ჰომოსექსუალზე ძალადობა ქართულ ჯარში - რის გაკეთებას აიძულებდნენ ახალგაზრდა ბიჭს შანტაჟის მუქარით

ჰომოსექსუალზე ძალადობა ქართულ ჯარში - რის გაკეთებას აიძულებდნენ ახალგაზრდა ბიჭს შანტაჟის მუქარით

ბოლო დროს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის თემა საკმაოდ მწვავედ განიხილება. ამ განხილვის ფონზე კი რამდენიმე დღის წინ ცირკის მიმდებარედ ტრანსგენდერი მამაკაცი ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა არის ეჭვი, რომ დაჩაგრული უმცირესობის წარმომადგენლები მედიის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ამ და სხვა პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "LGBT საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი დავით მიხეილ შუბლაძე გვესაუბრება.

- ამ ეტაპზე ვახორციელებთ პროექტს, რომელიც სექს-მუშაკი მამაკაცების გადამისამართებას და კონსულტირებას მათთვის მისაღებ ორგანიზაციებში ითვალისწინებს. ჩვენს მოვალეობაში შედის ამ ადამიანებთან გასაუბრება, უსაფრთხო სექსის საშუალებების უსასყიდლოდ გადაცემა და შემდეგ მათი დარწმუნება, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის ანალიზები გაიკეთონ.

- როგორ უკავშირდებით ასეთი ტიპის ადამიანებს?

- ამ ადამიანებს თავიანთ სამუშაო ადგილას ვხვდებით, მაგალითად ცირკთან, სადაც ისინი სექს მუშაკებად მუშაობენ. კვირაში ორი-სამი დღე მონიტორინგს ეთმობა და მათ ვურიგებთ ბუკლეტებს, სადაც მათვის საჭირო ინფორმაციაა.

ჩვენი პროექტი მათ დახმარებას მხოლოდ სამედიცინო კუთხით ითვალისწინებს, მაგრამ ამ შეხვედრების დროს ისინი გვიყვებიან, თუ რა ხშირად ხდება მათი უფლებების დარღვევა სამართალდამცავების მხრიდანაც კი. თუკი ჩვენ დავითანხმეთ ეს ადამიანები, რომ საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს, ამაშიც ვეხმარებით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტებთან ერთად ვცდილობთ, მივაღწიოთ სამართლიანობას და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც დევნიან და ჩაგრავენ მათ.

- რამდენიმე დღის წინ ცირკის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ ერთ-ერთ ტრანსგენდერს, თუ ესაუბრეთ მას...

- ეს არის ზიზი. როცა მასზე თავდასხმის შესახებ ნიუსი წავიკითხე, გავოცდი, რადგან ნიუსში ეწერა ტექსტი, რომელიც მან შემთხვევამდე ორი კვირით ადრეც მითხრა. ამაზე ძალიან აღვშფოთდი და გამოვხატე კიდეც ჩემი დამოკიდებულება.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ტყუილს ჰქონდეს ადგილი?

- მათზე ძალადობის ფაქტები მართლა ხშირად ხდება და ამას არ უარვყოფ, მაგრამ კონკრეტულად ზიზის მონათხრობი ისტორია, რომ ის მუცელში დაჭრეს და ნაწლავი გადმოუვარდა, ეს ორი კვირით ადრე ჩემთან საუბარში თქვა. არ ვიცი, შეიძლება მკურნალობის გავლის შემდეგ ისევ პანელზე დადგა, ისევ იძალადეს მასზე და ალბათ, ისევ იგივე განმეორდა. ვფიქრობ, ამ ადამიანებს მედიის ყურადღების მიპყრობა სურთ, რათა ყველას გააგებინონ, რომ მათი უფლებები ირღვევა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ როცა ჩვენ ვთხოვთ მათ კონკრეტულ ძალადობაზე დაწერონ განცხადება, ისინი უკან იხევენ, რადგან მერე უკვე მათი კონფიდენციალურობის პრობლემა დგება. ჩვენ მათ ვურჩევთ, რომ როგორმე ჩაიწერონ, როცა მათზე ხორციელდება ჩაგვრა და ძალადობა, იმისთვის რომ ჩვენც გვქონდეს გამყარებული ჩვენი არგუმენტები შესაბამისი მტკიცებულებებით. ფაქტების დოკუმენტირება აუცილებელია, რომ ჩვენ მივმართოთ შესაბამის ორგანიზაციებს. ხუთი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა დაზარალებული ბოლომდე გამომყვა.

- შეგიძლია გაიხსენო, რა შემთხვევა იყო?

- ეს იყო ბიჭი, რომელიც ჯარში მსახურობდა. მას აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ სხვა სამხედროებზე, რომლებიც მასთან ერთად მსახურობდნენ, მოეპოვებინა და მიეწოდებინა ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჯაროს გახდიდნენ იმ ჩანაწერს, რომელიც ძალით მოიპოვეს მისგან. როგორც თავად თქვა, დასვეს კამერასთან და უთხრეს, რომ შენზე ყველაფერი ვიცით და მოყევიო, შემდეგ კი ამ ჩანაწერით აშანტაჟებდნენ. მან დაწერა განცხადება და ჩვენ მივედით სახალხო დამცველამდეც, მაგრამ მას მერე, რაც მასზე ზეწოლა შეწყდა, განცხადება უკან გამოიტანა.

- რამდენი ადამიანი ჰყავს თქვენს ორგანიზაციას აღრიცხული?

- თვის განმავლობაში 20-30 ადამიანამდე გვყავს. წინა თვეს მხოლოდ 5 იყო სექს-მუშაკი, დანარჩენები კი რიგითი ბენეფიციარები იყვნენ. ჩვენი ორგანიზაციის შესახებ უკვე იციან და თავადაც გვიკავშირდებიან იურიდიული, სამედიცინო, ან ფსიქოლოგიური დახმარებისთვის. ჩვენს პროექტს "არტიაის" ფონდი აფინანსებს.

მაკა ქობალია, Ambebi.ge

ამ ეტაპზე ვახორციელებთ პროექტს, რომელიც მსმ და სექს მუშაკი მამაკაცების გადამისამართებას და კონსულტირებას მათვის მისაღებ ორგანიზაციებში ითვალისწინებს. ჩვენს მოვალეობაში შედის ამ ადამიანებთან გასაუბრება, უსაფრთხო სექსის საშუალებების უსასყიდლოდ გადაცემა და შემდეგ მათი დარწმუნება მათივე უსაფრთხოებისთვის ანალიზები გაიკეთონ.

- როგორ უკავშირდებით ასეთი ტიპის ადამიანებს?

- ამ ადამიანებს თავიანთ სამუშაო ადგილას ვხვდებით, მაგალითად ცირკთან სადაც ისინი სექს მუშაკებად მუშაობენ. კვირაში ორი-სამი დღე მონიტორინგ ეთმობა და მათ ვურიგებთ ბუკლეტებს, სადაც მათვის საჭირო ინფორმაციაა.

ჩვენი პროექტი მათ დახმარებას მხოლოდ სამედიცინო კუთხით ითვალისწინებს, მაგრამ ამ შეხვედრების დროს ისინი გვიყვებიან თუ რა ხშირად ხდება მათი უფლებების დარღვევა სამართალდამცავების მხრიდანაც კი. თუკი ჩვენ დავითანხმეთ ეს ადამიანები, რომ საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს ამაშიც ვეხმარებით და საქართველოს ახალგაზრდა იურისტებთან ერთად ვცდილობთ მივაღწიოთ სამართლიანობას და დაისაჯონ ის ადამიანები რომლებიც დევნიან და ჩაგრავენ მათ.

- რამდენიმე დღის წინ ცირკის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ ერთერთ ტრანსგებდერს, თუ ესაუბრეთ მას

- ეს არის ზიზი. როცა მასზე თავდასხმის შესახებ ნიუსი წავიკითხე გავოცდი, რადგან ნიუსში ეწერა ტექსტი რომელიც მან შემთხვევამდე ორი კვირით ადრეც მითხრა. ამაზე ზალიან აღვშფოთდი და გამოვხატე კიდეც ჩემი დამოკიდებულება.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ტყუილს ჰქონდეს ადგილი?

- მათზე ზალადობის ფაქტები მართლა ხშირად ხდება და ამას არ ვუარყოფ, მაგრამ კონკრეტულად ზიზის 2-3 დღის წინანდელი მონათხრობი ისტორია, რომ ის მუცელსი დაჭრეს და ნაწლავი გადმოუვარდა ეს ორი კვირით ადრე ჩემტან საუბარში თქვა. არ ვიცი, შეიძლება მკურნალობის გავლის შემდეგ ისევ პანელზე დადგა, ისევ იზალადეს მასზე და ალბათ ისევ იგივე განმეორდა. ვფიქრობ ამ ადამიანებს მედიის ყურადღების მიპყრობა სურთ, რათა ყველას გააგებინონ რომ მათი უფლებები ირღვევა. მთავარი პრობლემა ის არის რომ როცა ჩვენ ვთხოვთ მათ კონკრეტულ ზალადობაზე დაწერონ განცხადება ისინი უკან იხევენ, რადგან მერე უკვე მათი კონფიდენციალურობის პრობლემა დგება. ჩვენ მათ ვურჩევთ რომ როგორმე ჩაიწერონ როცა მათზე ხორციელდება ჩაგვრა და ძალადობა, იმისთვის რომ ჩვენც გვქონნდეს გამყარებული ჩვენი არგუმენტები შესაბამისი მტკიცებულებებით. ფაქტების დოკუმენტირება აუცილებელია რომ ჩვენ მივმართოთ შესაბამის ორგანიზაციებს.

ხუთი წელია ამ სფეროში ვმუშაობ და მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება როცა დაზარალებული ბოლომდე გამომყვა.

- შეგიძლია გაიხსენო რა შემთხვევა იყო?

- ეს იყო ბიჭი, რომელიც ჯარში მსახურობდა. მას აშანტაჟებდნენ და აიძულებდნენ სხვა სამხედროებზე, რომლებიც მასტან ერთად მსახურობდნენ, მოეპოვებინა და მიეწოდებინა ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჯაროს გახდიდნენ იმ ჩანაწერს, რომელიც ძალით მოიპოვეს მისგან. როგორც თავად თქვა დასვეს კამერასტან და უთხრეს რომ შენზე ყველაფერი ვიცით და მოყევიო, შემდეგ კი ამ ჩანაწერით აშანტაჟებდნენ. მან დაწერა განცხადება და ჩვენ მივედით სახალხო დამცველამდეც, მაგრამ მას მერე რაც მასზ ზეწოლა შეწყდა განცხადება უკან გამოიტანა.

- რამდენი ადამიანი ჰყავს თქვენს ორგანიზაციას აღრიცხული?

- თვის განმავლობაში 20- 30 ადამინამდე გვყავს

წინა თვეს მხოლოდ 5 იყო სექს მუშაკი დანარჩენები კი რიგითი ბენეფიციარები იყვენ. ჩვენი ორგანიზაციის შესახებ უკვე იციან და თავადაც გვიკავშირდებიან, ან იურიდიული ან სამედიცინო ან ფსიქოლოგიური დახმარებისთვის.

ჩვენი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია არტიაის ფონდის მიერ მიმართული არის მხოლოდ მამკაცებთან ანუ გარდა მამაკაცი სექს მუშაკებისა იმ რიგით მამაკაცებთანაც რომელთაც აქვთ სექსუალური კავშირი, როგორც ქალთან ასევე კაცთან.

მაკა ქობალია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია