"ორ ვარსკვლავში" მიშა ბაღათურიასა და სოფო გელოვანის წყვილი ხშირად ჟიურის ფავორიტი ხდება. ნამღერის გარდა, მიშას კარგ გარეგნობას უსვამენ ხოლმე ხაზს.
სოფო კრიტიკას პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს, ფიქრობს, რომ არის მცირე ხარვეზები, მაგრამ რუსული სიმღერის შესრულებასთან დაკავშირებული კრიტიკა გადამეტებულად მიაჩნია. მომღერალს ამ თემებზე ვესაუბრეთ.
- სოფო, "ორ ვარსკვლავს" ბევრი აკრიტიკებს. პროექტში მონაწილეობას ხომ არ ნანობ?
- რა თქმა უნდა, არ ვნანობ, პირველ რიგში, იმიტომ რომ ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე.
- "ორი ვარსკვლავის" მონაწილე რომ არ იყო და პროექტს რომ ადევნებდე თვალს, შეგიძლია, გულახდილად გვითხრა, რა არ მოგეწონებოდა?
- რასაკვირველია, პროექტში რაღაც ხარვეზები არის, მაგრამ ამ ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკი ჩემი მხრიდან არაკოლეგიალური იქნებოდა. მე შემიძლია, მხოლოდ შოუს მუსიკალურ მხარეზე ვილაპარაკო. არის მუსიკალური და ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოსწორდება.
- თქვენი ნამღერიდან კრიტიკა დაიმსახურა სოსო პავლიაშვილის სიმღერამ - "ჟდიოტ ტებია გრუზინ". კრიტიკოსთა შორის იყო მომღერალი მაია დარსმელიძე, რომელიც ამბობდა, რომ როდესაც ოკუპანტი 30 კილომეტრში დგას, რუსული სიმღერა არ უნდა შეგესრულებინათ...
- მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, ყველას თავისი შეხედულება აქვს და რა თქმა უნდა, აქვთ უფლება, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ჩემი აზრით, ეს ნამღერი კრიტიკას არ იმსახურებდა.
იხილეთ გაგრძელება