27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩვენს საზოგადოებას ააფეთქებს" - ახალი, სკანდალური ფარული ჩანაწერების ხმაურიანი შეფასებები
"ეს ჩვენს საზოგადოებას ააფეთქებს" - ახალი, სკანდალური ფარული ჩანაწერების ხმაურიანი შეფასებები

"შე­წყდეს ჩვე­ნი მე­დი­ის თვალ­თვა­ლი და ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა!", - ეს გან­ცხა­დე­ბა დღეს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ა­კე­თა "რუს­თა­ვი2"-ის შე­ნო­ბა­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა, სა­დაც მე­დი­ას ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და ნინო შუბ­ლა­ძის კა­ბი­ნე­ტებ­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით ჩა­წე­რი­ლი მა­სა­ლე­ბი წა­რუდ­გი­ნეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დე­ო­ფი­რე­ბი მას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ა­წო­დეს, თუმ­ცა გვა­რა­მია წყა­როს არ აკონ­კრე­ტებს. "რუს­თა­ვი2" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნი­თაც მი­მარ­თავს.

"რუს­თა­ვი2"-ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გამ­დე, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მო­პო­ვე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­აც­ნო.

გა­ზეთ "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში სა­შიშ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე მი­უ­თი­თებს.

ლაშა ტუ­ღუ­ში: ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­გა­ვი არ­სე­ბობს სა­დღაც და მე­ში­ნია, რომ ეს ნა­გა­ვი გა­რეთ არ გა­მო­ი­ყა­როს, - პან­დო­რას ყუთი არ გა­იხ­სნას, იმი­ტომ რომ ეს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აა­ფეთ­ქებს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა კი­დევ ერთხელ, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რე­ბა, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ლუ­პის ქვეშ არ ვი­ყოთ; მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც.

"რუს­თა­ვი2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მი­მართ თვალ­თვალ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კახა კო­ჟო­რი­ძე და ნინო ლომ­ჯა­რია. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერთი მხრივ სა­გან­გა­შოა ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი, მე­ო­რე მხრივ კი ის, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მა­სა­ლე­ბის გა­ჟონ­ვა მოხ­და.

კახა კო­ჟო­რი­ძე: ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო, რო­გორც გა­ვი­გეთ არის თა­ვად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. რო­გორც ჩანს, იქ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც სჭირ­დე­ბა დაც­ვა.

ნინო ლომ­ჯა­რია: სა­გან­გა­შოა ის, რომ ამ მა­სა­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა ხდე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პარ­ლა­მენ­ტმა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა, რაც კამ­პა­ნია "ეს შენ გე­ხე­ბას" ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 158-ე მუხ­ლით, კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. ამ თე­მა­ზე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

კოკა კა­ცი­ტა­ძე, საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი: სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უკვე შექ­მნი­ლია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას, რათა საქ­მე­ზე დად­გინ­დეს ობი­ექ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ მივ­მარ­თავთ "რუს­თა­ვი2"-ის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ მათ აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლონ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან, რათა უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­დეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბის და ამ შე­საძ­ლო და­ნა­შა­ულ­ში – ამ ფაქ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და დად­გე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბას და­აკ­ვირ­დე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი. მან "რუს­თა­ვი2"-ის თე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი: მი­ყუ­რა­დე­ბა არის უკა­ნო­ნო, მაგ­რამ რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სენ­სი­ტი­უ­რია და ამ მხრივ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეფექ­ტი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა. ჩვენ ჩა­ვერ­თვე­ბით, რომ გვქონ­დეს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბულ ფრაგ­მენ­ტებ­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ას თა­ვად "რუს­თა­ვი 2"-მა გა­აც­ნო, ასა­ხუ­ლია ნინო შუბ­ლა­ძი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას შეხ­ვედ­რე­ბი სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან. კად­რე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ კა­ბი­ნე­ტის ჭე­რი­დან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ვი­დე­ოს­თან ერ­თად ჩა­წე­რი­ლია ხმაც. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­სუ­ლი წლის ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დით თა­რიღ­დე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბა­ში სა­მუ­შაო ოთა­ხე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, თუმ­ცა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი ვერ იპო­ვეს.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე, Ambebi.ge

ამა­ვე თე­მა­ზე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ეს ჩვენს საზოგადოებას ააფეთქებს" - ახალი, სკანდალური ფარული ჩანაწერების ხმაურიანი შეფასებები

"ეს ჩვენს საზოგადოებას ააფეთქებს" - ახალი, სკანდალური ფარული ჩანაწერების ხმაურიანი შეფასებები

"შეწყდეს ჩვენი მედიის თვალთვალი და ფარული მიყურადება!", - ეს განცხადება დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა "რუსთავი2"-ის შენობაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მედიას ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის კაბინეტებში სათვალთვალო კამერით ჩაწერილი მასალები წარუდგინეს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ვიდეოფირები მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს, თუმცა გვარამია წყაროს არ აკონკრეტებს. "რუსთავი2" ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნითაც მიმართავს.

"რუსთავი2"-ში საგანგებო ბრიფინგამდე, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მოპოვებული ფარული ჩანაწერები არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში საშიშ ტენდენციებზე მიუთითებს.

ლაშა ტუღუში: ძალიან ბევრი ნაგავი არსებობს სადღაც და მეშინია, რომ ეს ნაგავი გარეთ არ გამოიყაროს, - პანდორას ყუთი არ გაიხსნას, იმიტომ რომ ეს ჩვენს საზოგადოებას ააფეთქებს. ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთხელ, სერიოზულად დაფიქრება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ლუპის ქვეშ არ ვიყოთ; მათ შორის ჟურნალისტებიც.

"რუსთავი2"-ის ხელმძღვანელების მიმართ თვალთვალზე გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე მიუთითებენ უფლებადამცველები კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ საგანგაშოა ფარული თვალთვალი, მეორე მხრივ კი ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მასალების გაჟონვა მოხდა.

კახა კოჟორიძე: ამ ინფორმაციის წყარო, როგორც გავიგეთ არის თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული თანამშრომელი. როგორც ჩანს, იქ არსებულ ინფორმაციასაც სჭირდება დაცვა.

ნინო ლომჯარია: საგანგაშოა ის, რომ ამ მასალის გამჟღავნება ხდება უპრობლემოდ. აუცილებელია, პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ კანონპროექტის განხილვა, რაც კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში მომზადდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო კომუნიკაციების დარღვევის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. ამ თემაზე, საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგი გაიმართა.

კოკა კაციტაძე, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი: საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკვე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, ჩვენ მივმართავთ "რუსთავი2"-ის თანამშრომლებს, რომ მათ აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში – ამ ფაქტში მონაწილე პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიებას დააკვირდება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მან "რუსთავი2"-ის თემაზე განცხადება გააკეთა.

უჩა ნანუაშვილი: მიყურადება არის უკანონო, მაგრამ როდესაც საუბარია მედიასაშუალებაზე და ჟურნალისტების საქმიანობაზე, ეს განსაკუთრებით სენსიტიურია და ამ მხრივ აუცილებელია ეფექტიური გამოძიების დაწყება. ჩვენ ჩავერთვებით, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

ფარული ჩანაწერების გავრცელებულ ფრაგმენტებში, რომელიც მედიას თავად "რუსთავი 2"-მა გააცნო, ასახულია ნინო შუბლაძისა და ნიკა გვარამიას შეხვედრები სხვადასხვა პირებთან. კადრები, სავარაუდოდ კაბინეტის ჭერიდან არის გადაღებული. ვიდეოსთან ერთად ჩაწერილია ხმაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები გასული წლის ზაფხულის პერიოდით თარიღდება. თანამშრომლებმა ტელეკომპანიის შენობაში სამუშაო ოთახები დაათვალიერეს, თუმცა სათვალთვალო კამერები ვერ იპოვეს.

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"