეორე მხრივ მთავრობის მიმართ. მეც ვთქვი, რომ სამწუხაროა-მეთქი თუ არც ამ მთავრობას არ ესმის ქალაქის ისტორიის შექმნის მნიშვნელოვნება და ის, რომ ქალაქში არსებული ტრადიციული ადგილები, არქიტექტურული ძეგლები, ინსტიტუტები ანელებს დროის წარმავალობის განცდას და ქმნის ქალაქის მარადიულობის გრძნობას, - ქალაქი არის სახლი, სადაც ბრუნდები და რაღაცეები უცვლელი უნდა დაგხვდეს.

მოკლედ, გავიკითხე ამბავი და სინამდვილე არის ასეთი: საპატრიარქოს გადაეცა მიხაილოვის ტერიტორიაზე მდებარე პატარა, განაპირა შენობა, რომელიც საკურთხეველზეა მიდგმული და ისედაც ამ შენობის დიდ ნაწილს დიდი ხანია იყენებს საპატრიარქო კეთილ საქმეში - ყოველდღე აქ სადილობს 130-მდე მოხუცი ადამიანი. თვითონ საავადმყოფოს შენობა კი საპრივატიზაციოდ არის გამზადებული და უნარჩუნდება ძეგლის სტატუსი. ერთადერთი რაც არ მომწონს, შენობას სასტუმროდ მოიაზრებენ.

ჩემი, როგორც დაბადებიდან და ალბათ დაბადებამდეც ამ ქალაქზე შეყვარებულის აზრია, რომ ეს შენობა ფუნქციურად მხოლოდ საავადმყოფოდ უნდა დარჩეს და ისევ მიხაილოვი უნდა ერქვას. ისევე, როგორც ასათიანზე (იქ შენობა არაფერი, ინსტიტუტი იყო ტრადიცია და თან ქალაქის ცენტრში სულიერი პრობლემების მქონე ადამიანების ყოფნა მნიშვნელოვანი მგონია. მე თვითონ ვაჟა კენჭაძის კოლექციიდან ნაჩუქარი 1935 წელს ასათიანის ხელმოწერილი გაყვითლებული ქაღალდი ჩარჩოში მაქვს ჩასმული და კედელზე მიკიდია) უნდა დარჩენილიყო სიმბოლურად, პატარა კლინიკა მაინც. იმიტომ რომ ეს ქართული ფსიქიატრიის სკოლის ისტორია და ფასეულობაა.

პრესას კი ვთხოვ, ამდენს ნუ გვაწამებს და შერლოკ ჰოლმსებად ნუ გვაქცია სიმართლის დასაზუსტებლად. ქვეყანაში უნდობლობის ვირუსის გავრცელების უდიდესი წილი მედიაზე მოდის. რა მოხდება, რომ ყველამ თავის პროფესიას, ანუ საკუთარ თავს სცეს პატივი, ცხოვრება ბევრად იოლი გახდება მაშინ", - წერს ფანჯიკიძე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დავით აღმაშენებლის №60-ში მდებარე 472 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, საპატრიარქოს აღნიშნული შენობა-ნაგებობა გარკვეული საპრივატიზაციო პირობით გადაეცა. კერძოდ, არა უგვიანეს 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან უნდა გაფორმდეს ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს