პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც სახლი მაქვს და არც კარი" - მანანა არჩვაძე-გამსახურდია
"არც სახლი მაქვს და არც კარი" - მანანა არჩვაძე-გამსახურდია

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ოჯა­ხის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კითხს შე­ის­წავ­ლის.

მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ 2 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა მის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხის შეს­წავ­ლა. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის 5 მა­ი­სის ბრძა­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ას გან­ცხა­დე­ბა ცნო­ბად მი­ი­ღო და მას­ში მი­თი­თე­ბუ­ლი სა­კი­თხის შემ­სწავ­ლე­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სა­მუ­შაო ჯგუფს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნინო კო­ბა­ხი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. მას­ში ასე­ვე შე­დი­ან მთავ­რო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ლო­მი­ძე და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვი­ლი. ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეთხო­ვა სა­ხალ­ხო დამ­ცველ უჩა ნა­ნუ­აშ­ვილს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შექ­მნის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

"არა­ფე­რი ვიცი, თქვენ­გან მეს­მის პირ­ვე­ლად. ეს 2 აპ­რი­ლის კი არა, 23 წლის ამ­ბა­ვია და ახლა ვინ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის. ჯერ­ჯე­რო­ბით რომ არც სახ­ლი მაქვს და არც კარი, ეს ვიცი. მე არ ვწუ­წუ­ნებ, არა­ვის არა­ფერს ვეხ­ვე­წე­ბი, მაგ­რამ ამის გა­და­წყვე­ტა შე­იძ­ლე­ბო­და დრო­უ­ლად, თუმ­ცა ასე მოხ­და", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"არც სახლი მაქვს და არც კარი" - მანანა არჩვაძე-გამსახურდია

"არც სახლი მაქვს და არც კარი" - მანანა არჩვაძე-გამსახურდია

საქართველოს მთავრობა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წინაშე არსებული სახელმწიფო ფინანსური ვალდებულებების საკითხს შეისწავლის.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ 2 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მის წინაშე არსებული სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების საკითხის შესწავლა. როგორც პრემიერ-მინისტრის 5 მაისის ბრძანებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას განცხადება ცნობად მიიღო და მასში მითითებული საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

სამუშაო ჯგუფს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს. მასში ასევე შედიან მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი. ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ განუცხადა, მისთვის აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ არაფერია ცნობილი.

"არაფერი ვიცი, თქვენგან მესმის პირველად. ეს 2 აპრილის კი არა, 23 წლის ამბავია და ახლა ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, ჩემთვის ცნობილი არ არის. ჯერჯერობით რომ არც სახლი მაქვს და არც კარი, ეს ვიცი. მე არ ვწუწუნებ, არავის არაფერს ვეხვეწები, მაგრამ ამის გადაწყვეტა შეიძლებოდა დროულად, თუმცა ასე მოხდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა