"ნუ ეძებთ იდეალურ ქალს. ხვალიდან საქართველოში აღარ ვარ'' - ამ ფრაზით კესარია აბრამიძემ გასული თვის მიწურულს საქართველო საყვარელ მამაკაცთან ერთად დატოვა, თუმცა მის ირგვლივ საქართველოში სალაპარაკო კვლავ ბევრი რჩება...
ამჯერად Facebook-ზე აქტიურად აზიარებენ ვიდეოს, რომელიც ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული. ყურადღებას იქცევს კესარიას, როგორც იმ მომენტისათვის "მენახირეს დრესკოდი"; - მას თავზე დიდი, წითელი ყვავილებიანი ბაფთა, ხოლო ზურგზე უზარმაზარი "ანგელოზის ფრთები" უკეთია.
როგორც ვიდეოდან ჩანს, იმის მიუხედავად, რომ კესარია სოფელში გაიზარდა, მას ჯერ კიდევ აქვს ძროხების შიში...