პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა ონაშვილს "ორმა ვარსკვლავმა" ძველი დიდება დაუბრუნა - "ახლა ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც მაშინ, "მის საქართველო" რომ გავხდი"
ირინა ონაშვილს "ორმა ვარსკვლავმა" ძველი დიდება დაუბრუნა - "ახლა ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც მაშინ, "მის საქართველო" რომ გავხდი"

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2003" - ირი­ნა ონაშ­ვილ­მა ბოლო დროს თავი სიმ­ღე­რი­თაც გა­მო­ი­ჩი­ნა. ის "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა თქმა, რომ სიმ­ღე­რა გა­მო­უ­ვი­და. დიახ, მას­თან ბევ­რი კონ­კურ­სან­ტი ახ­ლოს ვერ მოვა, ამას ჟი­უ­რიც და ხალ­ხიც აღი­ა­რებს. სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შექ­მნა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი იმა­ზე მეტი ფანი გა­უ­ჩი­ნა, ვიდ­რე აქამ­დე ჰყავ­და.

"ამ­ბე­ბი.გე" პირ­ველ "მის სა­ქარ­თვე­ლოს" არა მო­და­ზე, არა­მედ "ორ ვარ­სკვლავ­ზე" და ამ პრო­ექ­ტში მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე გა­ე­სა­უბ­რა.

- ირი­ნა, ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ არის, ფაქ­ტია, რომ ერთ-ერთი გა­მოკ­ვე­თი­ლი კონ­კურ­სან­ტი ხარ... ვფიქ­რობ, ამ შოუმ შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყო ხელი. რას იტყვი?

- ალ­ბათ გარ­კვე­ულ წი­ლად გა­მო­ვავ­ლი­ნე ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ კომ­პლექ­სე­ბი­სა და ჩემი მო­რი­დე­ბის გამო, ვფიქ­რობ, რომ მა­ინც არ არის ეს ჩემი მაქ­სი­მუ­მი, სცე­ნა­ზე დგო­მას და სიმ­ღე­რას კი­დევ სხვა ნიჭი და უნა­რი სჭირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, როცა სა­ცეკ­ვაო ნო­მე­რიც გაქვს წარ­მო­სად­გე­ნი. ეს ურ­თუ­ლე­სი რამ არის, რა­ზეც ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი წლო­ბით ვარ­ჯი­შო­ბენ...

- წარ­მო­იდ­გენ­დი, რომ პრო­ექ­ტში ამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბო­დი და შენი სიმ­ღე­რით ამ­დენ ადა­მი­ანს მო­ხიბ­ლავ­დი?

- კი, რა­ტო­მაც არა... პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კონ­კურ­სის შემ­დეგ ობი­ექ­ტუ­რად ვა­ფა­სებ­დი სა­კუ­თარ თავს...

- რო­გორ ახერ­ხებ, ნე­ბის­მი­ე­რი ჟან­რის ნა­მუ­შევ­რის თით­ქმის თა­ნა­ბარ ხა­რისხში სწავ­ლას და მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წარ­დგე­ნას?

- ვამ­ბობ­დი, რომ პრო­ექ­ტში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მხო­ლოდ ის მიკ­ვირ­და, სხვა­დას­ხვა ჟან­რის სიმ­ღე­რის ასე შეს­რუ­ლე­ბას რო­გორ ვა­ხერ­ხებ­დი. ეს ალ­ბათ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვინც ჩვენ­თან ერ­თად, და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობს და შემ­დეგ არის უკვე ჩემი მონ­დო­მე­ბა...

- ფა­ნე­ბი არც მა­ნამ­დე გაკ­ლდა, მაგ­რამ მგო­ნი, ამ პრო­ექ­ტმა მეტი შეგ­ძი­ნა. არ მე­თან­ხმე­ბი?

