სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მოსავს ქართველ ვარსკვლავებს
ვინ მოსავს ქართველ ვარსკვლავებს

კომ­პა­ნია "ზენ­კა დ მარი" დი­ზა­ი­ნე­რებს, ნინო ზე­ნა­იშ­ვილ­სა და მარი მაკ­რა­ხი­ძეს ეკუთ­ვნით. ეს გო­გო­ე­ბი უკვე წლე­ბია, მო­დის სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად საქ­მი­ა­ნო­ბენ და ერ­თგუ­ლი კლი­ენ­ტე­ბიც უხ­ვად ჰყავთ. თუმ­ცა ბოლო დროს მე­გა­შო­უ­ე­ბის­თვი­საც უწევთ შრო­მა. ისი­ნი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­სა" და "ორი ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტებს მო­სა­ვენ. ამ­ჟა­მად მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და ვარ­სკვლა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მარი მაკ­რა­ხი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- გარ­და იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­ურ სა­მოსს ქმნით, ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი შო­უ­ე­ბის ("ორი ვარ­სკვლა­ვი", "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი") მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ტან­საც­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც და­გე­მა­ტათ. რო­გორ არ­ჩევთ კოს­ტი­უმს თი­თო­ე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვის­თვის?

- პა­რა­ლე­ლუ­რად ორ, ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ. სა­მოსს ვუ­კე­რავთ რო­გორც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვალ­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლებს, ისე - "ორი ვარ­სკვლა­ვის". იმის მერე, რაც სიმ­ღე­რა­სა და დად­გმას გა­ვეც­ნო­ბით, კოს­ტი­უ­მი სამ დღე­ში იკე­რე­ბა. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­კვლა­ვე­ბის­თვის" სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­მო­სია სა­ჭი­რო, რად­გა­ნაც სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი მე­ტად უნდა გა­მოჩ­ნდეს. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი ამო­ღე­ბუ­ლი, შეხ­სნი­ლი და მო­ღე­ბუ­ლი, სხე­ულ­ზე მომ­დგა­რი უნდა იყოს, რომ მოძ­რა­ო­ბა­ში ხელი არ შე­უ­შა­ლოთ. "ორი ვარ­სკვლა­ვის­თვის" უმე­ტე­სად სა­ღა­მოს კა­ბე­ბი იკე­რე­ბა ისე­თი, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ შე­იძ­ლე­ბა. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" კოს­ტი­უ­მებს კი ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს...

- სად მი­დის ის კოს­ტი­უ­მე­ბი?

- "იმე­დის" სა­კუთ­რე­ბაა.…მოკ­ლედ, "ორი ვარ­სკვლა­ვის­თვის" უმე­ტე­სად სა­ღა­მოს კა­ბე­ბი იქ­მნე­ბა, ვი­ნა­ი­დან სიმ­ღე­რას­თან გვაქვს საქ­მე, რაც შე­და­რე­ბით სტა­ტი­კუ­რი საქ­მეა. ამი­ტომ იქ რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მე­ბია სა­ჭი­რო.

- მუ­შა­ო­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბას რას ანი­ჭებთ?

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ზე" მუ­შა­ო­ბამ გვიჩ­ვე­ნა, ეკ­რან­ზე რა უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია, რა უხ­დე­ბა, რა უფრო ბრჭყვი­ა­ლებს: შე­სა­ბა­მი­სი ქსო­ვი­ლე­ბი, თვლე­ბი, ფე­რე­ბი, მოკ­ლედ, მეტი და მეტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ. არა­და, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შავ ფერს ირ­ჩე­ვენ და მუდ­მი­ვად იმის დამ­ტკი­ცე­ბა გვი­წევს, რომ ფე­რა­დი სა­მო­სი ჯო­ბია!

- მარ­ტი­ვად გთან­ხმდე­ბი­ან, არ ჭირ­ვე­უ­ლო­ბენ?

- უმე­ტე­სო­ბას შო­უმ­დეც კარ­გად ვიც­ნობ­დით და ერ­თად გვი­მუ­შა­ვია, ამი­ტომ ურ­თი­ერ­თო­ბა ად­ვი­ლია, მაგ­რამ ბევ­რია ისე­თი, რომ­ლის თა­ვი­დან შეს­წავ­ლაც დაგ­ვჭირ­და, ანუ მისი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბის, ხა­სი­ა­თის (სი­ცი­ლით ამ­ბობს). თუმ­ცა ჭირ­ვე­უ­ლი "ორ ვარ­სკვლავ­ში" არა­ვინ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა ტურ­ზე თი­თო­ე­ულ­თან ყო­ფი­ლა ფაქ­ტი, როცა მოგ­ვი­წია იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ასე ჯო­ბია!

- ისე, კოს­ტი­უ­მებ­ში ქარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი ჭარ­ბობს ხოლ­მე...

- ეს სიმ­ღე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა, რად­გა­ნაც ბევ­რი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა თუ ტური იყო და კოს­ტი­უ­მე­ბიც ქარ­თუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტე­ბით დამ­შვენ­და.

- ე.ი. ფორ­სმა­ჟორ­ში მუ­შა­ობთ...

- კი. ჩვენ არა მარ­ტო მომ­ღერ­ლებ­სა და მათ მე­წყვი­ლე­ებს ვუ­კე­რავთ, არა­მედ მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­სა და მათ პარტნი­ო­რებს, ამას­თან, წამ­ყვა­ნებ­საც.

მა­გა­ლი­თად, ლელა წურ­წუ­მია ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა თა­ვი­სი კოს­ტი­უ­მე­ბით. სხვა წამ­ყვა­ნებ­თა­ნაც კომ­ფორ­ტუ­ლია მუ­შა­ო­ბა. აქ გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და, ანუ­კა ქორ­ქია გა­მოვ­ყო... მოკ­ლედ, კოს­ტი­უ­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო გვაქვს.

- და ეს ცალ­კე პრობ­ლე­მა, ალ­ბათ.

- კი, ასე სწრაფ ტემპში და თან, როცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სხე­უ­ლი, აღ­ნა­გო­ბა აქვს ადა­მი­ანს და სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს, რთუ­ლია. მოკ­ლედ, სულ გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა გვი­წევს. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მუ­შა­ო­ბა უფრო გვი­ად­ვილ­დე­ბა. "ორ ვარ­სკვლავ­ში" კი ტი­პა­ჟე­ბიც სხვა­დას­ხვაა. მოკ­ლედ, 20-ზე მეტ კოს­ტი­უმს ფორ­სმა­ჟორ­ში ვქმნით.

- ცხა­დია, მო­დის თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც გი­წევთ...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რა ფე­რე­ბია მო­და­ში, რო­გო­რი მო­დე­ლე­ბი. ეს პო­რო­ექ­ტი ხომ ხალ­ხის­თვის კეთ­დე­ბა, უნდა ისი­ა­მოვ­ნონ.

- თუ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღაც ვერ მო­ეს­წრო...

- კი, რომ გგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რამ მოხ­დეს, რომ სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ რო­მე­ლი­მე ვარ­სკვლა­ვის კა­ბის­თვის სიგ­რძის და­მოკ­ლე­ბა მოგ­ვიხ­დეს, რად­გა­ნაც რა­ღაც აღარ მო­ე­წო­ნა და იქვე ვჭრით და ვკე­რავთ. ასეც ხდე­ბა, რო­გორც ჩანს, ვარ­სკვლავ­მა სხვა ხა­სი­ათ­ზე გა­იღ­ვი­ძა, მაგ­რამ ამით მათ პრობ­ლე­მა არ შეჰ­ქმნი­ათ.

- დიდი ჯგუ­ფი გყავთ?

- საკ­მა­ოდ. ჩვენ - მე და ზენ­კა ეს­კი­ზებს ვა­კე­თებთ, გვყავს კონ­სტრუქ­ტო­რი, ლე­ი­ლა ენუ­ქი­ძე, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­ა­ში კონ­სტრუ­ი­რე­ბას ას­წავ­ლის, ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი სპე­ცი­ა­ლის­ტია. შერ­წყმუ­ლე­ბი ვმუ­შა­ობთ, დიდი ახ­სნა არ გვჭირ­დე­ბა. ასე რომ, ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დი გვყავს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ვინ მოსავს ქართველ ვარსკვლავებს

ვინ მოსავს ქართველ ვარსკვლავებს

კომპანია "ზენკა დ მარი" დიზაინერებს, ნინო ზენაიშვილსა და მარი მაკრახიძეს ეკუთვნით. ეს გოგოები უკვე წლებია, მოდის სფეროში წარმატებულად საქმიანობენ და ერთგული კლიენტებიც უხვად ჰყავთ. თუმცა ბოლო დროს მეგაშოუებისთვისაც უწევთ შრომა. ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავებისა" და "ორი ვარსკვლავის" კონკურსანტებს მოსავენ. ამჟამად მათ საქმიანობაზე და ვარსკვლავებთან ურთიერთობაზე მარი მაკრახიძე გვესაუბრება.

- გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ სამოსს ქმნით, ბოლო დროს პოპულარული შოუების ("ორი ვარსკვლავი", "ცეკვავენ ვარსკვლავები") მონაწილეების ტანსაცმელზე მუშაობაც დაგემატათ. როგორ არჩევთ კოსტიუმს თითოეული ვარსკვლავისთვის?

- პარალელურად ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პროექტზე ვმუშაობთ. სამოსს ვუკერავთ როგორც "ცეკვავენ ვარსკვალვების" მონაწილებს, ისე - "ორი ვარსკვლავის". იმის მერე, რაც სიმღერასა და დადგმას გავეცნობით, კოსტიუმი სამ დღეში იკერება. "ცეკვავენ ვარკვლავებისთვის" სპეციფიკური სამოსია საჭირო, რადგანაც სხეულის ფორმები მეტად უნდა გამოჩნდეს. ამიტომ ყველაფერი ამოღებული, შეხსნილი და მოღებული, სხეულზე მომდგარი უნდა იყოს, რომ მოძრაობაში ხელი არ შეუშალოთ. "ორი ვარსკვლავისთვის" უმეტესად საღამოს კაბები იკერება ისეთი, რომ მისი გამოყენება კიდევ შეიძლება. "ცეკვავენ ვარსკვლავების" კოსტიუმებს კი ვერავინ გამოიყენებს...

- სად მიდის ის კოსტიუმები?

- "იმედის" საკუთრებაა.…მოკლედ, "ორი ვარსკვლავისთვის" უმეტესად საღამოს კაბები იქმნება, ვინაიდან სიმღერასთან გვაქვს საქმე, რაც შედარებით სტატიკური საქმეა. ამიტომ იქ რადიკალურად განსხვავებული კოსტიუმებია საჭირო.

- მუშაობისას უპირატესობას რას ანიჭებთ?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" მუშაობამ გვიჩვენა, ეკრანზე რა უფრო მომგებიანია, რა უხდება, რა უფრო ბრჭყვიალებს: შესაბამისი ქსოვილები, თვლები, ფერები, მოკლედ, მეტი და მეტი მრავალფეროვნება შევიტანეთ. არადა, მონაწილეები შავ ფერს ირჩევენ და მუდმივად იმის დამტკიცება გვიწევს, რომ ფერადი სამოსი ჯობია!

- მარტივად გთანხმდებიან, არ ჭირვეულობენ?

- უმეტესობას შოუმდეც კარგად ვიცნობდით და ერთად გვიმუშავია, ამიტომ ურთიერთობა ადვილია, მაგრამ ბევრია ისეთი, რომლის თავიდან შესწავლაც დაგვჭირდა, ანუ მისი სხეულის ფორმების, ხასიათის (სიცილით ამბობს). თუმცა ჭირვეული "ორ ვარსკვლავში" არავინ ყოფილა, მაგრამ სხვადასხვა ტურზე თითოეულთან ყოფილა ფაქტი, როცა მოგვიწია იმის დამტკიცება, რომ ასე ჯობია!

- ისე, კოსტიუმებში ქართული ელემენტები ჭარბობს ხოლმე...

- ეს სიმღერებიდან გამომდინარე ხდება, რადგანაც ბევრი ქართული სიმღერა თუ ტური იყო და კოსტიუმებიც ქართული, თანამედროვე ელემენტებით დამშვენდა.

- ე.ი. ფორსმაჟორში მუშაობთ...

- კი. ჩვენ არა მარტო მომღერლებსა და მათ მეწყვილეებს ვუკერავთ, არამედ მოცეკვავეებსა და მათ პარტნიორებს, ამასთან, წამყვანებსაც.

მაგალითად, ლელა წურწუმია ძალიან გვეხმარება თავისი კოსტიუმებით. სხვა წამყვანებთანაც კომფორტულია მუშაობა. აქ განსაკუთრებით მინდა, ანუკა ქორქია გამოვყო... მოკლედ, კოსტიუმების შესაქმნელად ძალიან მოკლე დრო გვაქვს.

- და ეს ცალკე პრობლემა, ალბათ.

- კი, ასე სწრაფ ტემპში და თან, როცა განსხვავებული სხეული, აღნაგობა აქვს ადამიანს და სტანდარტი არ არსებობს, რთულია. მოკლედ, სულ განსხვავებულების გაკეთება გვიწევს. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მუშაობა უფრო გვიადვილდება. "ორ ვარსკვლავში" კი ტიპაჟებიც სხვადასხვაა. მოკლედ, 20-ზე მეტ კოსტიუმს ფორსმაჟორში ვქმნით.

- ცხადია, მოდის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებაც გიწევთ...

- რასაკვირველია, რა ფერებია მოდაში, როგორი მოდელები. ეს პოროექტი ხომ ხალხისთვის კეთდება, უნდა ისიამოვნონ.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ვერ მოესწრო...

- კი, რომ გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ სცენაზე გასვლის წინ რომელიმე ვარსკვლავის კაბისთვის სიგრძის დამოკლება მოგვიხდეს, რადგანაც რაღაც აღარ მოეწონა და იქვე ვჭრით და ვკერავთ. ასეც ხდება, როგორც ჩანს, ვარსკვლავმა სხვა ხასიათზე გაიღვიძა, მაგრამ ამით მათ პრობლემა არ შეჰქმნიათ.

- დიდი ჯგუფი გყავთ?

- საკმაოდ. ჩვენ - მე და ზენკა ესკიზებს ვაკეთებთ, გვყავს კონსტრუქტორი, ლეილა ენუქიძე, რომელიც აკადემიაში კონსტრუირებას ასწავლის, ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია. შერწყმულები ვმუშაობთ, დიდი ახსნა არ გვჭირდება. ასე რომ, ძალიან მაგარი გუნდი გვყავს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება