სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­სოფ­ლის მშე­ნე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ნან­გრე­ვე­ბი­დან უკვე ამო­იყ­ვა­ნეს, ხოლო მე­ო­რე გარ­დაც­ვლი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისიც გარ­დაც­ვლი­ლია.

ეკ­ლე­სი­ის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად ნან­გრე­ვებ­ში სულ ოთხი ადა­მი­ა­ნი მოყ­ვა. ორი მათ­გა­ნი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ არი­ან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძე, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძე, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია უკვე მე­ო­თხე წე­ლია შენ­დე­ბა. ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თი მას შემ­დეგ ჩა­მო­ინ­გრა, რაც მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ­მა პი­რებ­მა ნა­გე­ბო­ბას საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბი გა­მო­ა­ცა­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფლის მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი გარდაცვლილი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილის ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ისიც გარდაცვლილია.

ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში სულ ოთხი ადამიანი მოყვა. ორი მათგანი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ეკლესიის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ადგილობრივები არ არიან.

შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, თვითმმართველობის წევრები და სასულიერო პირები იმყოფებიან.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეოთხე წელია შენდება. ეკლესიის გუმბათი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა ნაგებობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია