სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 58 ინტერნეტ-თაღლითის მასობრივი მახე
შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 58 ინტერნეტ-თაღლითის მასობრივი მახე

ფი­ლი­პი­ნე­ბის პო­ლი­ცი­ამ 58 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლის გა­მომ­ზე­უ­რე­ბით აშან­ტა­ჟებ­დნენ.

ინ­ტერ­პო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პო­ტენ­ცი­ურ მსხვერ­პლს ინ­ტერ­ნეტ-ხუ­ლიგ­ნე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და ახ­დენ­დნენ მათ პრო­ვო­ცი­რე­ბას, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა მი­ე­წო­დე­ბი­ნათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მსხვერ­პლს აშან­ტა­ჟებ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ თუკი თან­ხას არ გა­და­იხ­დიდ­ნენ, მა­სა­ლას მათ ახ­ლობ­ლებს აჩ­ვე­ნებ­დნენ. რო­გორც წესი, თაღ­ლი­თე­ბი 500-დან 2000 დო­ლა­რამ­დე თან­ხის გა­დახ­დას ითხოვ­დნენ.

"შან­ტა­ჟი ინ­დუსტრი­ულ სა­ფე­ხურ­ზე იყო აყ­ვა­ნი­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოფის­ში, რო­მე­ლიც ქოლ-ცენ­ტრს მოგ­ვა­გო­ნებს. თაღ­ლი­თე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ტრე­ნინ­გებ­საც კი გა­დი­ოდ­ნენ და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მათ ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მაც ჰქონ­დათ და­ნერ­გი­ლი",- ნათ­ქვა­მია ინ­ტერ­პო­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ტერ­პოლ­ში აცხა­დე­ბენ, რომ კი­ბერ-შან­ტა­ჟის მას­შტა­ბე­ბი "მა­სობ­რი­ვი" იყო - "ეს და­ნა­შა­უ­ლე­ბი ერთი ქვეყ­ნით არ შე­მო­ი­ფარ­გლა. ამი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბი­სას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო".

ჰონგ-კონ­გის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჰონგ-კონ­გში ამ სქე­მის მსხვერ­პლი 530-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ცნო­ბით, ზო­გი­ერთ მსხვერ­პლს გა­მომ­ძალ­ვე­ლე­ბის­თვის 15 000 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უხ­და, რათა მათი ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ო­ე­ბი უცხოს ხელ­ში არ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი,რო­მელ­თაც თან­ხა არ ჰქონ­დათ, პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თავ­დნენ.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის გა­მოვ­ლე­ნა­ში ინ­ტერ­პოლ­თან ერ­თად ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სინ­გა­პუ­რი­დან, აშშ-დან, ჰონგ-კონ­გი­დან, შოტ­ლან­დი­ი­დან და ავ­სტრა­ლი­ი­დან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სულ წელს, ერთ-ერ­თმა შოტ­ლან­დი­ელ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, მას შემ­დეგ, რაც მისი და­შან­ტა­ჟე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი გზით სცა­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 58 ინტერნეტ-თაღლითის მასობრივი მახე

შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 58 ინტერნეტ-თაღლითის მასობრივი მახე

ფილიპინების პოლიციამ 58 ადამიანი დააკავა, რომლებიც ინტერნეტ-მომხმარებლებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გამომზეურებით აშანტაჟებდნენ.

ინტერპოლის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ პოტენციურ მსხვერპლს ინტერნეტ-ხულიგნები სოციალური ქსელის საშუალებით უკავშირდებოდნენ და ახდენდნენ მათ პროვოცირებას, რომ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა მიეწოდებინათ.

მოგვიანებით კი მსხვერპლს აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ თუკი თანხას არ გადაიხდიდნენ,  მასალას მათ ახლობლებს აჩვენებდნენ. როგორც წესი, თაღლითები 500-დან 2000 დოლარამდე თანხის გადახდას ითხოვდნენ.

"შანტაჟი ინდუსტრიულ საფეხურზე იყო აყვანილი. სამუშაოები მიმდინარეობდა  ოფისში, რომელიც ქოლ-ცენტრს მოგვაგონებს. თაღლითები სპეციალურ ტრენინგებსაც კი გადიოდნენ და შესრულებული სამუშაოსთვის მათ ბონუსების სისტემაც ჰქონდათ დანერგილი",- ნათქვამია ინტერპოლის ოფიციალურ განცხადებაში.

ინტერპოლში აცხადებენ, რომ  კიბერ-შანტაჟის მასშტაბები "მასობრივი" იყო - "ეს დანაშაულები ერთი ქვეყნით არ შემოიფარგლა. ამიტომ გამოძიებისას საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო".

ჰონგ-კონგის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგში ამ სქემის მსხვერპლი 530-ზე მეტი ადამიანი იყო.

სამართალდამცავთა ცნობით, ზოგიერთ მსხვერპლს გამომძალველებისთვის 15 000 დოლარის გადახდა მოუხდა, რათა მათი ინტიმური ვიდეოები უცხოს ხელში არ მოხვედრილიყო. დანარჩენები კი,რომელთაც თანხა არ ჰქონდათ, პოლიციას მიმართავდნენ.

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენაში ინტერპოლთან ერთად ჩართულნი იყვნენ სამართალდამცავები სინგაპურიდან, აშშ-დან, ჰონგ-კონგიდან, შოტლანდიიდან და ავსტრალიიდან.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ერთ-ერთმა შოტლანდიელმა არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მას შემდეგ, რაც მისი დაშანტაჟება ანალოგიური გზით სცადეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს