პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახიფათო შპროტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომერზეა შესაძლებელი - 2 91 91 67
 სახიფათო შპროტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომერზეა შესაძლებელი - 2 91 91 67

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერს ავ­რცე­ლებს. "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სა­ხი­ფა­თო შპ­როტ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სურთ. დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც ცხე­ლი ხა­ზის ნო­მერს ავ­რცე­ლე­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ცხელ ხაზს მი­მარ­თონ ნო­მერ­ზე: 2 91 91 67

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლატ­ვი­უ­რი წარ­მო­ე­ბის შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის შპ­როტ­ში ბენზ(ა)პი­რე­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც სურ­სა­თის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე მათ "სა­გან­გა­შო შე­ტყო­ბი­ნე­ბა" ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG SANCO) ევ­რო­პის კო­მი­სი­ის RASFF-ის სწრა­ფი სა­გან­გა­შო შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მით მი­ი­ღეს.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, ლატ­ვი­უ­რი წარ­მო­ე­ბის SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის შპ­როტ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ბენზ(ა)პი­რე­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა. შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლია სურ­სა­თის ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვა.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ცა­ლო სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში უკვე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია.

"მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში 240-გრა­მი­ა­ნი 2544 ერ­თე­უ­ლი თევ­ზის კონ­სერ­ვი შე­მო­ვი­და. იმ­პორ­ტი 2013 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და შპს "ევე­რეს­ტი 2010"-ის მიერ. კონ­სერ­ვის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 03.10.2017 წლამ­დეა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­ბო­ლილ თევზში ბენზ(ა)პი­რე­ნის შემ­ცვე­ლო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატ­ვი­უ­რი წარ­მო­შო­ბის კონ­სერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღ­მოჩ­ნდა. ინ­სტრუქ­ცი­ის თა­ნახ­მად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მო­ი­ძი­ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტია. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად სა­წყობ­ში კონ­სერ­ვე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა. მე­წარ­მის გან­ცხა­დე­ბით, სურ­სა­თი უკვე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტებ­ში", - აცხა­დე­ბენ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ­ჟა­მად სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტებს ამოწ­მე­ბენ.

ამას­თან, შპს "ევე­რეს­ტი 2010"-ში ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, რო­მელ ობი­ექ­ტებ­ში მოხ­და ბენზ(ა)პი­რე­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე თევ­ზის შპ­რო­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შპს "ევე­რეს­ტი 2010"-ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნო­ემ­ბრის თვე­ში კა­ნომ­დებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით შე­მო­ვი­და. დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან შპს-ში თავი შე­ი­კა­ვეს.

"ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რო­მელ ობი­ექ­ტებ­შია რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი შპ­რო­ტი. ჯერ ერთი, ეს არის 6-7 თვის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ის 30 ყუთი შპ­რო­ტი სად არის გა­ყი­დუ­ლი. არც ვა­პი­რებ ამა­ზე კო­მენ­ტარს. ეს არის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა კა­ნო­ნის დაც­ვით, შე­სა­ბა­მი­სი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტით, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით. 7 თვის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვია", - აღ­ნიშ­ნეს შპს "ევე­რეს­ტი 2010"-ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­ემ­ბრის შემ­დეგ შპს-მ შპ­რო­ტის ახა­ლი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში ისევ შე­მო­ი­ტა­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სახიფათო შპროტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომერზეა შესაძლებელი - 2 91 91 67

 სახიფათო შპროტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომერზეა შესაძლებელი - 2 91 91 67

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებს. "ინტერპრესნიუსს" მოქალაქეები უკავშირდებიან, რომლებიც სახიფათო შპროტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება სურთ. დეტალების გასარკვევად "ინტერპრესნიუსი" სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც ცხელი ხაზის ნომერს ავრცელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოში განუცხადეს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალების გასარკვევად ცხელ ხაზს მიმართონ ნომერზე: 2 91 91 67

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე მათ "საგანგაშო შეტყობინება" ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს.

შეტყობინების თანახმად, ლატვიური წარმოების SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარმოებული შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა. შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.

"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240-გრამიანი 2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შპს "ევერესტი 2010"-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა. საქართველოს კანონმდებლობით შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა. ინსტრუქციის თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოიძიეს აღნიშნული პარტია. შემოწმების შედეგად საწყობში კონსერვები არ აღმოჩნდა. მეწარმის განცხადებით, სურსათი უკვე რეალიზებულია საცალო ვაჭრობის ობიექტებში", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და განმარტავენ, რომ ამჟამად სააგენტოს სპეციალისტები საცალო ვაჭრობის ობიექტებს ამოწმებენ.

ამასთან, შპს "ევერესტი 2010"-ში ვერ აკონკრეტებენ, რომელ ობიექტებში მოხდა ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობის მქონე თევზის შპროტის რეალიზება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ევერესტი 2010"-ში განუცხადეს, აღნიშნული პროდუქტი საქართველოში ნოემბრის თვეში კანომდებლობის სრული დაცვით შემოვიდა. დეტალებზე საუბრისგან შპს-ში თავი შეიკავეს.

"ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელ ობიექტებშია რეალიზებული შპროტი. ჯერ ერთი, ეს არის 6-7 თვის წინანდელი ამბავი. ნამდვილად არ ვიცი, ის 30 ყუთი შპროტი სად არის გაყიდული. არც ვაპირებ ამაზე კომენტარს. ეს არის რაღაც რაოდენობა, რომელიც საქართველოში შემოვიდა 2013 წლის ნოემბერში, აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით, შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატით, შესაბამისი დოკუმენტაციით. 7 თვის წინანდელი ამბავია", - აღნიშნეს შპს "ევერესტი 2010"-ში.

მათივე ინფორმაციით, ნოემბრის შემდეგ შპს-მ შპროტის ახალი პარტია საქართველოში ისევ შემოიტანა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია