სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გსურთ გახდეთ მილიარდერი? მაშინ გადაჭერით ამ 10 პრობლემიდან ერთ-ერთი
გსურთ გახდეთ მილიარდერი? მაშინ გადაჭერით ამ 10 პრობლემიდან ერთ-ერთი

დღემ­დე არ­სე­ბობს რიგი გა­და­უჭ­რე­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტა მი­ლი­არ­დე­რად გაქ­ცევთ.

უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, ცხოვ­რე­ბა ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­და. თუმ­ცა, დღემ­დე არ­სე­ბობს რიგი გა­და­უჭ­რე­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტა მი­ლი­არ­დე­რად გაქ­ცევთ. წარ­მო­გიდ­გენთ ამ სა­კი­თხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს.

1. უსა­დე­ნო ელექტრო­ო­ბა

წლი­დან წლამ­დე თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ჯე­ტე­ბი სულ უფრო თხე­ლი, მათი ეკ­რა­ნი ნა­თე­ლი და მკვეთ­რი, ხოლო პრო­ცე­სო­რი უფრო ძლი­ე­რი ხდე­ბა. ამა­ვე დროს, გა­ჯე­ტის მუ­შა­ო­ბის დრო კარ­დი­ნა­ლუ­რად არ იც­ვლე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე აკუ­მუ­ლა­ტო­რის ზო­მე­ბი კი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­ბა­რი­ტებ­სა და ფორ­მას გან­სა­ზღვრავს. ის, ვინც უსა­დე­ნო ელექტრო­ო­ბას შექ­მნის, მი­ლი­არ­დებ­საც იშო­ვის.

გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ცნო­ბი­ლი გახ­და Amazon-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჯეფ ბე­ზო­სის სა­ინ­ტე­რე­სო პა­ტენ­ტის შე­სა­ხებ. ბე­ზოს­მა წარ­მო­ად­გი­ნა პლან­შე­ტის იდეა, რო­მელ­საც არ აქვს ბა­ტა­რეა და მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი - იდე­ის მი­ხედ­ვით, გა­ჯეტს ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი და ელექტრო­ე­ნერ­გია სა­ბა­ზი­სო სად­გუ­რე­ბის ქსე­ლი­დან გა­და­ე­ცე­მა. თუკი ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, გა­ჯე­ტე­ბი არა მხო­ლოდ კარ­დი­ნა­ლუ­რად გა­ი­აფ­დე­ბა, არა­მედ მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა. იდე­ის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე ვა­შინგტო­ნის შტა­ტის ინ­ჟინ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

2. ინ­ტერ­ნე­ტი მთელ მსოფ­ლი­ო­ში

ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე 4.5 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნია. მათი უმე­ტე­სო­ბა მსოფ­ლი­ოს ე.წ. მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბი­და­ნაა. MWC 2014-ის გა­მო­ფე­ნა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, მო­მა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვარ ამო­ცა­ნად და­ა­სა­ხე­ლა. თუმ­ცა, ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად მო­ძი­ე­ბულ გზებ­ში Facebook-ი არ ლი­დე­რობს. ლი­დე­რის პო­ზი­ცია Google-ს უჭი­რავს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, Google-მა ცოტა ხნის წინ სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტერ­ნე­ტის გავ­რცე­ლე­ბის კონ­ცეფ­ცია წარ­მო­ად­გი­ნა.

3. სუფ­თა ქვა­ნახ­ში­რი

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მო­მა­ვა­ლი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­როს და­ვუ­კავ­ში­როთ: უკვე ახლა, მსხვი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ქმნი­ან დატა-ცენ­ტრებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ქა­რი­სა და მზის გე­ნე­რა­ტო­რებს იყე­ნე­ბენ. ხოლო Google 1 მლრდ დო­ლარ­ზე მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ას დებს ნო­ვა­ტო­რულ ენერ­გე­ტი­კულ "სტარ­ტა­პებ­ში".

თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­ფა­სე­ბით, მო­მავ­ლის მთა­ვა­რი საწ­ვა­ვი ქვა­ნახ­ში­რი იქ­ნე­ბა - უკვე ახლა მას­ზე პლა­ნე­ტის ელექტრო­გე­ნე­რა­ცი­ის 40%-ზე მეტი მო­დის, ხოლო 2035 წლის­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 48%-მდე გა­იზ­რდე­ბა.

კა­ცობ­რი­ო­ბას მო­უ­წევს აირ­ჩი­ოს - გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა ისეთ ატ­მოს­ფე­რო­ში, სა­დაც ნახ­შირ­ბა­დის აი­რის გა­მო­ყო­ფა გრძელ­დე­ბა და სა­დაც ატ­მოს­ფე­რო ქვა­ნახ­ში­რის მტვრი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, თუ ფსო­ნი და­დოს ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რათა მოხ­დეს გა­მო­ყო­ფი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის "და­ჭე­რა" და მი­წის ქვეშ მისი "და­კონ­სერ­ვე­ბა".

4. იაფი მზის ენერ­გია

არ­სე­ბობს ორი ხერ­ხი, რომ მზის ენერ­გი­ის გა­ი­ა­ფე­ბა მოხ­დეს. პირ­ვე­ლი - გა­მო­ვი­ყე­ნოთ იაფი (და ამის გამო ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რი) ფო­ტო­ე­ლექტრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი. მე­ო­რე - ვი­პო­ვოთ ახა­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ამავდრო­უ­ლად ისე­თი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად გაზ­რდის მზის ბა­ტა­რე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლო მოქ­მე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენტს. ასე­თი მო­ი­ძებ­ნა - მი­ნე­რა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით პე­როვ­სკი­ტი. ეს მი­ნე­რა­ლი პირ­ვე­ლად მზის ბა­ტა­რე­ებ­ში ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლად 2009 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს და უკვე გა­სულ წელს, სი­ახ­ლის სა­სარ­გებ­ლო მოქ­მე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 16%-მდე გა­ი­ზარ­და. უახ­ლო­ეს დრო­ში მკვლე­ვა­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50%-მდე აი­წევს. ჩვე­უ­ლებ­რივ, პე­როვ­სკი­ტი ია­ფია, გა­მო­ყე­ნე­ბის დროს მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მზის ენერ­გია 75%-ით გა­ი­აფ­დეს. ჟურ­ნალ­მა Science ამ მი­ნე­რალს 2013 წლის ერთ-ერთი გარ­ღვე­ვა უწო­და.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გსურთ გახდეთ მილიარდერი? მაშინ გადაჭერით ამ 10 პრობლემიდან ერთ-ერთი

გსურთ გახდეთ მილიარდერი? მაშინ გადაჭერით ამ 10 პრობლემიდან ერთ-ერთი

დღემდე არსებობს რიგი გადაუჭრელი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მილიარდერად გაქცევთ.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ადამიანების უმრავლესობისთვის, ცხოვრება ადრინდელთან შედარებით უფრო კომფორტული გახდა. თუმცა, დღემდე არსებობს რიგი გადაუჭრელი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მილიარდერად გაქცევთ. წარმოგიდგენთ ამ საკითხების ჩამონათვალს.

1. უსადენო ელექტროობა

წლიდან წლამდე თანამედროვე გაჯეტები სულ უფრო თხელი, მათი ეკრანი ნათელი და მკვეთრი, ხოლო პროცესორი უფრო ძლიერი ხდება. ამავე დროს, გაჯეტის მუშაობის დრო კარდინალურად არ იცვლება. თანამედროვე აკუმულატორის ზომები კი მოწყობილობის გაბარიტებსა და ფორმას განსაზღვრავს. ის, ვინც უსადენო ელექტროობას შექმნის, მილიარდებსაც იშოვის.

გასული წლის გაზაფხულზე, ცნობილი გახდა Amazon-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ბეზოსის საინტერესო პატენტის შესახებ. ბეზოსმა წარმოადგინა პლანშეტის იდეა, რომელსაც არ აქვს ბატარეა და მეხსიერების ბარათი - იდეის მიხედვით, გაჯეტს ყველა მონაცემი და ელექტროენერგია საბაზისო სადგურების ქსელიდან გადაეცემა. თუკი ეს განხორციელდება, გაჯეტები არა მხოლოდ კარდინალურად გაიაფდება, არამედ მისთვის ნებისმიერი ფორმის მიცემა შესაძლებელი გახდება. იდეის პრაქტიკაში რეალიზებაზე ვაშინგტონის შტატის ინჟინრები მუშაობენ.

2. ინტერნეტი მთელ მსოფლიოში

ჩვენს პლანეტაზე ინტერნეტის გარეშე 4.5 მილიარდი ადამიანია. მათი უმეტესობა მსოფლიოს ე.წ. მესამე ქვეყნებიდანაა. MWC 2014-ის გამოფენაზე ”ფეისბუქის” დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, ყველა ადამიანისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ტექნოლოგიური საზოგადოების მთავარ ამოცანად დაასახელა. თუმცა, ამ პრობლემის გადასაჭრელად მოძიებულ გზებში Facebook-ი არ ლიდერობს. ლიდერის პოზიცია Google-ს უჭირავს. როგორც ცნობილია, Google-მა ცოტა ხნის წინ საჰაერო ბუშტების საშუალებით ინტერნეტის გავრცელების კონცეფცია წარმოადგინა.

3. სუფთა ქვანახშირი

თანამედროვეობაში მიღებულია მოსაზრება, რომ მომავალი განახლებადი ენერგიის წყაროს დავუკავშიროთ: უკვე ახლა, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები ქმნიან დატა-ცენტრებს, რომლებიც მხოლოდ ქარისა და მზის გენერატორებს იყენებენ. ხოლო Google 1 მლრდ დოლარზე მეტ ინვესტიციას დებს ნოვატორულ ენერგეტიკულ "სტარტაპებში".

თუმცა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, მომავლის მთავარი საწვავი ქვანახშირი იქნება - უკვე ახლა მასზე პლანეტის ელექტროგენერაციის 40%-ზე მეტი მოდის, ხოლო 2035 წლისთვის ეს მაჩვენებელი 48%-მდე გაიზრდება.

კაცობრიობას მოუწევს აირჩიოს - გააგრძელოს ცხოვრება ისეთ ატმოსფეროში, სადაც ნახშირბადის აირის გამოყოფა გრძელდება და სადაც ატმოსფერო ქვანახშირის მტვრითაა გაჟღენთილი, თუ ფსონი დადოს ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რათა მოხდეს გამოყოფილი ნახშირორჟანგის ”დაჭერა” და მიწის ქვეშ მისი ”დაკონსერვება”.

4. იაფი მზის ენერგია

არსებობს ორი ხერხი, რომ მზის ენერგიის გაიაფება მოხდეს. პირველი - გამოვიყენოთ იაფი (და ამის გამო ნაკლებ ეფექტური) ფოტოელექტრული ელემენტები. მეორე - ვიპოვოთ ახალი მასალა, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და ამავდროულად ისეთი ფუნქციის მქონე, რომელიც რადიკალურად გაზრდის მზის ბატარეების სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტს. ასეთი მოიძებნა - მინერალი სახელწოდებით პეროვსკიტი. ეს მინერალი პირველად მზის ბატარეებში ექსპერიმენტულად 2009 წელს გამოიყენეს და უკვე გასულ წელს, სიახლის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი 16%-მდე გაიზარდა. უახლოეს დროში მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 50%-მდე აიწევს. ჩვეულებრივ, პეროვსკიტი იაფია, გამოყენების დროს მოსახერხებელი და საშუალებას იძლევა, მზის ენერგია 75%-ით გაიაფდეს. ჟურნალმა Science ამ მინერალს 2013 წლის ერთ-ერთი გარღვევა უწოდა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს