მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალები" "მაიდნის" მოწყობას 17 მაისისთვის აპირებენ?
"ნაციონალები" "მაიდნის" მოწყობას 17 მაისისთვის აპირებენ?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მა­იდ­ნის შემ­დეგ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის არა­ერ­თმა ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქარ­თუ­ლი მა­ი­და­ნი ელის. მა­შინ ეს სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ აღიქ­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გარ­და, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამის გამო ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მაც კი ლა­მის ჯვარ­ზე გა­აკ­რეს. ისიც გა­ჩუმ­და, არა­და ვი­თა­რე­ბა იმა­ზე რთუ­ლია, ვიდ­რე ჩანს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 17 მა­ისს ლგბტ პი­რე­ბი აქ­ცი­ას აღარ გეგ­მა­ვენ და ამ დღეს მხო­ლოდ იმ ფილ­მის პრე­მი­ე­რით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რო­მე­ლიც ქარ­თულ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გავა და რო­მე­ლიც ქარ­თველ გე­ებ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. თა­ვის მხრივ, სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ რუს­თა­ველ­ზე 30 ათას­კა­ცი­ა­ნი აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სა და დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ლოც­ვას აპი­რებს, თუმ­ცა...

"ვა­ჭა­რა­ძემ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით გა­ნა­ცხა­და უარი აქ­ცი­ის გა­მარ­თვა­ზე, რად­გან რე­ა­ლუ­რად აქ­ცი­ის გა­მარ­თვას სწო­რედ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი აპი­რე­ბენ. "იდენ­ტო­ბის­კენ" ხელს ვე­ღა­რა­ვინ გა­იშ­ვერს, რად­გან ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქვს უარი ნათ­ქვა­მი აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. რე­გი­ო­ნებ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და რე­ა­ლუ­რად, ნა­ცე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის კი არა, სწო­რედ 17 მა­ი­სის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან"...

ეს გან­ცხა­დე­ბა ჩვენ­თან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტმა გა­ა­კე­თა და ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ თითო რა­ი­ო­ნი­დან 250-დან 500 კა­ცამ­დე ადა­მი­ა­ნის ჩაყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ის წევ­რებს პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მარ­ტი­ვად წა­მო­ა­გე­ბენ, ვი­ღაც მერე დრო­შის ტარს მო­იქ­ნევს და პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ თბი­ლი­სუ­რი მა­ი­და­ნი იწყე­ბა, სა­ბუ­რა­ვე­ბის დაწ­ვა იქ­ნე­ბა – რე­გი­ო­ნე­ბი­დან თი­თო­ე­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თბი­ლის­ში 20 სა­ბუ­რა­ვის ჩა­ტა­ნა ევა­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, ვინ­მეს ეს საფრ­თხე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ, რომ სწო­რედ ჩვენ დავ­წე­რეთ პირ­ვე­ლად, 17 მა­ი­სის­თვის გე­ებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რა რომ იგეგ­მე­ბო­და და მა­ში­ნაც გვი­თხრეს, რომ ეს სი­მარ­თლეს არ ჰგავ­და, თუმ­ცა აფი­შე­ბი უკვე გა­მოკ­რუ­ლია და ფილ­მიც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი.

გარ­და იმი­სა, რომ 17 მა­ისს არე­უ­ლო­ბაა და­გეგ­მი­ლი, არის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი _ ამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ფრან­სუა ოლან­დი ჩა­მო­დის. რო­გორ გგო­ნი­ათ, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი თბი­ლი­სურ აქ­ცი­ას და ცემა-ტყე­პას (რაც დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით გარ­და­უ­ვა­ლია) რომ ნა­ხავს, რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა? 30-ათა­სი­ან აქ­ცი­ას ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი სა­თა­ვი­სოდ რომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ეც­დე­ბი­ან, შარ­შან­დელ­ზე უა­რე­სი ამ­ბა­ვი მო­ა­წყონ, უკვე ცნო­ბი­ლია და რე­გი­ო­ნებ­შიც ნაც­მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი სწო­რედ ნახ­მა­რი სა­ბუ­რა­ვე­ბის შეგ­რო­ვე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ვინ სა­უბ­რობს "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებ­ზე", მაგ­რამ უკ­რა­ი­ნის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბუ­რა­ვე­ბი­დან "მო­ლო­ტო­ვამ­დე" ერთი ნა­ბი­ჯია.

ზუს­ტად ვი­ცით, რომ ამ სტა­ტი­ას ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი სი­სუ­ლე­ლეს უწო­დე­ბენ, 17 მა­ი­სის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც მო­იხ­სნი­ან და ესეც მათი გეგ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნა­წი­ლია. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა "იდენ­ტო­ბამ", ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას არ აპი­რე­ბენ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი და რა გა­მო­ვა? სწო­რია _ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას დაბ­რალ­დე­ბა. ეს კი ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­პა და აქ მყო­ფი ოლან­დი თითს ერ­თად დაგ­ვიქ­ნე­ვენ, ხალ­ხის ნე­ბას წინ არ აღუდ­გე­თო და უმარ­თა­ვი პრო­ცე­სი მაპ-ზე უკე­თე­სი­ვით ხელ­ში გვი­ჭი­რავს.

ვერ გე­ტყვით, რა გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა ამ ამ­ბავს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბა და ის სიმ­შვი­დე, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ხე­ზე აწე­რია, ვერ გე­ტყვით, რი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. გა­მო­რი­ცხუ­ლია, მათ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­დეთ, მაგ­რას სა­ა­მი­სოდ ზო­მებს რომ იღებ­დნენ, აშ­კა­რად არ შე­იმ­ჩნე­ვა. თუ ეკა ბე­სე­ლი­ა­სა­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიბ­რძნის იმე­და­დაა, გვერ­წმუ­ნეთ, ეს სიბ­რძნე ხში­რად სი­სას­ტი­კე­ში გა­და­დის და ამის მა­გა­ლი­თი მრავ­ლად გვაქვს.

P.S. აქ რა მო­სა­ტა­ნია, მაგ­რამ თუ აკ­ვირ­დე­ბით, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის ცე­მის ფაქ­ტი მი­ა­ძი­ნეს. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ არ "გვძი­ნავს" და სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბიც გა­ვი­გეთ. უფრო ზუს­ტად, ის ვერ­სია გა­ვი­გეთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რად ჟღერს და რაც მთა­ვა­რია, რომ­ლის გახ­მა­უ­რე­ბაც ნუგ­ზარს არაფ­რით აწყობს. თა­ნაც, იმის მტკი­ცე­ბა, რომ წიკ­ლა­უ­რი 8 კაც­მა სცე­მა და და­ვით კო­დუა მხო­ლოდ ერ­თმა, უკვე სა­სა­ცი­ლოა და... ნუგ­ზარ, ნაც­მა თხა­რა, თხა­რაო... მოდი, ამ­ჯე­რად "თხა­რა, თხა­რა" ვიკ­მა­როთ.

გი­ორ­გი იაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ნაციონალები" "მაიდნის" მოწყობას 17 მაისისთვის აპირებენ?

"ნაციონალები" "მაიდნის" მოწყობას 17 მაისისთვის აპირებენ?

უკრაინული მაიდნის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას ქართული მაიდანი ელის. მაშინ ეს სერიოზულად არავინ აღიქვა შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო ალექსანდრე ჭიკაიძე თანაგუნდელებმაც კი ლამის ჯვარზე გააკრეს. ისიც გაჩუმდა, არადა ვითარება იმაზე რთულია, ვიდრე ჩანს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ხელმძღვანელმა, ირაკლი ვაჭარაძემ განაცხადა, რომ 17 მაისს ლგბტ პირები აქციას აღარ გეგმავენ და ამ დღეს მხოლოდ იმ ფილმის პრემიერით აღნიშნავენ, რომელიც ქართულ კინოთეატრებში გავა და რომელიც ქართველ გეებზეა გადაღებული. თავის მხრივ, სამღვდელოებამ რუსთაველზე 30 ათასკაციანი აქცია დააანონსა და დილიდან საღამომდე ლოცვას აპირებს, თუმცა...

"ვაჭარაძემ ნაციონალურ მოძრაობასთან შეთანხმებით განაცხადა უარი აქციის გამართვაზე, რადგან რეალურად აქციის გამართვას სწორედ ნაციონალები აპირებენ. "იდენტობისკენ" ხელს ვეღარავინ გაიშვერს, რადგან ამ ორგანიზაციას ოფიციალურად აქვს უარი ნათქვამი აქციაში მონაწილეობაზე. რეგიონებში მობილიზაციაა გამოცხადებული და რეალურად, ნაცები არჩევნებისთვის კი არა, სწორედ 17 მაისისთვის ემზადებიან"...

ეს განცხადება ჩვენთან ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რაიონული ორგანიზაციის აქტივისტმა გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ თითო რაიონიდან 250-დან 500 კაცამდე ადამიანის ჩაყვანა იგეგმება. მისივე თქმით, ეს ადამიანები საპატრიარქოს მიერ დაანონსებული აქციის წევრებს პროვოკაციაზე მარტივად წამოაგებენ, ვიღაც მერე დროშის ტარს მოიქნევს და პირველი ნიშანი იმისა, რომ თბილისური მაიდანი იწყება, საბურავების დაწვა იქნება – რეგიონებიდან თითოეულ ორგანიზაციას თბილისში 20 საბურავის ჩატანა ევალება. შესაძლოა, ვინმეს ეს საფრთხე გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩვენ დავწერეთ პირველად, 17 მაისისთვის გეებზე გადაღებული ფილმის პრემიერა რომ იგეგმებოდა და მაშინაც გვითხრეს, რომ ეს სიმართლეს არ ჰგავდა, თუმცა აფიშები უკვე გამოკრულია და ფილმიც დაანონსებული.

გარდა იმისა, რომ 17 მაისს არეულობაა დაგეგმილი, არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი _ ამ დღეს საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ჩამოდის. როგორ გგონიათ, საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისურ აქციას და ცემა-ტყეპას (რაც დღევანდელი მდგომარეობით გარდაუვალია) რომ ნახავს, როგორი რეაქცია ექნება? 30-ათასიან აქციას ნაციონალები სათავისოდ რომ გამოიყენებენ და მაქსიმალურად შეეცდებიან, შარშანდელზე უარესი ამბავი მოაწყონ, უკვე ცნობილია და რეგიონებშიც ნაცმოძრაობის აქტივისტები სწორედ ნახმარი საბურავების შეგროვებით არიან დაკავებულნი. ჯერჯერობით, არავინ საუბრობს "მოლოტოვის კოქტეილებზე", მაგრამ უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, საბურავებიდან "მოლოტოვამდე" ერთი ნაბიჯია.

ზუსტად ვიცით, რომ ამ სტატიას ნაციონალური მოძრაობის წევრები სისულელეს უწოდებენ, 17 მაისისთვის პასუხისმგებლობასაც მოიხსნიან და ესეც მათი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. პასუხისმგებლობა მოიხსნა "იდენტობამ", ოფიციალურად აქციაზე მისვლას არ აპირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა გამოვა? სწორია _ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის ნებას დაბრალდება. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპა და აქ მყოფი ოლანდი თითს ერთად დაგვიქნევენ, ხალხის ნებას წინ არ აღუდგეთო და უმართავი პროცესი მაპ-ზე უკეთესივით ხელში გვიჭირავს.

ვერ გეტყვით, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი არაფერი ხდება და ის სიმშვიდე, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას სახეზე აწერია, ვერ გეტყვით, რითაა გამოწვეული. გამორიცხულია, მათ ეს ინფორმაცია არ ჰქონდეთ, მაგრას საამისოდ ზომებს რომ იღებდნენ, აშკარად არ შეიმჩნევა. თუ ეკა ბესელიასავით ხელისუფლება ქართველი ხალხის სიბრძნის იმედადაა, გვერწმუნეთ, ეს სიბრძნე ხშირად სისასტიკეში გადადის და ამის მაგალითი მრავლად გვაქვს.

P.S. აქ რა მოსატანია, მაგრამ თუ აკვირდებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტი მიაძინეს. სამაგიეროდ, ჩვენ არ "გვძინავს" და საინტერესო დეტალებიც გავიგეთ. უფრო ზუსტად, ის ვერსია გავიგეთ, რომელიც ყველაზე რეალურად ჟღერს და რაც მთავარია, რომლის გახმაურებაც ნუგზარს არაფრით აწყობს. თანაც, იმის მტკიცება, რომ წიკლაური 8 კაცმა სცემა და დავით კოდუა მხოლოდ ერთმა, უკვე სასაცილოა და... ნუგზარ, ნაცმა თხარა, თხარაო... მოდი, ამჯერად "თხარა, თხარა" ვიკმაროთ.

გიორგი იაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა