ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 2 გარდაცვლილი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.
ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში სულ ოთხი ადამიანი მოყვა. ორი მათგანი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ადგილობრივები არ არიან.
შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, თვითმმართველობის წევრები და სასულიერო პირები იმყოფებიან.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეოთხე წელია შენდება. ეკლესიის გუმბათი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა ნაგებობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს.
ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც მშენებლობაზე საძირკვლის ჩაყრის პროცესიდან მუშაობდა, ტრაგედიის გამომწვევ კიდევ ერთ ვერსიად უხარისხო სამშენებლო მასალას ასახელებს:
"მე ჩავუყარე საფუძველი მშენებლობას, ახლა, როგორც ჩანს უხარისხო მასალებით აგრძელებდნენ მუშაობას", - განუცხადა მან Ambebi.ge-ს.
ტრაგედიის შესახებ ამ დრომდე კომენტარარს არ აკეთებენ ადგილობრივი სასულიერო პირები.
გთავაზობთ Ambebi.ge-ს კორესპოდენტის ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან.
იხილეთ ფოტოები