- ფა­ნე­ბით ბავ­შვო­ბი­დან გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვარ, - ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ჩემ მი­მართ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა, მარ­თლა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჩემს "ფე­ის­ბუქ­ზე" ახ­ლაც იგი­ვე ხდე­ბა, რაც იმ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და, "მის სა­ქარ­თვე­ლო" რომ გავ­ხდი. ეს ძა­ლი­ან დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, უამ­რავ თბილ წე­რილს მიგ­ზავ­ნი­ან.

- მოკ­ლედ, შოუმ ძვე­ლი დი­დე­ბა და­გიბ­რუ­ნა... რო­გორ გა­ფა­სე­ბენ მე­უღ­ლე და შვი­ლი?

- საბა ჯერ 2 წლის არის და კონ­ცერ­ტებ­ზე ვერ დამ­ყავს, რად­გა­ნაც გვი­ან მთავ­რდე­ბა. ამი­ტომ ხან ტე­ლე­ვი­ზი­ით მი­ყუ­რებს და ხან მაგ დროს უკვე სძი­ნავს, მაგ­რამ ალ­ბათ დედა უფრო გვერ­დით უნდა სა­ბას, ვიდ­რე "ტე­ლე­ვი­ზორ­ში". რაც შე­ე­ხე­ბა ლა­დოს, ძა­ლი­ან მოს­წონს და ჩემი გა­მოს­ვლე­ბით კმა­ყო­ფი­ლია...

- პარტნი­ორ­შიც გა­გი­მარ­თლა. კარ­გი მე­წყვი­ლე (გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი) შეგ­ხვდა.

- კი, ჩვე­ნი ხმე­ბი ერ­თმა­ნეთს მო­უხ­და. გი­ორ­გი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდაა და მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი ელო­დე­ბა...

- ამ შო­უ­ში რა გე­ად­ვი­ლე­ბა და გეძ­ნე­ლე­ბა?

- ჩემ­თვის აქ ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლია, - ახა­ლი სიმ­ღე­რის სწავ­ლა, მისი ტექ­სტი, დად­გმა, ჩაც­მა... ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ ენერ­გი­ა­სა და შრო­მას მო­ი­თხოვს. ასე რომ, არა­ფე­რი არ არის ად­ვი­ლი, რა­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს? გა­ი­მარ­ჯვებ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­ვალ თუ არა ფი­ნალ­ში, მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, თუნ­დაც იმით, რომ ამ­დენ საყ­ვა­რელ და ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებ­თან დავ­მე­გობ­რდი, ეს პე­რი­ო­დი ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მახ­სენ­დე­ბა. ამ შოუმ ცხოვ­რე­ბა გა­მი­ხა­ლი­სა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირინა ონაშვილს "ორმა ვარსკვლავმა" ძველი დიდება დაუბრუნა - "ახლა ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც მაშინ, "მის საქართველო" რომ გავხდი"

ირინა ონაშვილს "ორმა ვარსკვლავმა" ძველი დიდება დაუბრუნა - "ახლა ისეთივე ემოცია მაქვს, როგორც მაშინ, "მის საქართველო" რომ გავხდი"

"მის საქართველო 2003" - ირინა ონაშვილმა ბოლო დროს თავი სიმღერითაც გამოიჩინა. ის "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობს და თამამად შეიძლება თქმა, რომ სიმღერა გამოუვიდა. დიახ, მასთან ბევრი კონკურსანტი ახლოს ვერ მოვა, ამას ჟიურიც და ხალხიც აღიარებს. სხვადასხვა ჟანრში მოსინჯა ძალები და საინტერესო ნამუშევრები შექმნა. ამ ყველაფერმა კი იმაზე მეტი ფანი გაუჩინა, ვიდრე აქამდე ჰყავდა.

"ამბები.გე" პირველ "მის საქართველოს" არა მოდაზე, არამედ "ორ ვარსკვლავზე" და ამ პროექტში მის მონაწილეობაზე გაესაუბრა.

- ირინა, ხმამაღალი ნათქვამი არ არის, ფაქტია, რომ ერთ-ერთი გამოკვეთილი კონკურსანტი ხარ... ვფიქრობ, ამ შოუმ შენი შესაძლებლობების გამოვლენას მაქსიმალურად შეუწყო ხელი. რას იტყვი?

- ალბათ გარკვეულ წილად გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ კომპლექსებისა და ჩემი მორიდების გამო, ვფიქრობ, რომ მაინც არ არის ეს ჩემი მაქსიმუმი, სცენაზე დგომას და სიმღერას კიდევ სხვა ნიჭი და უნარი სჭირდება, მით უმეტეს, როცა საცეკვაო ნომერიც გაქვს წარმოსადგენი. ეს ურთულესი რამ არის, რაზეც ცნობილი მომღერლები წლობით ვარჯიშობენ...

- წარმოიდგენდი, რომ პროექტში ამდენ ხანს დარჩებოდი და შენი სიმღერით ამდენ ადამიანს მოხიბლავდი?

- კი, რატომაც არა... პირველი და მეორე კონკურსის შემდეგ ობიექტურად ვაფასებდი საკუთარ თავს...

- როგორ ახერხებ, ნებისმიერი ჟანრის ნამუშევრის თითქმის თანაბარ ხარისხში სწავლას და მერე საზოგადოებისთვის წარდგენას?

- ვამბობდი, რომ პროექტში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მხოლოდ ის მიკვირდა, სხვადასხვა ჟანრის სიმღერის ასე შესრულებას როგორ ვახერხებდი. ეს ალბათ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ჩვენთან ერთად, დაუღალავად შრომობს და შემდეგ არის უკვე ჩემი მონდომება...

- ფანები არც მანამდე გაკლდა, მაგრამ მგონი, ამ პროექტმა მეტი შეგძინა. არ მეთანხმები?

- ფანებით ბავშვობიდან განებივრებული ვარ, - ადამიანების მხრიდან ჩემ მიმართ დადებითი ემოციების გამოხატვა, მართლა ძალიან სასიამოვნოა. ჩემს "ფეისბუქზე" ახლაც იგივე ხდება, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, "მის საქართველო" რომ გავხდი. ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, უამრავ თბილ წერილს მიგზავნიან.

- მოკლედ, შოუმ ძველი დიდება დაგიბრუნა... როგორ გაფასებენ მეუღლე და შვილი?

- საბა ჯერ 2 წლის არის და კონცერტებზე ვერ დამყავს, რადგანაც გვიან მთავრდება. ამიტომ ხან ტელევიზიით მიყურებს და ხან მაგ დროს უკვე სძინავს, მაგრამ ალბათ დედა უფრო გვერდით უნდა საბას, ვიდრე "ტელევიზორში". რაც შეეხება ლადოს, ძალიან მოსწონს და ჩემი გამოსვლებით კმაყოფილია...

- პარტნიორშიც გაგიმართლა. კარგი მეწყვილე (გიორგი მახარაშვილი) შეგხვდა.

- კი, ჩვენი ხმები ერთმანეთს მოუხდა. გიორგი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ძალიან წარმატებული მომავალი ელოდება...

- ამ შოუში რა გეადვილება და გეძნელება?

- ჩემთვის აქ ყველაფერი რთულია, - ახალი სიმღერის სწავლა, მისი ტექსტი, დადგმა, ჩაცმა... ეს ყველაფერი დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს. ასე რომ, არაფერი არ არის ადვილი, რასაც პასუხისმგებლობით ეკიდები.

- რა მოლოდინი გაქვს? გაიმარჯვებ?

- მიუხედავად იმისა, გავალ თუ არა ფინალში, მაინც კმაყოფილი ვარ, თუნდაც იმით, რომ ამდენ საყვარელ და ნიჭიერ ადამიანებთან დავმეგობრდი, ეს პერიოდი ყოველთვის კარგად გამახსენდება. ამ შოუმ ცხოვრება გამიხალისა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება