პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმრთელობისთვის საშიში შპროტი საქართველოში - აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა
ჯანმრთელობისთვის საშიში შპროტი საქართველოში - აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლატ­ვი­უ­რი წარ­მო­ე­ბის შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის შპ­როტ­ში ბენზ(ა)პი­რე­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც სურ­სა­თის სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე მათ "სა­გან­გა­შო შე­ტყო­ბი­ნე­ბა" ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის (DG SANCO) ევ­რო­პის კო­მი­სი­ის RASFF-ის სწრა­ფი სა­გან­გა­შო შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მით მი­ი­ღეს.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, ლატ­ვი­უ­რი წარ­მო­ე­ბის SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი შე­ბო­ლი­ლი თევ­ზის შპ­როტ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ბენზ(ა)პი­რე­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა. შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლია სურ­სა­თის ბაზ­რი­დან გა­მო­თხო­ვა.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ცა­ლო სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში უკვე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია.

"მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში 240-გრა­მი­ა­ნი 2544 ერ­თე­უ­ლი თევ­ზის კონ­სერ­ვი შე­მო­ვი­და. იმ­პორ­ტი 2013 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და შპს "ევე­რეს­ტი 2010"-ის მიერ. კონ­სერ­ვის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 03.10.2017 წლამ­დეა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­ბო­ლილ თევზში ბენზ(ა)პი­რე­ნის შემ­ცვე­ლო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატ­ვი­უ­რი წარ­მო­შო­ბის კონ­სერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღ­მოჩ­ნდა. ინ­სტრუქ­ცი­ის თა­ნახ­მად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მო­ი­ძი­ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტია. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად სა­წყობ­ში კონ­სერ­ვე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა. მე­წარ­მის გან­ცხა­დე­ბით, სურ­სა­თი უკვე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტებ­ში", - აცხა­დე­ბენ სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ­ჟა­მად სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტებს ამოწ­მე­ბენ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: სა­ხი­ფა­თო შპ­როტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შემ­დეგ ნო­მერ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი - 2 91 91 67

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ჯანმრთელობისთვის საშიში შპროტი საქართველოში - აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა

ჯანმრთელობისთვის საშიში შპროტი საქართველოში - აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლატვიური წარმოების შებოლილი თევზის შპროტში ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე მათ "საგანგაშო შეტყობინება" ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს.

შეტყობინების თანახმად, ლატვიური წარმოების SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარმოებული შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა. შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.

"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240-გრამიანი 2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შპს "ევერესტი 2010"-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა. საქართველოს კანონმდებლობით შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა. ინსტრუქციის თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოიძიეს აღნიშნული პარტია. შემოწმების შედეგად საწყობში კონსერვები არ აღმოჩნდა. მეწარმის განცხადებით, სურსათი უკვე რეალიზებულია საცალო ვაჭრობის ობიექტებში", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და განმარტავენ, რომ ამჟამად სააგენტოს სპეციალისტები საცალო ვაჭრობის ობიექტებს ამოწმებენ.

ასევე დაგაინტერესებთ: სახიფათო შპროტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შემდეგ ნომერზეა შესაძლებელი - 2 91 91 67

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია