საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ "რუსთავი-2"-ის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დასკვნა ღია და გამჭვირვალე იქნება.
ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
"დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, დარწმუნებული ვარ, ეს დასკვნა ღია და გამჭვირვალე იქნება", - განაცხადა ხადურმა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღმოჩენელია ვიდეომასალა, სადაც ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძეს საუბრებია აღბეჭდილი. ნიკა გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შსს დაასახელა.
ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.