იულია ტიმოშენკო წაგების შემთხვევაში რევოლუციით იმუქრება

იულია ტიმოშენკო წაგების შემთხვევაში რევოლუციით იმუქრება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო არჩევნებში წაგების შემთხვევაში, ახალი რევოლუციით იმუქრება. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

ტიმოშენკოს განცხადებით, მხოლოდ მას შეუძლია ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარება. "ბატკივშინას" ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინას ესაჭიროება მეწარმეებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებში ძირეული ცვლილებების გატარება, ასევე, ახალი თაობის გაზრდა, რომელიც მომავალში ქვეყანას ჩაუდგება სათავეში.

"თუკი ქვეყანა სხვა პრეზიდენტს აირჩევს, ვფიქრობ, მოგვიწევს მესამე რევოლუციაზე წასვლა", - აღნიშნა ნიკოლაევოში გამართულ პრესკონფერენციაზე ტიმოშენკომ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა