პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისის ცენტრში? - ღამის კლუბის თანამშრომლის სკანდალური აღიარება ფარულ ჩანაწერში
არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისის ცენტრში? - ღამის კლუბის თანამშრომლის სკანდალური აღიარება ფარულ ჩანაწერში

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს აღ­მა­შე­ნებ­ლის 123 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე არა­ბულ ღა­მის კლუბ "დის­კო ბე­ი­რუთ­ში" პროს­ტი­ტუ­ცი­ის ფაქ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და და ამ საქ­მით 12-13 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. პროს­ტი­ტუ­ცი­ის შემ­თხვე­ვა იუ­რი­დი­ულ და ფი­ზი­კურ პირ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" მიერ იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. Ambebi.ge ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძეს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ თა­ვად დის­კო-კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რა­საც მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ვო­დეო-ჩა­ნა­წე­რიც ადას­ტუ­რებს.

- ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი აღი­ა­რებს, რომ მათ ჰყავთ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბი. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­მა გა­და­ი­ღო ეს ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. ქარ­თვე­ლებს არ უშ­ვებ­დნენ და ამი­ტომ მოგ­ვი­წია უცხო­ე­ლი მიგ­ვეგ­ზავ­ნა.

- რა­ტომ არ უშ­ვე­ბენ კლუბ­ში ქარ­თვე­ლებს?

- ხში­რია შე­მე­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი გვერ­დზე სუფ­რი­დან ხე­და­ვენ მსგავს ამაზ­რზენ ფაქტს, ემო­ცი­ის ფონ­ზე ვე­ღარ აკონ­ტრო­ლე­ბენ აგ­რე­სი­ას. ეს ჩხუბ­სა და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­იზ­რდე­ბა ხოლ­მე. ბა­რის მფლო­ბე­ლებს არ აწყობთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა და ამი­ტო­მაც ერი­დე­ბი­ან ქარ­თვე­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას.

ზო­გა­დად ეს პრობ­ლე­მა არა­მარ­ტო თბი­ლისს, რე­გი­ო­ნებ­საც ეხე­ბა და ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი არ არის, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­იწ­ვია არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნე­ბის აღ­ვი­რახ­სნილ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩაბ­მამ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რა­ღაც ფორ­მით სათ­ქმე­ლი უნდა თქვას. მხო­ლოდ წერა და კი­თხვა ამ საქ­მეს არ უშ­ვე­ლის. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ერ­თობ­ლი­ვად ვფიქ­რობთ რა სა­ხის კამ­პა­ნია წა­მო­ვი­წყოთ სა­მო­მავ­ლოდ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფრო მას­შტა­ბუ­რად მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა.

- აც­ნო­ბეთ თუ არა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ და და­წყე­ბუ­ლია თუ არა საქ­მის წარ­მო­ე­ბა?

- დიახ, საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ეს საქ­მე მკაცრ კონ­ტროლ­ზეა აყ­ვა­ნი­ლი და სა­ბო­ლო­ოდ მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა. ვი­ნა­ი­დან კა­ნონ­მდებ­ლო­ბით პროს­ტი­ტუ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რძა­ლუ­ლია, არ უნდა ხდე­ბო­დეს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის დაშ­ვე­ბა. არ არ­სე­ბობს ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბა ჩი­ნელს, ია­პო­ნელ­სა და არაბს შო­რის.

- ზო­გა­დად რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ ქვე­ყა­ნა­ში? ცნო­ბი­ლია, რომ თქვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­სულ წელს პროს­ტი­ტუ­ცი­ის ფაქ­ტე­ბი გო­ნი­ო­ში გა­მო­ავ­ლი­ნა...

- დიახ, შარ­შან გო­ნი­ო­ში ამ საქ­მე­ში ჩაბ­მუ­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვყავ­და შემ­ჩნე­უ­ლი, თუმ­ცა 15%-ს ქარ­თვე­ლე­ბიც შე­ად­გენ­დნენ. გა­მო­ვავ­ლი­ნეთ ფაქ­ტე­ბი, რის შემ­დე­გაც რა­ღაც სეგ­მენ­ტმა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო. მაგ­რამ წელს სა­ზღვაო სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად კვლავ გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ვე­სა­უბ­რე გო­ნი­ო­ში ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და ისი­ნიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ პროს­ტი­ტუ­ცი­ის ფაქ­ტე­ბი არა­თუ შემ­ცირ­და, არა­მედ - პი­რი­ქით, იმა­ტებს"- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძემ.

შე­ნო­ბა, რომ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზეც ეს დის­კო კლუ­ბია გახ­სნი­ლი, კომ­პო­ზი­ტორ­თა სახ­ლს ეკუთ­ვნის. რო­გორც კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა კახა ცა­ბა­ძემ ambebi.ge-ს აც­ნო­ბა, ფარ­თი, სა­დაც დის­კო-კლუ­ბია გახ­სნი­ლი, კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­შირ­მა უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს უზურფრუქ­ტით გა­დას­ცა. თა­ვად კი მსგავ­სი სი­ბინ­ძუ­რის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს და პროს­ტი­ტუ­ცი­ის ფაქტს ტყუ­ილს უწო­დებს:

"უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ვამ­ბობ, რომ ეს არის გა­ურ­კვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ აგო­რე­ბუ­ლი სიც­რუე. რო­გორ მოს­დით თავ­ში აზ­რად მსგავ­სი რამ. მი­თუ­მე­ტეს, რომ ისე­თი ად­გი­ლია, სა­დაც მხო­ლოდ ორი სვე­ლი წერ­ტი­ლია და იქ რომც მო­ინ­დო­მონ, ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კავ­დეს ვინ­მე. ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა, თუმ­ცა არას­დროს მი­ნა­ხავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი დას­ჯი­ლი­ყოს. ამ­ბო­ბენ საქ­მეს შსს იძი­ებ­სო, ძა­ლი­ან კარ­გი, გა­მო­ი­ძი­ონ და და­ად­გი­ნონ სი­მარ­თლე. რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ში გა­სულ სი­უ­ჟეტს, სა­დაც იტა­ლი­უ­რი ეზოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ღა­მის სა­ა­თებ­ში კლუ­ბი­დან გა­მო­სუ­ლი ხმა­უ­რი აწუ­ხებთ, ესეც სიც­რუ­ეა. მიბ­რძან­დით და თა­ვად დარ­წმუნ­დე­ბით, რომ კომ­პო­ზი­ტორ­თა სახ­ლთან ახ­ლოს არ­ცერ­თი იტა­ლი­უ­რი ეზო არ არის"- გა­ნუ­ცხა­და ambebi.ge-ს კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, კახა ცა­ბა­ძემ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისის ცენტრში? - ღამის კლუბის თანამშრომლის სკანდალური აღიარება ფარულ ჩანაწერში

არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისის ცენტრში? - ღამის კლუბის თანამშრომლის სკანდალური აღიარება ფარულ ჩანაწერში

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმაშენებლის 123 ნომერში მდებარე არაბულ ღამის კლუბ "დისკო ბეირუთში" პროსტიტუციის ფაქტები გამოვლინდა და ამ საქმით 12-13 წლის ქართველი გოგონები არიან დაკავებული. პროსტიტუციის შემთხვევა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, "ანტიკორუფციული კავშირის" მიერ იქნა გამოვლენილი. Ambebi.ge ორგანიზაციის უფლებადამცველ გიორგი ბურჯანაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ თავად დისკო-კლუბის წარმომადგენლები საუბრობენ, რასაც მათ ხელთ არსებული ფარული ვოდეო-ჩანაწერიც ადასტურებს.

- ფარულ ჩანაწერში კლუბის თანამშრომელი აღიარებს, რომ მათ ჰყავთ არასრულწლოვანი გოგონები. ჩვენი ორგანიზაციის ოპერატიული მონიტორინგის ჯგუფმა გადაიღო ეს ფარული ჩანაწერი. ქართველებს არ უშვებდნენ და ამიტომ მოგვიწია უცხოელი მიგვეგზავნა.

- რატომ არ უშვებენ კლუბში ქართველებს?

- ხშირია შემეთხვევები, როდესაც ქართველი მამაკაცები გვერდზე სუფრიდან ხედავენ მსგავს ამაზრზენ ფაქტს, ემოციის ფონზე ვეღარ აკონტროლებენ აგრესიას. ეს ჩხუბსა და დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ბარის მფლობელებს არ აწყობთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამიტომაც ერიდებიან ქართველი სტუმრების მიღებას.

ზოგადად ეს პრობლემა არამარტო თბილისს, რეგიონებსაც ეხება და ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ჩვენი გაღიზიანება ამ შემთხვევაში გამოიწვია არასრულწლოვანი გოგონების აღვირახსნილ საქმიანობაში ჩაბმამ. საზოგადოებამ რაღაც ფორმით სათქმელი უნდა თქვას. მხოლოდ წერა და კითხვა ამ საქმეს არ უშველის. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად ვფიქრობთ რა სახის კამპანია წამოვიწყოთ სამომავლოდ, რომ საზოგადოებას უფრო მასშტაბურად მივაწვდინოთ ხმა.

- აცნობეთ თუ არა შესაბამის სამსახურებს ამ ფაქტის შესახებ და დაწყებულია თუ არა საქმის წარმოება?

- დიახ, საქმის წარმოება დაწყებულია. ეს საქმე მკაცრ კონტროლზეა აყვანილი და საბოლოოდ მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვინაიდან კანონმდებლობით პროსტიტუცია საქართველოში აკრძალულია, არ უნდა ხდებოდეს გამონაკლისების დაშვება. არ არსებობს ამ შემთხვევაში განსხვავება ჩინელს, იაპონელსა და არაბს შორის.

- ზოგადად რა ვითარებაა ამ მხრივ ქვეყანაში? ცნობილია, რომ თქვენმა ორგანიზაციამ გასულ წელს პროსტიტუციის ფაქტები გონიოში გამოავლინა...

- დიახ, შარშან გონიოში ამ საქმეში ჩაბმული უცხო ქვეყნის მოქალაქეები გვყავდა შემჩნეული, თუმცა 15%-ს ქართველებიც შეადგენდნენ. გამოვავლინეთ ფაქტები, რის შემდეგაც რაღაც სეგმენტმა დატოვა საქართველო. მაგრამ წელს საზღვაო სეზონის მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდნენ. ვესაუბრე გონიოში ადგილობრივ მოსახლეობას და ისინიც ადასტურებენ, რომ პროსტიტუციის ფაქტები არათუ შემცირდა, არამედ - პირიქით, იმატებს"- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

შენობა, რომლის პირველ სართულზეც ეს დისკო კლუბია გახსნილი, კომპოზიტორთა სახლს ეკუთვნის. როგორც კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელმა კახა ცაბაძემ ambebi.ge-ს აცნობა, ფართი, სადაც დისკო-კლუბია გახსნილი, კომპოზიტორთა კავშირმა უცხოელ ინვესტორებს უზურფრუქტით გადასცა. თავად კი მსგავსი სიბინძურის შესახებ წარმოდგენა არ აქვს და პროსტიტუციის ფაქტს ტყუილს უწოდებს:

"უპირველეს ყოვლისა ვამბობ, რომ ეს არის გაურკვეველი ადამიანების მიერ აგორებული სიცრუე. როგორ მოსდით თავში აზრად მსგავსი რამ. მითუმეტეს, რომ ისეთი ადგილია, სადაც მხოლოდ ორი სველი წერტილია და იქ რომც მოინდომონ, ფიზიკურად შეუძლებელია პროსტიტუციით დაკავდეს ვინმე. ეს ცილისწამებაა, თუმცა არასდროს მინახავს, რომ საქართველოში ცილისმწამებელი დასჯილიყოს. ამბობენ საქმეს შსს იძიებსო, ძალიან კარგი, გამოიძიონ და დაადგინონ სიმართლე. რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასულ სიუჟეტს, სადაც იტალიური ეზოს მაცხოვრებლები ამბობენ, თითქოს ღამის საათებში კლუბიდან გამოსული ხმაური აწუხებთ, ესეც სიცრუეა. მიბრძანდით და თავად დარწმუნდებით, რომ კომპოზიტორთა სახლთან ახლოს არცერთი იტალიური ეზო არ არის"- განუცხადა ambebi.ge-ს კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელმა, კახა ცაბაძემ.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია